ვმართოთ ემოციები და მოვაწესრიგოთ ურთიერთობები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

ვმართოთ ემოციები და მოვაწესრიგოთ ურთიერთობები

ვმართოთ ემოციები და მოვაწესრიგოთ ურთიერთობები
ხშირია, როცა ოჯახი ინგრევა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს სცილდება, ბავშვი ერთ-ერთ მშობელთან რჩება, უმეტეს შემთხვევაში - დედასთან, მამა კი მეორე ოჯახს ქმნის. ბავშვის გამო ყოფილ ქმართან ურთიერთობას აგრძელებთ - ბავშვს მამას ხომ ვერ წაართმევთ! ყველაფერი რიგზე იყო “ახალი” ცოლის გამოჩენამდე. ახლა წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ გაუშვათ ბავშვი მამასთან სტუმრად - იქ ხომ, ბუნებრივია, ის ქალი იქნება! როგორ უნდა შეეგუოთ თქვენს ცხოვრებაში მის არსებობას?

ვინ არის “ის”?

ყოფილი ქმრის ცოლთან ურთიერთობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა თქვენ შესაძლოა ვერც კი გააცნობიეროთ თქვენი რისხვისა თუ
კრიტიკული განწყობის მიზეზი. თუ მშვიდობიანად დაშორდით ქმარს და ამ ქალს არავითარი კავშირი არ აქვს თქვენს განხეთქილებასთან, შესაძლოა, მის მიმართ პრეტენზია არც კი იქონიოთ, მაგრამ თუ სწორედ ამ ქალის გამო დაინგრა ოჯახი, თქვენთვის ადვილი არ იქნება ამის დავიწყება და პატიება...

ზოგისთვის მეორე ცოლის გამოჩენის ფაქტიც კი
შეურაცხმყოფელია, ზოგისთვის არასასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ძალისხმევამ, რომელიც “ბიჭის” მამაკაცად ქცევას მოხმარდა, ამაოდ ჩაიარა. ამ შრომის ნაყოფს ახლა სხვა მოიმკის, რომელიც მზამზარეულზე მოვიდა. ეს განცდები ართულებს ყოფილი ქმრის ახალ ცოლთან ურთიერთობას და თქვენც კარგს არაფერს ელით ამ ქალისგან. მაგრამ... მოგწონთ ის თუ არა, მასთან ურთიერთობა მოგიწევთ. ალბათ, მასაც მოუხდება თქვენს შვილზე ზრუნვაში მონაწილეობა, როცა პატარა მათთან წავა სტუმრად. მამა შვილს წაეთამაშება, მერე კი ტელევიზორს მიუჯდება ან სხვა საქმეს მოჰკიდებს ხელს, “დეიდა” კი იძულებული იქნება, ასადილოს და ავახშმოს ბავშვი, შესაძლოა, გაკვეთილების მომზადებაშიც დაეხმაროს და ძილის წინ ზღაპრებიც წაუკითხოს. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ როგორი დამოკიდებულება გექნებათ ამ ქალის მიმართ, მთავარია, ის იყოს თქვენი შვილისადმი კეთილგანწყობილი.


უთხრათ თუ არა მადლობა

ალბათ, გიჭირთ მადლიერების გამოხატვა ყოფილი ქმრის ახალი ცოლის მიმართ თქვენს შვილზე ზრუნვის, მისადმი ყურადღების გამო და მადლიერების ნაცვლად უკმაყოფილებას გამოთქვამთ, გამუდმებით კიცხავთ, თან ცდილობთ, დამალოთ შფოთვა - ვაითუ, ის უკეთესი დედა აღმოჩნდეს და ბავშვმაც მამასთან ცხოვრება არჩიოს... გახსოვდეთ: თქვენი ყოფილი ქმრის ახალი ცოლი თქვენს გასაღიზიანებლად კი არ ცდილობს ბავშვთან ურთიერთობის მოგვარებას, არამედ იმისთვის, რომ ქმარს ასიამოვნოს.


ბავშვი სათამაშო არ არის!


თუ ყოფილი ქმრის დაბრუნების მცირედი სურვილი მაინც გაქვთ, შესაძლოა, ცდუნებამ გძლიოთ და ეს ბავშვის დახმარებით გააკეთოთ. გახსოვდეთ: არავითარ შემთხვევაში არ ჩაითრიოთ ბავშვი ამ თამაშში! ნუ განაწყობთ პატარას მამის მეორე ცოლის წინააღმდეგ. ნუ აჰყვებით ამაო იმედს. ყველაზე საშიში ბავშვის ნდობის დაკარგვაა!


ურთიერთობის წესები

მშვიდად გაუშვით ბავშვი მამასთან, თან გაატანეთ დღის რეჟიმი - რა ჭამოს, როდის დაიძინოს, რა წაუკითხონ ძილის წინ და ა.შ. თქვენივე ინტერესებია, ყველაფერი ჰარმონიულად წარიმართოს.

დაამყარეთ ყოფილი ქმრის მეორე ცოლთან უშუალო კონტაქტი, თუნდაც, ტელეფონით. ქმრის პირით ნუ შეუთვლით, რომ, მაგალითად, ბავშვისთვის ნაყინი არ შეიძლება. თუ ასე მოიქცევით, ის დაინახავს, რომ კი არ გაურბიხართ, არამედ კეთილად ხართ განწყობილი მის მიმართ.

ნუ ეცდებით ყველაფრის კონტროლს. დღეში ერთი ზარი სავსებით საკმარისია, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა. ხშირი რეკვა უნდობლობის მაჩვენებელია.

ყველაფერი მოგვარდება, თუ გაითვალისწინებთ ორ მომენტს, პირველი: თქვენი ყოფილი მეუღლის ცოლი არ არის დამნაშავე თქვენს დაშორებაში, ამიტომ მასზე გაბრაზება არ ღირს. მეორე: ამ ქალთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება აუცილებელია თქვენი შვილის კეთილდღეობისათვის.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
მსგავსი სიახლეები
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
24-10-2019
ბავშვისთვის ყველაზე კარგი მაგალითი მშობლის ქცევაა და არა რჩევა-დარიგებები. როგორ აღვზარდოთ
20-08-2019
ზაფხული პერიოდია, რომელიც ჩვენს შვილებს კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს.
13-07-2019
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჩემი მეგობარი საინტერესო, კომუნიკაბელური, მომხიბვლელი პიროვნებაა და მუდამ ყურადღების ცენტრშია, მე კი მეჩვენება, რომ მის ფონზე ვიკარგები...
ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა, ბევრს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს.
ის, ვინც ამტკიცებს, რომ ყოველთვის მართალს ამბობს, უკვე ცრუობს – ცხოვრებაში ხომ ხშირად ხდება ისე,
თითქოს შვებულებიდან სამსაურში გასვლა არ უნდა იყოს რთული პროცესი.
მე ახლა მოვყვები ამბავს, რომელსაც თავის დროზე ტაბუ დავადე ისევ იმისთვის, რომ ჩემი შვილების ფსიქიკას გავფრთხილებოდი.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად