პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

mkurnali.ge

- ტაქტიანად აუხსენით, რომ შესაძლოა, ამან ბავშვის მეტყველების განვითარება შეაფერხოს. სამი წელი ის ასაკია, როცა ბავშვს მოზრდილი ადამიანივით უნდა ესაუბროთ, რათა მან აითვისოს ახალი სიტყვები და გამოთქმები. ენამოჩლექით საუბარი პატარას განვითარების სტიმულს ვერ მისცემს. გარდა ამისა, რაც უფრო იზრდება გოგონა, მით უფრო მეტად უჩნდება სურვილი, მიბაძოს უფროსებს და მალე ენის მოჩლექა მასშიც გამოიწვევს პროტესტს.

  • თურმე ბავშვები სიხარულს აგრესიითაც გამოხატავენ. ჩემი ერთი წლის გოგონა, როცა ძალიან უხარია, ხელებს სახეში გვირტყამს. როგორ გადავაჩვიოთ?

ირინკა, 25 წლის

- ნუ გაუბრაზდებით - ბავშვებს ამ ასაკში უჭირთ საკუთარი საქციელის გაკონტროლება. ეცადეთ, მისი ენერგია საჭირო კალაპოტში მოაქციოთ, უფრო მშვიდობიანი დანიშნულება უპოვოთ. როცა გოგონა ხელების ქნევას დაიწყებს, ხელები გაუკავეთ და მკაცრად უთხარით: ”ცემა არ შეიძლება, დედას (მამას) უნდა მოეფერო” - და მისი ხელებით თქვენს სახეს მოეფერეთ.

  • ცოტა ხნის წინ შევამჩნიე, რომ ჩემი თანაკურსელი გამუდმებით რაღაცებს იგონებს - თავგადასავლებს, შეყვარებულებს... მოკლედ, ბევრს იტყუება. ერთი შეხედვით უწყინარი ტყუილებია, მაგრამ როცა ვუსმენ, თავს უხერხულად ვგრძნობ. როგორ მოვიქცე?

თეონა, 22 წლის

- ნუ იჩქარებთ, თქვენს ნაცნობს მატყუარა უწოდოთ. ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო ორი ვერსია შესაძლოა ბოლოს ნამდვილი აღმოჩნდეს. მაგალითად, ადამიანმა შესაძლოა თქვას, გუშინ ბებიასთან ვიყავიო, მერე კი თქვას, რომ მეგობართან იყო. სინამდვილეში შეიძლება იქაც იყო და იქაც. ისიც შეიძლება, თქვენი თანაკურსელი ისტორიებს იმისათვის იგონებდეს, რომ უფრო საინტერსო ადამიანად ჩათვალონ. უმჯობესია, თვითონ მას ჰკითხოთ, რატომ მოჰყვა ამა თუ იმ ამბავს სხვადასხვაგვარად.

  • ჩემი მული სხვა ქალაქში ცხოვრობს. ჩამოვა ჩვენთან ”ორი დღით” და მთელი თვით რჩება. ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ მისი საქციელი ცოტა არ იყოს უტაქტო მეჩვენება. თავაზიან მინიშნებას, რომ ორივეს გვაქვს გადაუდებელი საქმეები, ყურადღებასაც არ აქცევს. როგორ მოვიქცე?

თამთა, 32 წლის

- ასეთ შემთხვევაში ზრდილობა ალბათ განზე უნდა გადადოთ. სხვაგვარად არაფერი შეიცვლება. ესაუბრეთ მეუღლეს და სთხოვეთ, აუხსნას დას, რომ თქვენ გაქვთ გეგმები, რომლებსაც მისმა სტუმრობამ ხელი არ უნდა შეუშალოს. წინასწარ შეთანხმდით ჩამოსვლისა და წასვლის თარიღებზე.

  • ახლახან გავთხოვდი და უეცრად აღმოჩნდა, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთისგან ძალიან განვსხვა-ვდებით. უფრო სწორად, განსხვავდება ჩვენი გასტრონომიული მისწრაფებები. ის ვერ იტანს ბადრიჯანს, ღვიძლს, ხახვს და რძის ნაწარმს, მე კი ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს. როგორ მოვახდინო გავლენა მეუღლის გემოვნებაზე? იქნებ მალულად შევურიო საკვებში ეს პროდუქტები?

თეკლა, 23 წლის

- რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, კონტრაბანდის გაპარება სცადოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ორგვარ შედეგს უნდა ელოდეთ: თქვენი ქმარი ან შეიყვარებს ბადრიჯანს, ღვიძლსა და რძის ნაწარმს, ან საერთოდ იტყვის უარს თქვენს ნახელავზე. მზად ხართ ამისთვის? უმჯობესია, მეუღლეს თავი დაანებოთ და თქვენი საყვარელი კერძებით მეგობრებს გაუმასპინძლდეთ. იქნებ ერთ მშვენიერ დღეს თქვენმა ქმარმა თავი ვერ შეიკავოს და თქვენს მომზადებულ კერძს გემო გაუსინჯოს...

mkurnali.ge

  • ერთი თვის წინ შეყვარებულს დავშორდი. ვიჩხუბეთ და, როგორც იტყვიან, კარი გამოვიჯახუნე. ის გამუდმებით მირეკავდა, მაგრამ მაშინ მასთან საუბარი არ მსურდა. მერე ზარები შეწყდა, ცოტა ხნის წინ კი ჩემმა მეგობრებმა ჩემი შეყვარებული სხვასთან დაინახეს. ღირს თუ არა, შერიგება ვცადო?

ანა, 19 წლის

- თუ გსურთ, მეგობრებად დარჩეთ, აუცილებლად სცადეთ. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით, კარი თქვენ კი არა, თქვენს შეყვარებულს რომ გაეჯახუნებინა და თქვენთან საუბარიც კი აღარ მოესურვებინა. ალბათ იფიქრებდით, ჩემი დანახვაც აღარ უნდაო... დაურეკეთ და მოუბოდიშეთ, დანარჩენს კი ვითარება გიჩვენებთ.


  • ჩემი ქმარი არანორმალურად კომუნიკაბელურია, მე კი ვერავინ მამჩნევს. ის ურთიერთობის ოსტატია, მე კი მორცხვი და შებოჭილი ვარ. როცა სტუმრად ვართ, სიტყვის თქმაც კი მიჭირს. კაცმა რომ თქვას, არც არავინ მისმენს, რადგან ყველა ჩემი ქმრის ირგვლივ ტრიალებს...

ქეთუნა, 25 წლის

- უთხარით ქმარს, რა გაწუხებთ, ოღონდ ისე, რომ ეს პრეტენზიასავით არ ჟღერდეს. კარგი იქნება, თუ მცირე ეშმაკობას გამოიყენებთ: როცა რამის თქმა მოგინდებათ, მისცემთ ნიშანს, რომელიც მხოლოდ მისთვის იქნება გასაგები, და ისიც მიხვდება, რომ დროა, ”ეთერი დაგითმოთ”. თქვენ თვითონ ეცადეთ, ილაპარაკოთ ჩვეულებრივზე ოდნავ ხმამაღლა, რათა მოგისმინონ. თუ პირველ ცდაზე არაფერი გამოგივიდათ, ნუ გეწყინებათ. თანდათანობით თქვენ და თქვენი ქმარი პრობლემას მოაგვარებთ - ის ტრიბუნას გაგიყოფთ, თქვენ კი მორცხვობას დაძლევთ.

  • მგონია, რომ უნიჭო და მოსაწყენი ადამიანი ვარ. თვითონაც არ ვიცი, რისკენ მაქვს მიდრეკილება, რისი უნარი შემწევს. მეგობრები არ მყავს. პროფესიაც კი ვერ ამომირჩევია. როგორ ვიპოვო ”საკუთარი თავი?”

ეკა, 21 წლის

- საკუთარი თავის პოვნის ყველა გზა ასე თუ ისე შემოქმედებას უკავშირდება. მოსინჯეთ ხატვა, ქარგვა, თეატრალურ სტუდიაში ჩაეწერეთ. რამდენიმე თვის შემდეგ გაარკვევთ, ხელოვნების რომელი სახეობა მოგწონთ ყველაზე მეტად და მხოლოდ მას დაუთმობთ დროს. გარდა ამისა, განსაზღვრეთ, საქმის რომელი ასპექტი უფრო გეადვილებათ და ორიენტირად ეს დაისახეთ. მაგალითად, ძერწვისას ადვილად ანგარიშობთ მასალის ოდენობას - რომელ პროფესიაში გამოგადგებათ ეს ჩვევა? ან გსიამოვნებთ, როცა სამუშაოს უკანასკნელ შტრიხებს ასრულებთ - რომელ სფეროში ფასობს მორთვის უნარი? თუ საკუთარ თავში ამ უნარებს აღმოაჩენთ, ისინი სხვა საქმიანობაშიც გამოგადგებათ. ამასთანავე, რომელიმე ჯგუფში აუცილებლად იპოვით თანამოაზრეებს.

  • ჩემს შეყვარებულს პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის. იქნებ მირჩიოთ, როგორ ვუთხრა ეს ისე, რომ არ ვაწყენინო და არც მე ჩავვარდე უხერხულ მდგომარეობაში?

მაკა, 17 წლის

- ეს მართლაც დელიკატური პრობლემაა. ერთი მხრივ, ისე ვერ მოიქცევით, თითქოს ვერაფერს ამჩნევდეთ - თქვენ ხომ ხვდებით ერთმანეთს, ახლო ურთიერთობა გაქვთ, კოცნით კიდეც. მეორე მხრივ, ეს საკითხი ადამიანის პირად სივრცეს ეხება და ამის შესახებ საუბარი შეიძლება საკუთარ ტერიტორიაზე შეჭრად აღიქვას. საუბარი საჭიროა ძალიან ფრთხილად, შეფასების (”რა სირცხვილია!”) გარეშე. იქნებ ეს უსიამოვნო სუნი ჯანმრთელობის პრობლემით იყოს განპირობებული, რომლის მოგვარება არც ისე იოლია. ჩამოუგდეთ საუბარი ჯანმრთელობაზე, კბილების მდგომარეობაზე, ჰკითხეთ, ხომ არ გრძნობს რაიმე სუნს თქვენგან, შემდეგ კი უთხარით, რომ ძალიან გაღელვებთ მისი ჯანმრთელობა და აღწერეთ ეს არასასიამოვნო სიმპტომი.

  • სილამაზის კონკურსში მონაწილეობაზე ვოცნებობ. არც ისე თვალისმომჭრელი გარეგნობა მაქვს, მაგრამ ვამჩნევ, რომ ბოლო დროს ასეთ კონკურსებში მზეთუნახავები მაინცდამაინც აღარ მონაწილეობენ. ალბათ, თავდაჯერებაა მთავარი. შემოდგომაზე სილამაზის კონკურსი ჩვენს სასწავლებელშიც ტარდება. იქნებ გამერისკა?

ეთუნა, 19 წლის

- დააკვირდით ნებისმიერ ცნობილ მსახიობს, რომელსაც ლამაზად მიიჩნევენ: იდეალის ჩარჩოებში არც ერთი არ ჯდება. ჯულია რობერტსს გრძელი ცხვირი და დიდი პირი აქვს, უმა თურმანს - კუთხოვანი ნაკვთები... მიუხედავად ამისა, მათი სახეები ყურადღებას იქცევს. დაფიქრდით, როგორ უფრო მომგებიანად წარმოაჩენთ საკუთარ თავს, ხაზი გაუსვით თქვენს ღირსებებს და გადით კონკურსზე.

mkurnali.ge მშობლებმა შეიტყვეს, რომ ვეწევი და ძალიან ეწყინათ. გამუდმებით იმაზე მესაუბრებიან, რა ზიანს აყენებს სიგარეტი ჯანმრთელობას. ”თავი დაანებე მოწევას” ჩვენი ოჯახის საუბრის მთავარ თემად იქცა. პასუხი, რომ უკვე დიდი ვარ და ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ, არ მიიღება. ბრძოლას ბოლო არ უჩანს. როგორ გადავჭრა ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ?

ნინო, 30 წლის

- თეორიულად ყველაზე იოლი გამოსავალია, თავი დაანებოთ მოწევას, მაგრამ რაკი ეს არ გსურთ, ვერაფერს გააწყობთ. უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ მშობლები ნერვიულობას არ შეწყვეტენ - ისინი ხომ ღელავენ თქვენს გამო. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, ის არის, რომ კამათში არ აჰყვეთ. ნუ ეცდებით მათ დარწმუნებას, რომ ”უკვე დიდი ხართ”. ღვიძლი შვილი, მით უმეტეს, ქალი, დედ-მამისთვის მუდამ ბავშვად დარჩება, რომელზე ზრუნვასაც თავიანთ წმიდათაწმიდა მოვალეობად მიიჩნევენ. მათ აქვთ უფლება, თქვან ის, რასაც საჭიროდ ჩათვლიან, თქვენ კი გაქვთ უფლება, მოიქცეთ ისე, როგორც თქვენ თვლით საჭიროდ. ასეა თუ ისე, ეცადეთ, მათი თანდასწრებით არ მოსწიოთ.