შტოში გულის, სისხლძარღვების და ტვინის მუშაობის სტიმულაციისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შტოში გულის, სისხლძარღვების და ტვინის მუშაობის სტიმულაციისთვის

აშშ-ში გამოდის ჟურნალი მისი სახელწოდებით - (“შტოში”), მასაჩუსეტსის შტატში კი ის სპეციალურადაა გაშენებული და დიდ მოგებასაც იღებენ ამით.

შტოშს გემრიელი ნაყოფი და შეუდარებელი არომატი აქვს. კარგია მისი მურაბა, კისელი (წრაწი - ქართულად), ნატურალური წვენი შაქრით და მის გარეშე.

შტოში ორგანიზმის დაბერების პროცესს აფერხებს

სასარგებლო ჯანმრთელობისათვის

შტოში სხვა კენკროვნების მსგავსად სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით - შაქრებით, ვიტამინებით. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ანტოციანები, უზრუნველყოფენ მის სამედიცინო თვისებებს.

შტოში შეიცავს ბევრ მჟავას. ეს მისი ნაყოფის დაგემოვნებისას ყველასთვის ცხადი ხდება. ნაყოფი მჟავეა, თუმცა საკმარისადაა მასში გლუკოზა და ფრუქტოზა.

დადგენილია, რომ ნაყოფში შემავალი ურსოლისა და ოლეანოლის მჟავები გულის ვენურ სისხლძარღვებს აფართოებენ, კვებავენ გულის კუნთს. ურსოლის მჟავა თავისი მოქმედებით მსგავსია თირკმელზედა ჯირკვლის ერთ-ერთი ჰორმონის, ამიტომაც იგი ეხმარება ორგანიზმს ანთებით პროცესებთან გამკლავებაში და ახორცებს ჭრილობას. განსაკუთრებით უხვად შეიცავს ამ მჟავას შტოშის გამონაწური. შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ იგი კულინარიაში.

ბენზოინისა და ქლოროგენის მჟავები ანტისეპტიკია. საინტერესეოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ მჟავების შემცველობის გამო ნაყოფში ვერ აღწევენ ბაქტერიები. ეს განაპირობებს იმას, რომ შტოშის ნაყოფი დიდხანს, გაზაფხულამდე ინახება დაზიანების, დამჟავებისა და დუღილის პროცესების გარეშე.

შტოში და მისი წვენი გამოიყენება ქუნთრუშის, წითელასა და სხვა ინფექციური დაავადებების გართულებათა საპროფილაქტიკოდ. ასეთი შემთხვევების დროს უმჯობესია შტოშის კისელი. სახამებელი დამცავ აპკად ამოეფინება პირის ღრუს, საყლაპავის, კუჭის ლორწოვანს და იცავს გაღიზიანებისაგან.

შტოშის ნაყოფი სასარგებლოა C ჰიპოვიტამინოზის დროს. ამ ვიტამინს ინარჩუნებს ნაყოფი მთელი ზამთრის განმავლობაში. ამასთანავე, კენკრა შეიცავს მიკროელემენტ ბორს, რომელიც C ვიტამინს ეხმარება თავისი ფუნქციის შესრულებაში. შტოში შეიცავს სხვა ვიტამინებსაც, ძირითადად B ჯგუფისას - B1, B2, B5 და B6. მათ აქვთ ორგანიზმზე მრავალმხრივი მოქმედება, მათ შორის - აუმჯობესებენ მადას და იცავენ ღვიძლის უჯრედებს. კენკრაში ბევრია მიკროელემენტი კალიუმი.

შტოში ორგანული მჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობის წყალობით ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, იწვევს ტვინის მუშაობის სტიმულაციას.

შტოში - ბუნებრივი ანტიბიოტიკი

რა მოვუმზადოთ ბავშვებს?

ერთი წლიდან შეგიძლიათ თქვენს შვილებს შესთავაზოთ შტოშისგან მომზადებული მუსი.

ამისთვის საჭიროა:

  • 400 გ შტოში;
  • 1,5 ჩაის ჭიქა შაქარი;
  • 4 სადილის კოვზი მანანის ბურღული.

ბლენდერში ჩაუშვით შტოში და 1 ჩაის ჭიქა წყალი, დააბლენდერეთ და გაწურეთ დოლბანდში. წვენი შეინახეთ ცალკე ჭურჭელში, ის კი, რაც დოლბანდზე დარჩება - მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ 1.5ლ წყალი, ცეცხლზე შემოდგით და ადუღეთ 5-7 წთ. გაციებულს დაუმატეთ შაქარი და ისევ წამოადუღეთ, შემდეგ დაუმატეთ გაგრილებულს ბანანის ბურღული და ნელ ცეცხლზე მუდმივი მორევით გააჩერეთ 4-5წთ.

გაცივებულ მასაში ჩაუშვით შტოშის შენახული წვენი, კვლავ დააბლენდერეთ 5წთ. როცა მასა გაორმაგდება, გადაიტანეთ მინის ფიალებში და 2-3 სთ-ით შედგით მაცივარში.

შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილი, დარიჩინი. სუფრასთან მიტანამდე კი ფიალები გააფორმეთ თვით შტოშის ნაყოფით და პიტნის ფოთლებით.

შტოში კიბოს განვითარების რისკს აქვეითებს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობას აუმჯობესებს