ალოე ვერა - მცენარეული ინგრედიენტი, რომელიც ნებისმიერ პროდუქტს სამკურნალო თვისებებით ამდიდრებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალოე ვერა - მცენარეული ინგრედიენტი, რომელიც ნებისმიერ პროდუქტს სამკურნალო თვისებებით ამდიდრებს

მეცნიერთა მიერ გამოკვლეული და შესწავლილია ალოეს შემადგენლობაში შემავალი 20-მდე მნიშვნელოვანი და ღირებული კომპონენტი. მათ შორისაა ე.წ. სტიმულატორები, რომლებიც სხეულის უჯრედებს ფუნქციონირებას აიძულებს.

ალოეს ძლიერი ეფექტი აქვს არა მხოლოდ ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების, არამედ შრომისუნარიანობის ამაღლებისა და რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესება-შენარჩუნების თვალსაზრისითაც. ის ებრძვის უძილობას, ხსნის სტრესს. განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აღადგენს ზურგისა და თავის ტვინის დასუსტებული ნაწილების ფუნქციას. ალოე ძლიერი ბიოგენური სტიმულატორია, ხელს უწყობს კანისა და, საზოგადოდ, ქსოვილების აღდგენა-განახლებას ძლიერი დამწვრობის, ეგზემის, წყლულოვანი პათოლოგიის დროს.

ალოე ვერას განსაკუთრებული სამკურნალო თვისებების გამო კოსმეტიკისა და საოჯახო ქიმიის მწარმოებელი კომპანიები მას წლებია, სხადასხვა პროდუქტებში იყენებენ. ალოეში წყლის შემცველობა მაღალია და შესაბამისად, იგი ატენიანებს კანს და ელასტიურს ხდის. მას გააჩნია გამახაალგაზრდავებელი და დამამშვიდებელი ეფექტი. ალოე ვერა ამარაგებს კანს ჟანგბადით და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.

მცენარეს სადეზინფექციო ფუნქციაც აქვს. იგი არის ანტიბიოტიკური, ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანტისოკოვანი და ანტივირუსული საშუალება.

ექიმები და კოსმეტოლოგები ყოველთვის უწევენ რეკომენდაციას პროდუქციას, რომელიც ალოე ვერას ექსტრაქტზეა დამზადებული. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ასე ფართოდ გავრცელდა 21-ე საუკუნის სენი - ალერგია, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ქიმიური საშუალებების ბუნებრივ შემადგენლობასაც. მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები, რომელიც ალოე ვერას ექსტრაქტზეა დამზადებული, ავტომატურად სანდო და ხარისხიანად ითვლება.

გარკვეული მიზეზების გამო დღეს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ჰიგიენური საშუალებების შემადგენლობას, ვიდრე საწმენდ და სარეცხ საშუალებებს. რაც მცდარი მიდგომაა. სარეცხმა და საწმენდმა საშუალებებმაც შეიძლება, გამოიწვიოს გარკვეული დაავადებების პროვოცირება. ეს განსაკუთრებით ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს ეხება. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, შევიძინოთ ქიმიური საშუალებები, რომლებიც ალოე ვერას ექსტრაქტით ან სხვა ბუნებრივი ინგრედიენტითაა დამზადებული.

ქართულ ბაზარზე შესაძლებელია შეიძინოთ:

• კოსმეტიკა, განსაკუთრებით, ხელის და სახის კრემები, რომლებიც ალოე ვერას ექსტრაქტზეა დამზადებული

mkurnali.ge

• ალოე ვერას წვენის შემცველი სასმელი

• ჭურჭლის და ტანსაცმლის სარეცხი საშუალებები, რომლებიც ალოე ვერას შეიცავს

mkurnali.ge

• მედიკამენტები, რომლეთა ერთ-ერთი ინგრედიენტი სწორედ ალოე ვერაა

• ბავშვის მოვლის საშუალებები (დასაბანი და სარეცხის საშუალებები, კრემები), რომლებიც ალოე ვერას ექსტრაქტზეა დამზადებული