ფსიქოლოგიური პრობლემები მეხსიერების დაკარგვის ან დაქვეითების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური პრობლემები მეხსიერების დაკარგვის ან დაქვეითების დროს

რომელიც დღითი დღე უარესდება, მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა ადამიანს უამრავი საზრუნავი გაუჩინა. გახშირდა მძიმედ მიმდინარე პათოლოგიებიც: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა - ინსულტი, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმები, თავის ტვინის სისხლძარღვთა ოკლუზია (დახშობა), თავის ტვინის სიმსივნე. ეს დაავადებები და მთელი რიგი სხვა პათოლოგიები, მათ შორის - ზურგის ტვინის დაზიანება, ვენერული დაავადებები, რომლებიც თავის ტვინსაც ითრევს პათოლოგიურ პროცესში (მაგალითად, თავის ტვინის სიფილისი), დიდად აზიანებს ადამიანის ფსიქიკას, აფერხებს ფსიქიკურ პროცესებს.

მსოფლიო მედიცინას, სამწუხაროდ, დღემდე არ შეუმუშავებია ასეთი მძიმე პათოლოგიების ეფექტური მკურნალობის სპეციფიკა. მაგალითად, თუ ტვინში “კატასტროფა” მოხდა, ყველაზე კვალიფიციურ სპეციალისტებსაც კი არ ძალუძთ რამის შეცვლა - ტვინის დაზიანებული ნაწილის აღდგენა შეუძლებელია. ზემოთ აღნიშნული პათოლოგიების დროს თითქმის ყოველთვის ზიანდება უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები: აღქმა, ყურადღება, აზროვნება, მეტყველება, მეხსიერება, ყოველივე ამის კვალდაკვალ კი ქვეითდება მეტყველების, მოსმენის, წერის და კითხვის უნარები, ზარალდება ინტელექტი. ასეთ დროს დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს, ფსიქონევროლოგს, ნეიროფსიქოლოგს, ლოგოპედს და რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას, მით უკეთესი; მხოლოდ ისინი გირჩევენ სწორად, როგორ ივარჯიშოთ, რათა სწრაფად, ზუსტად და სრულფასოვნად აღიდგინოთ მოშლილი ფსიქიკური ფუნქციები. ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ახლობლების თანადგომას, მათ ნებისყოფას და, რაღა თქმა უნდა, თვით ავადმყოფის ქცევას, მის რწმენას. მთავარია, მან ხელი არ ჩაიქნიოს და თავად მოინდომოს დაკარგულის დაბრუნება. მას შემდეგ, რაც დაადგენენ, ტვინის რომელი ნაწილია დაზიანებული და რომელი ფსიქიკური პროცესია მოშლილი, მკურნალობის სათანადო მეთოდი უნდა შეირჩეს. თავის ტვინის დაზიანებისას განსაკუთრებით ხშირად ირღვევა მეხსიერება. მეხსიერება ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქიკური თავისებურებაა. სამყარო მეხსიერების გარეშე წარმოუდგენელია. დიახ, სწორედ მეხსიერება აძლევს ადამიანს საშუალებას იყოს ის, რაც არის, იმოქმედოს გარემომცველ სამყაროში, შეიმეცნოს საკუთარი თავი, ისწავლოს, უყვარდეს...

ადამიანის ფსიქიკაზე აისახება არა მხოლოდ ამჟამად მოცემული გარემო - საგნები, რომლებიც ამჟამად ახდენს მასზე ზემოქმედებას, არამედ ისიც, რაც წარსულშია განცდილი, აღქმული, გაგებული, გააზრებული. ადამიანის აწმყო მოქმედება განპირობებულია არა მხოლოდ ამჟამად მოცემული გარემოთი, არამედ წარსულში განცდილითაც - წარსულში მიღებული ცოდნით, წარსულში განცდილის წარმოდგენით, მისი მოგონებით. წარსულში განცდილი ნებისმიერი რამ პიროვნებისთვის უკვალოდ როდი იკარგება; პიროვნება დროში უწყვეტად არსებობს. წარსული სხვადასხვა სახით ზემოქმედებს ადამიანის აწმყო ფსიქიკურ ცხოვრებაზე, აირეკლება მასში. ინდივიდის მიერ წარსულში განცდილის ამა თუ იმ სახით ასახვა მის ფსიქიკაში მეხსიერების გამოვლინებაა. მეხსიერება წარსულის მხოლოდ წარმოდგენის სახით როდი ვლინდება - ის თავს იჩენს აღქმის, აზროვნების, გრძნობისა თუ სხვა პროცესებშიც, რამდენადაც წარსულში განცდილის ზეგავლენით იცვლება თვით ადამიანი: იცვლება მისი გამოცდილება, მისი შეხედულებები, ინტერესები, მისწრაფებები, წარსულის გავლენით ადამიანი ახალ მოთხოვნილებასაც კი იძენს და სხვაგვარად განეწყობა სხვადასხვა მოვლენის მიმართ. ადამიანის ფსიქიკური თავისებურებები ატარებენ მისი პიროვნების ისტორიის დაღს, წარსულში განცდილი ამბებისა და განცდების არა მხოლოდ მოგონების (წარმოდგენის) ან მათ შესახებ ცოდნის სახით, არამედ იმ ცვლილებების სახით, რომლებიც თვით პიროვნებაში, მის უნარებში, ინტერესებში, მიდრეკილებებში ხდება წარსულში განცდილის გავლენით.

ადამიანის ფსიქიკაში ხშირად აისახება გარემოს ისეთი მომენტების გავლენა, რომლებიც თვითონ სუბიექტს ვერ გაუცნობიერებია, მაგალითად, ის წრე, რომელშიც იზრდება, ცხოვრობს ადამიანი, თვითონ სუბიექტისათვის შეუმჩნევლად მოქმედებს მის მსოფლმხედველობაზე, ჩვეულებებზე, გემოვნებაზე, მის ხასიათზე, მის ქცევაზე, მეტყველებასა და ემოციებზე და ა.შ. თუმცა მან თვითონ შეიძლება ვერც კი გაიხსენოს ის კონკრეტული ფაქტორები, ის ამბები და შთაბეჭდილებები, რომელთა გავლენა ამგვარად აისახა მის ფსიქიკაში. მეხსიერება, ამ ცნების ფართო მნიშვნელობით, წარსულში განცდილის ასეთ გავლენასაც შეიცავს, რადგან წარსულის ასეთი გაუცნობიერებელი გავლენაც ადამიანის ფსიქიკაში აისახება. ამრიგად, ჩვენ აღვწერეთ, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის მეხსიერებას. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რა ემართება ადამიანს მეხსიერების დაკარგვის, მოშლის შემთხვევაში. პიროვნება, ყველაზე უარეს შემთხვევაში, რჩება წარსულის გარეშე, შესაბამისად, ინგრევა მისი აწმყოც. ის ხდება უსუსური, თითქოს სიცარიელეში აღმოჩნდება, არ ახსოვს ახლობლები, მათთან დაკავშირებული გრძნობები და განცდები, უჭირს საკუთარი თავის შეცნობა და საკუთარ პიროვნებასთან დაკავშირებული უამრავი რამ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამ გამოიწვია მეხსიერების დაკარგვა და რა სახის დარღვევებთან გვაქვს საქმე. ამის მიხედვით უნდა წარიმართოს მეხსიერების აღდგენისთვის ზრუნვაც.

მეხსიერების დარღვევები

თავის ტვინის სხვადასხვა პათოლოგიის, დაავადებისა თუ ტრავმის დროს იმ უბნის დაზიანება, რომელიც ფსიქიკურ პროცესებს და, კერძოდ, მეხსიერებას აკონტროლებს, მეხსიერების სხვადასხვა დარღვევას იწვევს. მეხსიერების მოქმედების პათოლოგიური ფორმა სამგვარია: ჰიპერმნეზია, ჰიპომნეზია და პარამნეზია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამნეზია. ეს არის მეხსიერების ძლიერი დაქვეითება. განასხვავებენ რეტროგრადულ, ანტეროგრადულ და პერიოდულ ამნეზიას. რეტროგრადული ამნეზიის დროს მეხსიერების დარღვევა ეხება სუბიექტის წარსულს - წარსული დავიწყებული აქვს, ახალი შთაბეჭდილებების დამახსოვრების უნარი კი შენარჩუნებული. ეს არსებულ მოგონებათა დაკარგვას ნიშნავს: ადამიანს სავსებით ნორმალური მეხსიერება ჰქონდა და ერთბაშად, რაიმე მიზეზით, სრულიად ავიწყდება ან ყველაფერი გარკვეული დროით (დროებითი ამნეზია) ან დროის მიუხედავად (ტოტალური ამნეზია), ანდა ზოგი რამ ავიწყდება შერევით (ნაწილობრივი ამნეზია). პერიოდული ამნეზია პიროვნების სრული შეცვლის ან გაორებისას გვხვდება. ანტეროგრადული ამნეზიის დროს, პირიქით, დარღვეულია უმთავრესად ახალ შთაბეჭდილებათა დამახსოვრების უნარი, განსაკუთრებით - უშუალო მეხსიერება, წარსულში შეთვისებული კი ძირითადად შენარჩუნებულია. პერიოდული ამნეზია - მას სხვაგვარად პიროვნების ან ცნობიერების გაორებასაც (ალტერნაციას) უწოდებენ - იშვიათი დაავადებაა. იგი თავს იჩენს ინდივიდის ცნობიერებიდან ცხოვრების გარკვეული პერიოდების ამოვარდნით და პიროვნებისა და მისი ცნობიერების შეცვლით ამ პერიოდების მიხედვით. ავადმყოფის ცნობიერებიდან ამოვარდება მისი წარსული ისე, რომ იგი “ახალ” ცხოვრებას იწყებს. შემდეგ კი მეორე პერიოდი ამოვარდება ცნობიერებიდან და ადამიანი განაგრძობს ისევ პირველი პერიოდის ცხოვრების შინაარსს ისე, თითქოს მეორე პერიოდი არც ყოფილა.

არსებობს ამნეზიის სხვა სახეც, რომლის დროსაც აღქმის პათოლოგიური დარღვევა ხდება, ადამიანი ვერ ცნობს ყოველდღიურ საგნებს. ამ მოვლენას აგნოზიას უწოდებენ. ამნეზიას განარჩევენ ხარისხის მიხედვითაც. ამნეზიის სუსტ ფორმებს, ე.ი. მეხსიერების შესუსტებას, ჰიპომნეზიას უწოდებენ. პარამნეზიისთვის დამახასიათებელია სისტემურად მცდარი, დამახინჯებული დამახსოვრება, განსაკუთრებით კი “შემცდარი ცნობის” მოვლენა. ჰიპერმნეზია მეხსიერების გადაჭარბებული აგზნებულობით იჩენს თავს, ანუ მეხსიერების პათოლოგიური გაძლიერება ხდება, როდესაც ამა თუ იმ მიზეზით აქამდე სრულიად მივიწყებულ მოგონებათა ჯგუფი ერთბაშად არაჩვეულებრივი სიცხადით ამოტივტივდება ცნობიერების ზედაპირზე, ზოგჯრ კი არანორმალურად გამახვილებული მეხსიერების სახით იჩენს თავს. ეს ხდება ზოგიერთი ტრავმის დროს, უდიდესი ხიფათის მომენტში ან სიცოცხლესთან განშორებისას.

როგორ დავეხმაროთ

მეხსიერების დარღვევისას ადამიანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია, უსუსურია, სუსტი, გაურკვევლობას განიცდის. მას ახლობელთა დიდი მხარდაჭერა სჭირდება. როცა დარღვეულია ფსიქიკური ფუნქციები, მით უმეტეს - მეხსიერება, ადამიანთან ურთიერთობა ძნელია და მტკივნეული. მაგრამ საჭიროა გულისხმიერება, ნებისყოფის მაქსიმალური დაძაბვა, ზოგჯერ უდიდესი მოთმინება, თანაგრძნობა და თანადგომა. ავადმყოფს უნდა ვესაუბროთ, ჩავითრიოთ საუბარში, შევახვედროთ მისთვის ადრე ნაცნობ და ახლობელ ადამიანებს, შევთავაზოთ წიგნები, ჟურნალები, ერთად გადავათვალიეროთ საოჯახო ალბომები, ვესაუბროთ გრამატიკულად სრულყოფილი და აზრიანი ფრაზებით. ხშირად ვატაროთ ისეთ ადგილებში, სადაც ადრე უვლია, ვაჩვენოთ ის საგნები, რომლებსაც ადრე შეხებია, ვაგრძნობინოთ სითბო და სიყვარული - სიყვარულს დიდი ძალა აქვს, მოვასმენინოთ მისთვის საყვარელი მუსიკა - მუსიკას ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია, მასთან ასოციაციურად ბევრი რამ არის დაკავშირებული. გახსოვდეთ: როდის ან როგორ აღუდგება ადამიანს ფსიქიკური ფუნქციები ან საერთოდ აღუდგება თუ არა, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული თქვენზე - მის ახლობლებზე, მათ მზრუნველობაზე, ნებისყოფაზე, ენერგიასა და ყურადღებაზე. ავადმყოფმა კი უნდა გაითვალისწინოს: მისი სრულფასოვნება მის ხელთაა. იგი არ უნდა შეეგუოს ავადმყოფობას, არ შეეპუოს სიძნელეებს - ჯერ ხომ ყველაფერი წინაა!