სიყვარულის 5 ეტაპი - რატომ შორდება ერთმანეთს წყვილების უმრავლესობა მე-3 ეტაპზე? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

სიყვარულის 5 ეტაპი - რატომ შორდება ერთმანეთს წყვილების უმრავლესობა მე-3 ეტაპზე?

სიყვარულის 5 ეტაპი - რატომ შორდება ერთმანეთს წყვილების უმრავლესობა მე-3 ეტაპზე?
ცნობილმა ფსიქოლოგმა ჯედ დეიმონდმა 40 წლიანი კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან პოულობს თავისი ცხოვრების სიყვარულს. მთავარი პრობლემა კი ურთიერთობაში ის სირთულეებია, რომლის გადალახვაც ბევრს უჭირს. ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ სიყვარულს აქვს 5 უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ადამიანები ხშირად მე-3 ეტაპზე შორდებიან.

შეყვარებულობის ეტაპი – ეს არის პერიოდი, როცა განსაკუთრებულად მძლავრია ბედნიერების ჰორმონი. ეს არის ეტაპი, როცა ადამიანი დიდ იმედებს ამყარებს იმაზე, ვინც მოსწონს. მისთვის პარტნიორი უნაკლო ადამიანია, ხშირად გვგონია, რომ ეს ადამიანი ჩვენს ყველა სურვილს უსიტყვოდ შეასრულებს და ასე
იქნება მუდამ. ამ დროს სკეპტიკური აზრის გათვალისწინება არავის უნდა.

ურთიერთობის ოფიციალური დასაწყისი
– ამ ეტაპისთვის სიყვარული უფრო მყარი ხდება და პაემანს თანაცხოვრება ცვლის. ამ დროს ადამიანები უკეთ იცნობენ ერთმანეთს. ესაა ბედნიერების და სიხარულის პერიოდი. ამ დროს ჩნდებიან შვილები, რაც ბედნიერებას კიდევ უფრო ამყარებს.

იმედგაცრუება –
ეს არის პერიოდი, როცა იმედების გაცრუება იწყება. პარტნიორი ცოტა მოსაწყენი, ერთფეფროვანი და ზედმეტად გამაღიზიანებელი გეჩვენებათ. ამ დროს პირველად ჩნდება სურვილი, ერთ წამში გაწყვიტოთ ურთიერთობა. ბევრი მიიჩნევს, რომ საყვარელი ადამიანის არჩევანში შეცდა და ახალი სიყვარულის ძიების დროა.

კრიზისისა და დიდი სიყვარულის ეტაპი – თუ მესამე ეტაპის გადალახვა შეძელით, ჩნდება ღირებულებების გადაფასების ეტაპი. თვენ ხვდებით, რომ გვერდით გყავთ არა იდეალური ადამიანი, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელთან ერთადაც უამრავი სირთულე გადალახეთ. თქვენ მას იღებთ ისეთს, როგორიც არის და გადადიხართ ურთიერთობის ახალ, დიდი სიყვარულის ეტაპზე.

სიყვარულის გააზრება – მას შემდეგ, რაც სიყვარულის გზაზე არსებულ ყველა სირთულას გადალახავთ, ხვდებით რომ ერთნაირად შეიცვალეთ. რომ მხოლოდ თქვენ ორს, ერთობლივი ძალებით გაქვთ უნარი შეცვალოთ რაღაც ამ სამყაროში. თქვენ ერთნაირად ფიქრს, ერთი საქმის კეთებას, ერთად მოქმედებას იწყებთ და მოქმედებთ როგორც ერთი ადამიანი. აქ კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული შედგა.

mkurnali.ge

ფსიქოლოგი ჯედ დეიმონდი

mkurnali.gemkurnali.ge
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
მსგავსი სიახლეები
აღმოჩნდა, რომ არსებობს "პირველი სამი წუთის" ეფექტი და მან ბევრი ოჯახის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ...
24-06-2019
არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს ადამიანის ორგანიზმის საოცარი თავისებურება: თუ
18-02-2019
მამაკაცები, მართალია, სამყაროს ძლიერ ნაწილს შეადგენენ, მაგრამ მათაც აქვთ გარკვეული სისუსტეები.
04-10-2018
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
კატეგორიის სხვა სტატიები
მოგეხსენებათ, რომ უარყოფითი ემოციები ნეგატიურად ისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე,
უარყოფითი გამოცდილება, ბედნიერი ცხოვრების აგებაში გვეხმარება.
ვიდეოთამაშებით მოთამაშე ადამიანების საშუალო ასაკი იზრდება. ჯერ კიდევ 2016 წლის მონაცემებით აღნიშნული ციფრი 35 წელს შეადგენდა.
თუ საყვარელი ადამიანის დაკარგვის პარანოიდულად გეშინიათ და ეს შიში თანდათან უფრო გიმძაფრდებათ,
ყოველდღე ათობით ადამიანს შეიძლება ეკონტაქტებოდეთ, საუბრობდეთ მათთან, თუმცა თქვენ ვერბალურის გარდა, არავერბალურ კომუნიკაციასაც ამყარებთ.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად