ურთიერთობის პრობლემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ურთიერთობის პრობლემა

ხოლო თუ უცნობ თანამდებობის პირს შევჩივლებ ჩემს პრობლემებზე, მათგან დახმარების ნაცვლად აბუჩად აგდებას, მეტიც, მტრულ განწყობას ვგრძნობ. არადა პრობლემას მარტო ვერ ვართმევ თავს. როგორ შევინარჩუნო პატივისცემა?

"ოჯახის მკურნალის" მკითხველი

- მაშინ, როცა სხვებისგან თანაგრძნობასა და ურთიერთგაგებას მოელი, იმის ნაცვლად, რომ გითანაგრძნონ და სწორი რჩევები მოგცენ, გულს გტკენენ და შეურაცხყოფას გაყენებენ. ასეთ შემთხვევაში საკვირველი სულაც არ არის, რომ თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად იგრძნობ და გაგიჩნდება განცდა, რომ სხვათა პატივისცემას კარგავ.

არიან ემოციური და მგრძნობიარე ადამიანებიც, რომლებიც არცთუ საშიშ სიტუაციას აღიქვამენ მუქ ფერებში (როგორც თავდასხმას) და მასზე აგრესიულად რეაგირებენ. მომეტებული საშიშროების განცდა კიდევ უფრო უმძაფრდება კარგად განვითარებული "ეგოს" მქონეს, თუ ეს "ეგო" შებღალულია. შიში იმისა, რომ შეიძლება წაგებული, დამცირებული, აბუჩად აგდებული აღმოჩნდეს - ზომაზე მეტადაა გამოხატული. ზოგჯერ ეს მოჩვენებითობა ჰიპერტროფიულია (მეტისმეტად, ზედმეტად განვითარებული). ასეთი განცდის პირველწყარო ყოველთვის "ეგოს" შებღალვაა, როცა ადამიანი შიშობს, რომ სხვის თვალში პატივისცემას კარგავს. აქვს შიში, რომ სხვებთან შედარებით დაბალ საფეხურზე აღმოჩნდება, სხვის თვალში დამცირებულია. ასეთი ადამიანი ნაკლებად თავდაჯერებულია. ვერ ფლობს საკუთარ თავს. ვერ ახერხებს უთხრას მეორე ადამიანს, რომ "არ მოსწონს მისი ქცევა" ან "არ სიამოვნებს ეს სიტუაცია" და ა.შ. არ შეიძლება იმის გამო, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში ისე ვერ თანაგიგრძნეს, როგორც თქვენ მოელოდით, დეპრესიაში ჩავარდეთ, ამის გამო თავი არ უნდა ჩათვალოთ პატივაყრილად. ეს თქვენს ფსიქიკაზე და საერთოდ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. არ უნდა მიიღოთ სხვისი გულგრილობა თავმოყვარეობის შელახვად. გაითავისეთ მათი მდგომარეობაც. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა იყოთ მიმტევებელი, სათნო, მოსიყვარულე, მზრუნველი, ყურადღებიანი და შესაბამისად, ჯანმრთელი.

ამისათვის გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  1. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას იყავით გულახდილი, დაუფარავად ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე, გაუზიარეთ მათ თქვენი წუხილი, ასევე ყურადღებით მოუსმინეთ მათაც და პატივი ეცით მათ გრძნობებს.
  2. ეძებეთ ახლობელი ადამიანები. თუ ფიქრობთ, რომ მათ თქვენი არ ესმით, შეეცადეთ, იპოვოთ ის, ვინც მოგისმენთ, გულითადად მოგეპყრობათ და გაგიგებთ.
  3. აღიარეთ შეცდომები, დანაშაული (თუ ასეთი გაქვთ), გამოიმუშავეთ მიტევების უნარი - ეს ხომ გულთბილი და გულწრფელი ურთიერთდამოკიდებულების საწინდარია! როცა საკუთარ შეცდომებს, დანაშაულს აღიარებთ, შვებას და სიმსუბუქეს იგრძნობთ, მიტევება კიდევ უფრო სასიამოვნო განცდას ტოვებს, ურთიერთობაც უფრო ადვილია და სასიამოვნო.
  4. იზრუნეთ ახლობლებზე და ამ გზით თავსაც უშველით. სხვებზე ზრუნვა უფრო თავდაჯერებულს გაგხდით, არც მარტო დარჩებით საკუთარ პრობლემებთან. ეს პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი იდეალური საშუალებაა.
  5. მიიღეთ სხვებისგან დახმარება, თუ ცხოვრებისეულმა გარემოებებმა (პრობლემებმა, უბედურმა შემთხვევამ, ავადმყოფობამ, ოჯახურმა უთანხმოებამ და ა.შ.) შეგიქმნათ საფრთხე დეპრესიისთვის, იმისთვის, რომ თავი დამცირებულად გეგრძნოთ.
  6. მოეფერეთ ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობა გაქვთ. ბევრ ჩვენგანს უჭირს მოფერებით გამოხატოს დამოკიდებულება. გულცივობას, უნდობლობას ხშირად დეპრესიამდე, ავადმყოფობამდე და სიკვდილამდეც კი მივყავართ. გაუწოდეთ ხელი მეგობრებს, ჩამოართვით, გულში ჩაიკარით, სითბო აგრძნობინეთ და ამით საკუთარ თავს სიცოცხლის ხალისი, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე აჩუქეთ!

  • დიალოგი საკუთარ თავთან

დიალოგი ზოგჯერ საკუთარ თავთანაც უნდა გამართოთ. იმის გასარკვევად, თუ რამდენად ჯანსაღი ფსიქიკა გაქვთ, განმარტოვდით და დაუსვით საკუთარ თავს კითხვები. ურთიერთობის უნარი - მთავარი ადამიანური მოთხოვნილება და ღირსებაა, მაგრამ ყველას არ შესწევს ამის ძალა და არ გააჩნია საჭირო თვისებები. ზოგს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შიში აქვს, გაურბის კონფლიქტებს. სულიერად ჯანსაღი ადამიანები ცდილობენ მაქსიმალურად ზუსტად გამოხატონ თავიანთი გრძნობები. არც სქესობრივი სტერეოტიპებით იზღუდებიან. თანამედროვე მამაკაცი არ ცდილობს, თავისი გრძნობების დასაფარავად ქალს მკაცრ რაინდად მოაჩვენოს თავი. არ ეშინია, რომ ემოციების გამომჟღავნება მის ვაჟკაცობას დაამცირებს. არც თანამედროვე, გამოცდილ ქალს აშინებს აგრესიული რეპუტაციის გამომუშავება. იგი თამამად ამჟღავნებს თავის პოზიციას და საზოგადოებაში აქტიურ თვითდამკვიდრებას ამჯობინებს მორჩილისა და პასიურის, დამცირებულის როლს.

  • ადვილად იღებთ უარს?

ცხოვრებაში ყველა ერთნაირად ვერ იპყრობს სიმაღლეს. ცხოვრება მკაცრია და ზოგჯერ "უარს აცხადებს", ბევრ ადამიანს აუსრულოს ოცნება. ამ პირდაპირ "უარს" ბევრი ტრაგიკულად აღიქვამს.

სულიერად მტკიცე და ჯანსაღი ადამიანები აცნობიერებენ, რომ უარი ან კრიტიკა ტრაგედია და კატასტროფა არ არის, არამედ ყველაფერ ამას ცხოვრების გამოცდად აღიქვამენ და ცდილობენ თავი დააღწიონ აღშფოთებასა და წყენას, რადგან ამით, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს მიაყენებენ ზიანს.