ფილტვებდაავადებულთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვებდაავადებულთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა

ფილტვის დაავადებები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, გადამდები არ არის, მაგრამ მცდარი ინფორმაციის გამო ხალხი ასეთ ავადმყოფებს გაურბის, რითაც მათ ტკივილს აყენებს. განსაკუთრებით ეშინიათ ტუბერკულოზით დაავადებულებთან ურთიერთობისა, რადგან იციან, რომ ეს ინფექციური დაავადებაა. ფილტვის ტუბერკულოზი მართლაც გადამდებია. ასიდან 90-95 შემთხვევაში ის ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. ინფექციის წყაროა ფილტვების ან ხორხის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი, რომელიც ხველების, ცემინების, ლაპარაკის დროს ჰაერში მიკობაქტერიის შემცველ უმცირეს წვეთებს აფრქვევს. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დასნებოვნება, წესისამებრ, ავადმყოფთან დახურულ სივრცეში ხანგრძლივი კონტაქტის დროს ხდება.

გაშლილ ადგილას (შენობის გარეთ) და საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით მისი გადადების ალბათობა მცირეა. მსოფლიოში მილიონობით ადამიანია ტუბერკულოზის ბაქტერიით ინფიცირებული, მაგრამ ავადმყოფად ყველას ვერ მივიჩნევთ. დაავადების გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაავადებას. სნეულება ინფიცირებულთა მხოლოდ 10%-ს უვითარდება, 90%-ში კი ბაცილა ორგანიზმში რჩება, მაგრამ არც ტუბერკულოზს იწვევს და არც სხვებს გადაედება. ასე რომ, ტუბერკულოზით დაავადებულთა მიმართ ირგვლივ მყოფებს მეტი შემწყნარებლობა მართებთ, მით უფრო - მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

როგორია ასეთი ავადმყოფების ფსიქიკური მდგომარეობა? წინათ ტუბერკულოზით დაავადებულნი იძულებულნი იყვნენ, დიდი ხნით მოშორებოდნენ ოჯახს, სამსახურს, ემკურნალათ სტაციონარებსა და სანატორიუმებში. მკურნალობის თანამედროვე მეთოდების წყალობით ასეთი ხანგრძლივი იზოლაცია აუცილებელი არ არის, რაც ადამიანის ფსიქოლოგიური განწყობისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, ირგვლივ მყოფები, როგორც წესი, ერიდებიან, უფრთხიან მათთან უშუალო კონტაქტს, ეს კი ავადმყოფებისთვის საკმაოდ მტკივნეულია. მათ არასრულფასოვნების განცდა უჩნდებათ, თვითონვე ერიდებიან ყველას, საკუთარ თავში იკეტებიან, მოძულებულებად გრძნობენ თავს. ეს, ბუნებრივია, სტრესია, რომელიც მკურნალობის პროცესსაც ართულებს. მათ იზოლირება კი არა, რწმენა და თანადგომა სჭირდებათ!

დიაგნოზის შეტყობისთანავე ავადმყოფისთვის დგება ერთგვარი შოკის ფაზა - ადამიანმა უნდა გაარკვიოს, რა ხდება მის თავს, რამდენად საშიშია ეს, შეიმუშაოს სტრატეგია, მოიკრიბოს ძალა. ამას მოსდევს წინააღ-მდეგობის ფაზა - ამ დროს ორგანიზმი ბრძოლისთვის მობილიზდება და მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობები საგრძნობლად იმატებს. ამ პერიოდის  ხანგრძლივობა ინდივიდუ-ალურია, მაგრამ ყველაზე ამტანებსაც კი ადრე თუ გვიან დაუდგებათ მესამე - გამოფიტვის ფაზა, როცა თვითშეგრძნება და შრომის უნარი უფრო და უფრო უარესდება. ძირითადი მკურნალობის გარდა საჭიროა დაავადებით გამოწვეულ სტრესთან ბრძოლაც. აუცილებელია სრულფასოვანი კვება როგორც დაავადების, ისე სტრესული მდგომარეობის აღმოსაფხვრელად. სტრესის ნეგატიურ ზეგავლენას ამცირებს სუფთა ჰაერზე სეირნობა, სპორტი. მისი მეოხებით ორგანიზმში ენდორფინების დონე იმატებს და განწყობილება უმჯობესდება.

ფილტვის კიბოთი, ტუბერკულოზით და ფილტვების სხვა მძიმე დაავადებით შეპყრობილმა ადამიანმა, უწინარეს ყოვლისა, უნდა გააცნობიეროს საკუთარი მდგომარეობა, არავითარ შემთხვევაში არ ეცადოს პრობლემის დამალვას, არ დარჩეს მარტო საკუთარ თავთან. ირგვლივ მყოფებმაც უნდა იცოდნენ მისი მდგომარეობის შესახებ,  მათი ქცევა იყოს გონივრული და ადეკვატური, რათა ავადმყოფს ტრავმა არ მიაყენონ. ავადმყოფის გარშემო ყოველთვის უნდა იყვნენ გულშემატკივარნი, რომლებიც მოუსმენენ მას, თანაუგრძნობენ, გაიზიარებენ მის წუხილს. ავადმყოფი ზოგჯერ აგრესიულია, გაბოროტებულიც კი. უნდა გავუგოთ და მოვუთმინოთ, გარდა ამისა, ვარიდოთ ისეთ ადამიანებთან შეხვედრას, ვინც მას აღიზიანებს. ფსიქიკური წონასწორობა რომ აღუდგეს, ავადმყოფმა არ უნდა დაკარგოს გამოჯანმრთელების იმედი და რწმენა.