როგორც კაჭარავა ამბობს, იმის ნაცვლად, რომ მთავრობა მუშაობდეს პრევენციაზე, ახალგაზრდობის დაცვაზე, საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ.
"ჩემი აზრით, უნდა იყოს მკაცრი რეგულაციები, ოღონდ არა ციხე და დაჭერა. ეს ქცევა წახალისებული არ უნდა იყოს. ნარკომომხმარებლების მკურნალობა, რეაბილიტაცია და ადაპტაცია უნდა მოხდეს. ასევე უნდა იყოს პრევენცია, უნდა ვმუშაობდეთ იმაზე, რომ ახალგაზრდობა, მოზარდები დავიცვათ ამისგან.
კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ, იმდენად მძიმეა ჩემთვის მთავრობის ეს ინიციატივა; რაღაცის თქმის მეშინია, მერე მართლა არ მოხდეს. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ პროცესებს, კასკადირება და წახალისება მოხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო და დამანგრეველი ქმედებების",- განაცხადა კაჭარავამ.
ცნობისთვის, საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია იმართება. კონფერენციის თემაა: „ნარკოპოლიტიკა საქართველოში - გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება“.