როგორ გამოვიყენოთ კურკუმა სამკურნალოდ და რისთვის არის სასარგებლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გამოვიყენოთ კურკუმა სამკურნალოდ და რისთვის არის სასარგებლო

ის ადამიანის თავის ტვინსა და განწყობაზე. მიზეზი, ინდოეთში მეტად პოპულარული და ფართოდ გავრცელებული საოცარი სანელებლის -კურკუმას ეფექტია. კურკუმა აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და კოგნიტიურ ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს მთელ თავის ტვინზე, განსაკუთრებით ასაკოვანთა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

მეცნიერთა აზრით, სწორედ ამის გამოა, რომ ინდოეთში ასაკობრივი პრობლემები იშვიათი შემთხვევაა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თავის ტვინისთვის ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია ზეითუნის ზეთი, ხოლო ეს უკანასკნელი კურკუმას მსგავსად ინდური სამზარეულოს ხშირი ინგრედიენტია, გასაგებია, რატომ გამოირჩევიან პოზიტიური განწყობითა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობით ინდოელები.

ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია ბეტა-ამილოიდური ჩანართებისა და ნეიროფიბრილური გორგლების - ალცჰაიმერის დაავადების მთავარი მარკერების მოცულობის შემცირება. ასე რომ კერძების მომზადებისას გამოიყენეთ ზემოთ დასახელებული საკმაზმები.

აქვე გაგაცნობთ "მკურნალი.გე"-ს მკითხველის რჩევას კურკუმას გამოყენების შესახებ:

"კურკუმას მოქმედება, ძალზედ არის დაკავშირებული პილპილთან (შავი წიწაკა). სამ წილ კურკუმას, უმატებთ ერთ წილ პილპილს.

შეგიძლიათ აურიოთ თაფლში ან გქონდეთ მშრალად და ჭამის დროს, ნარევის ერთ ჩაის კოვზს აურევთ - თაფლში, ძროხის, ქოქოსის ან ნუშის რძეში, ნებისმიერ ცხიმში, რომელიც გესიამოვნებათ (ზეთში ან კარაქში). თუ გემო დიდად არ მოგწონთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონი ან სხვა რამ. მაგრამ - როგორც ყველაფერში, აქაც არის ეს მაგრამ: კურკუმა ათხელებს სისხლს და დაბლა სწევს პროთრომბინს, რაც რა თქმა უნდა კარგია თავისთავად, მაგრამ თუ ადამიანი ღებულობს პროთრომბინის დასაწევ პრეპარატს, კურკუმა ძალზედ აძლიერებს ამ პრეპარატის მოქმედებას, ასე რომ, ვინც ასეთ პრეპარატს ღებულობს, ნუ მიიღებს სამკურნალოდ კურკუმას!

აქვე აღვნიშნავ, რომ კურკუმა ძალიან უხდება ხორცეულს, ბოსტნეულს და ზოგ ნამცხვარსაც კი, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენეთ კერძებში და მიიღებთ გემრიალ და ამავე დროს სასარგებლე კერძებს. ცოტა ღებავს ჭურჭელს, მაგრამ ერთ-ორ გარეცხვაში სცილდება", - გვწერს მკითხველი.

თინათინ გოცაძე