ფსიქოლოგია

4 რამ, რაც ბედნიერებას განგვაცდევინებს

4 რამ, რაც ბედნიერებას განგვაცდევინებს
1. მთავარი კითხვა.თუ მოიწყინეთ, ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დასვით: “რისთვის უნდა ვუმადლოდე ბედს“

მადლიერების გრძნობა ტვინზე ბიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს. ანტიდეპრესანტების მოქმედების მექანიზმი ნეირომედიატორ დოფამინისა და სეროტონინის გამომუშავების სტიმულაციაა.
მადლიერების გრძნობის ერთ-ერთი ძირითადი ეფექტი სეროტონინის დონის ამაღლებაა. ბედის მადლიერებისას ფოკუსირება ხდება ცხოვრების დადებით მხარეებზე. ეს მარტივი მოქმედება ზრდის სეროტონინის გამოშავებას თავის ტვინის ქერქში.

2. გააანალიზეთ უარყოფითი გრძნობები.

უკეთ რომ გახდეთ, გააანალიზეთ საკუთარი მდგომარება - ეს სევდა, შფოთვა თუ წყენაა.

3. მიიღეთ გადაწყევეტილება.

ნეირობიოლოგია აჩვენებს, რომ გადაწყვეტილების მიღება აქვეითებს შფოთვას, მღელვარებასა და პრობლემების გადაჭრაში
გვეხმარება. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვქმნით განწყობას და ვისახავთ მიზნებს, რაც დადებითად მოქმედებს ფრონტალურ ქერქზე, აქვეითებს შფოთვასა და მღელვარებას. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღება აქვეითებს სტრიატუმის აქტივობას, რომელიც ჩვეულებრივ უარყოფითი იმპულსებისა და მოქმედებებისკენ გვიბიძგებს. გადაწყვეტილების მიღება ცვლის ჩვენს მიერ სამყაროს აღქმას, რაც პრობლემის აღმოფხვრაში გვეხმარება და ამშვიდებს
ლიმბურ სისტემას.

4. შეეხეთ ადამიანებს.

სოციალური იზოლაცია ტვინზე ისევე მოქმედებს, როგორც ტკივილი. ტვინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. მათ ახალ დონეზე ასამაღლებლად, ფიზიკურად შეეხეთ ადამიანებს (ცხადია, მხოლოდ ახლობლებს).

ლალი ჩხიკვაძე

რეკომენდებული პროდუქტები
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
მსგავსი სიახლეები
თვალის სისხლძარღვების კვლევა შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების ნაადრევი დიაგნოსტიკის საიმედო მეთოდი აღმოჩნდეს.
19-03-2019
მრავალპროფილური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" ახალი კორპუსი გაიხსნა და პაციენტებს სრული დატვირთვით ემსახურება.
19-03-2019
კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა შეისწავლეს ნერვულ უჯრედზე ნიკოტინის მოქმედება.
25-02-2019