ფსიქოლოგიური პრობლემები სიმსუქნის დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

ფსიქოლოგიური პრობლემები სიმსუქნის დროს

ფსიქოლოგიური პრობლემები სიმსუქნის დროს
სიმსუქნე - ეს არის პრობლემა როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ზედმეტი წონა, გაცხიმოვნება, პრობლემებს იწვევს საზოგადოდ ორგანიზმში, ამიტომ ხშირად ავადმყოფურ მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანის ფსიქიკაც. ჭარბ წონასა თუ სიმსუქნესთან გასამკლავებლად მიმართავენ დიეტებს, შიმშილს, ვარჯიშობენ, ეს კი, თავის მხრივ, გარკვეულ აკრძალვებს უკავშირდება და მძიმედ აისახება ადამიანის ფსიქიკაზე, ვითარდება ნევროტული მდგომარეობა, არასრულფასოვნების კომპლექსები და სტრესები, ეს კი უკვე ფსიქოლოგიური პრობლემაა.

ზედმეტი წონა ქალებსაც აწუხებს და მამაკაცებსაც, მაგრამ ქალები მეტად განიცდიან ამ მდგომარეობას და ყოველგვარ დიეტას თანხმდებიან. ამ დროს არასრულფასოვნების კომპლექსს შიმშილით გამოწვეული სტრესიც ემატება.

შიმშილობა რომ ადამიანისთვის სტრესია, დიდი ხანია დამტკიცებულია. ამ დროს ოჯახის წევრებს მოთმინება, თანადგომა, ყურადღება და ტაქტი მართებთ. ზოგჯერ ისინი მართლაც ზედმეტად გულმოდგინედ „ეხმარებიან“ დიეტაზე მყოფს:

განუწყვეტელი შენიშვნებითა და მუდმივი მი­თითებებით თავს აბეზრებენ, სამზ
არეულოს კარადებსა და მაცივრებს უკეტავენ, რომ გახდომის მსურველი ცდუნებას არ აჰყვეს და დიეტა არ დაარღვიოს, ამით კი ისედაც დათრგუნულსა და გაღიზიანებულს უფრო მეტად აღიზიანებენ.

დიეტა სხვადასხვაგვარია: სამკურნალო, გამწმენდი, გასახდომი. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მრავალნაირ საკვებზე უარის თქმა, რაც არც ისე ადვილია. ადამიანს განუწყვეტლივ უხდება ნებისყოფის დაძაბვა. რაც უფრო მძიმეა დიეტა, მით ძლიერია სტრესი. დიეტის გამო ბევრი თავს არიდებს წვეულებებზე სიარულს, ვერ ხვდება ახლობლებს, მეგობრებს, ეს კი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. როდესაც დიეტა ხანგრძლივია, სტრესიც ხანგრძლივდება და შესაძლოა, საბოლოოდ, დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს, ამიტომ დიეტა ნებადართულია მხოლოდ ჯანმრთელი და მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის სრული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ. დიეტის დაწყებამდე ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას - როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქიკურს. შიმშილობის დროს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერისტალტიკის (შეკუმშვითი მოძრაობის) დაქვეითება აღინიშნება, რაც შეკრულობას იწვევს. შიმშილობას თან სდევს აპათია, ძილად მივარდნა, გონებრივი შესაძლებლობების, ზოგჯერ აზროვნების, მეხსიერების, ყურადღების დაქვეითება. საღამოობით ბევრს ძალიან უჭირს საკვებზე უარის თქმა, ზოგიერთს შიმშილი არ აძინებს, ამიტომ შესაძლოა, ნებისყოფამ უღალატოს და ფუნთუშას ან ბუტერბროდს წაატანოს ხელი, მერე კი საკუთარ თავზე ბრაზობს, რაც ამძიმებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. თუ შეამჩნევთ, რომ დაკლებული კილოგრამები უნებისყოფობის გამო ისევ აკრიფეთ, ნერვიულობას კი ნუ მოჰყვებით, მაშინვე დაიწყეთ ვარჯიში და შიმშილის შეტევისას მთელი ყურადღება მასზე გადაიტანეთ. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ - 5 წუთიც არ გავა, რომ ჭამა დაგავიწყდებათ. გარდა ამისა, ვარჯიში მოდუნებასა და კალორიების დაწვაშიც დაგეხმარებათ.

დიეტის დროს ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეგუება ხდება კვების ახალ პრინციპებთან. მაგალითად, ნახშირწყლებზე დიდი ხნით უარის თქმა ნეგატიურად მოქმედებს ტვინზე, ზოგჯერ იბლოკება სეროტონინის - განწყობაზე პასუხისმგებელი ქიმიური ნივთიერების - გამომუშავება, ამიტომ კვების რაციონიდან ნახშირწყლების დიდი ხნით ამოღება იწვევს გაღიზიანებას, განწყობილების სწრაფ ცვალებადობას, სისუსტეს, სწრაფად დაღლას, მეხსიერების გაუარესებას. სტრესის დასაძლევად შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური, რომელშიც აღნუსხავთ, როდის რამდენი მიირთვით. თავს ნუ მოიტყუებთ, დღიურში ყველა დარღვევა შეიტანეთ. თქვენი დამარცხების ამსახველ ქრონიკას რომ გადახედავთ, მიხვდებით, რატომ მოხდა ასე, რაც სიტუაციის შეცვლაში დაგეხმარებათ. თუ ინერვიულებთ და სტრესის გადასალახავად შოკოლადის ფილას ან ტორტის ნაჭერს მიირთმევთ, აუცილებლად აღნიშნეთ ეს დღიურში, მომავლისთვის კი ანტიდეპრესანტად რაიმე ნაკლებკალორიული სასუსნავი, მაგალითად, მოხალული თხილი ან ჩირი შეარჩიეთ. მორიგი გამარჯვების აღსანიშნავად კი საკუთარი თავი წაახალისეთ - გაისეირნეთ ქალაქში, წადით თეატრში, დაესწარით კონცერტს, გაიარეთ მაღაზიებში, შეგიძლიათ, თავს საჩუქარიც გაუკეთოთ. ეს სტიმული იქნება მომავლისთვის.

ეცადეთ, გახალისდეთ, მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, შეხვდით მეგობრებს, ესაუბრეთ (ოღონდ არა დიეტის შესახებ), ივარჯიშეთ, ოღონდ არ გადაიტვირთოთ და არ გადაიღალოთ. თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, მოიკრებთ ნებისყოფას, ფსიქოლოგიურ წონასწორობას, შედეგი არ დააყოვნებს - თქვენი სხეული მომხიბვლელობას დაიბრუნებს და სტრესი და დეპრესიაც დავიწყებას მიეცემა, ცხოვრების ხალისი დაგიბრუნდებათ და მეტ წარმატებასაც მიაღწევთ.

ცნობილია, რომ ჭარბი წონა იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს. მსუქნების მიმართ ხშირად საზოგადოებასაც ირონიული დამოკიდებულება აქვს, უტაქტოთაგან დაცინვა და აბუჩად აგდებაც მოსალოდნელია. გონიერი ადამიანები კი, პირიქით, განსაკურებით თბილად არიან განწყობილნი მსუქნებისადმი. მსუქნების უმრავლესობა კეთილი, საყვარელი, ალერსიანი, მზრუნველი და იოლად მოწყვლადია, ამიტომ მათ თანადგომა სჭირდებათ, რათა არაორდინარული გარეგნობის გამო დეპრესია არ დაეუფლოთ. დღეს მედიცინას უამრავი საშუალება აქვს სიმსუქნის დასაძლევად. დიეტოლოგების, ქირურგების, პლასტიკური ქირურგების, ფსიქოლოგების დახმარებით ასეთი ადამიანები შეძლებენ სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნებას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
მსგავსი სიახლეები
ბრინჯის რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა სიმსუქნის განვითარების რისკი შეამციროს.
16-05-2019
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 741 მილიონ მამაკაცს აღენიშნება
15-05-2019
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჭარბი წონისგან განკურნების ახალი მედიკამენტური მეთოდი შეიმუშავეს. მათ მიერ წარმოდგენილ
03-05-2019
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჩემი მეგობარი საინტერესო, კომუნიკაბელური, მომხიბვლელი პიროვნებაა და მუდამ ყურადღების ცენტრშია, მე კი მეჩვენება, რომ მის ფონზე ვიკარგები...
ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა, ბევრს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს.
ის, ვინც ამტკიცებს, რომ ყოველთვის მართალს ამბობს, უკვე ცრუობს – ცხოვრებაში ხომ ხშირად ხდება ისე,
თითქოს შვებულებიდან სამსაურში გასვლა არ უნდა იყოს რთული პროცესი.
მე ახლა მოვყვები ამბავს, რომელსაც თავის დროზე ტაბუ დავადე ისევ იმისთვის, რომ ჩემი შვილების ფსიქიკას გავფრთხილებოდი.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად