მე აქ გული გამითბება, დედი... - პეტრე კოლხის წერილი დედას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მე აქ გული გამითბება, დედი... - პეტრე კოლხის წერილი დედას

ჩვენს საზოგადოებას ჰაერივით სჭირდება ასეთი მაგალითები. წაიკითხეთ მამა პეტრეს უთბილესი წერილი დედას:

დეე, მომენატრე...

ამ წუთას შემოვირბინე ჩემს პატარა ,,სოროში''...

მთელი დღეა ვფიქრობ, რა მოგწერო...

გრანელი გამახსენდა-,,ახლა ქარია, მახსოვხარ, ცივა!''

მტვერშია გახვეული მთელი უბანი, ისე ქრის დეკემბრის ცივი და ულმობელი ქარი...

კარგად ვარ... როცა ძალიან მომენატრები, სიონში ჩავირბენ და მინაზე გადასულ ღვთისმშობლის პროფილს გაფიჩხული ხელებით ვეხები და სისხლი მითბება...

ლექციების მერე, საჯაროში შევრბივარ. მართალია იქაც არ არის გათბობა და წიგნებსაც მიგვიანებენ, მაგრამ შიგნიდან მაინც ვუყურებ... ეს პერიოდი ძალიან აქტიურია ჩემთვის შემოქმედებითად...

გუშინ ტრამვაიში უცებ წერა მომინდა, ფურცლის ნაგლეჯიც არ აღმომაჩნდა და ჩემს წინ სიგარეტის ცარიელი კოლოფი ეგდო... ჩემზე ბედნიერი იმ წუთას არამგონია, ვინმე ყოფილიყო...

ვიწვალე, მაგრამ მაინც გადავიტანე "სიგარეტზე'' ორსტროფიანი ,,ვედრება''...

ვიცი, რომ ჩემზე ბევრს დარდობ და განიცდი... გპირდები, ყველაფერს გავაკეთებ უკეთესი მომავლისთვის... დეე, არ მიწყინო, გასულ კვირას ხუთი ლარი რომ გამომიგზავნე, სულ წიგნები ვიყიდე...

,,მერანში'' ფასდაკლება იყო და ,,სიტყვის კონას'' სამოც თეთრად წავაწყდი...

ჰო, მართლა, შენ რომ გამომატანე ქემალის ,,უცხო ქალი''-ერთ ღამეში დავამთავრე, მაგრამ ბოლო გვერდი აკლდა. დილით ლექციებამდე ბიბლიოთეკაში შევირბინე და დარჩენილიც წავიკითხე...

მომეწონა, მომეწონა და ვიტირე... ბედნიერებისგან ვტიროდი, დეე... შენ რომ ასეთი ხარ და შემიძლია ლიტერატურულ გემოვნებაში გენდო...

ახლა ფოლკნერს ვკითხულობ, დავასრულებ და ჩემს აზრს გაგიზიარებ...

შენ როგორ ხარ, მამამ შეშა ჩამოიტანა?! ხომ თბებით?! ვიცი, რომ იქით დიდი თოვლია და ცოტას დაისვენებ... ალბათ გათენებამდე ზიხარ ბუხართან და როგორც მამა იტყოდა, წიგნებს უკირკიტებ...

გთხოვ, არ აყვე... ენას ასველებს, თორემ უყვარხარ, თავისებურად...

დეე, ვალინკებს გიგზავნი... უნივერსიტეტში ფეხით დავდივარ და ყოველკვირეული ხუთი ლარიდან ფულიც მეზოგება...

მიხარია, რომ ფეხი თბილად გექნება... მე აქ გული გამითბება, დედი...

ყველაფერი მომწერე...

უმნიშვნელოც კი...

ჩემთვის შენს ბარათებს წმინდა წერილის ფასი აქვს, დედა.

პეტრე კოლხი