რა საჭიროა ტირილი
საჭირო ტირილი. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტირილს სოციალური და ბიოლოგიური ფუნქციები გააჩნია.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტირილი ემოციური სიგნალია. ის დისკომფორტზე და სოციუმის მხარდაჭერის აუცილებლობაზე მიანიშნებს. თუმცა, ცრემლების ეფექტი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, ქალები ტირილისას უფრო მეტ თანაგრძნობას იღებენ, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცის ცრემლები ჩვეულებრივ სისუსტის ნიშნად განიხილება.
სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც არასოდეს უტირიათ, ცუდად ერკვეოდნენ ემოციურ სიგნალებში და უფრო ნაკლები სოციალური კავშირები ჰქონდათ. ექსპერტების თქმით, ტირილს კიდევ ერთი - ტვინის „გადატვირთვის“ უნარი აქვს. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ტირილი დადებითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
ლალი ჩხიკვაძე