როგორც ირკვევა, ყველაზე ბედნიერი ასაკი მამაკაცებისთვის 37 წელია. ამ ასაკში ძლიერი სქესის წარმომადგენლები თავს წარმატებულად მიიჩნევენ და განსაკუთრებულად თავდაჯერებულნი არიან. მათ მოსწონთ ის, რასაც კარიერაში, ბიზნესსა და პირად ურთიერთობებში მიაღწიეს.
ბედნიერების ასაკი ქალებისათვის 40 წლის შემდეგ იწყება. თუმცა, სუსტი სქესის წარმომადგენლებს ბედნიერების სხვა ასაკიც აქვთ: 28
როგორც ბრიტანელი მკვლევარები აცხადებენ, ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის ერთნაირად ბედნიერი ასაკია 23 წელი, როცა ისინი იმედებითა და მოლოდინებით არიან აღვსილნი და 69 წელი, როდესაც უკვე შეგუებულნი არიან გარკვეულ დანაკარგებს და აუსრულებელ ოცნებებზეც აღარ დარდობენ.
თინათინ გოცაძე