9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს

მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრი დენიელ ამენი, ტვინის ფუნქციების შენარჩუნებისა და ასაკობრივი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად, გვირჩევს რაციონში შევიტანოთ შემდეგი სანელებლები:

კურკუმა - შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამცირებს თავის ტვინის სისხლძარღვებში ქოლესტერინის ფოლაქებს. კურკუმას მოხმარებით შევძლებთ ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკას.

ზაფრანა - მასში არსებული ნივთიერებები დეპრესიის მკურნალობაში ისეთივე ეფექტურია, როგორც ანტიდეპრესანტები. თუ გაწუხებთ შფოთვა და შიშები, რაციონში დაამატეთ ეს სანელებელი.

სალბი - კვლევებით დადასტურებულია, რომ სალბი აუმჯობესებს ტვინის მეხსიერებაზე პასუხიმგებელ უბანს.

დარიჩინი - აძლიერებს ყურადღების კონცენტრაციას, გარდა ამისა, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, რითაც ორგანიზმს სიმსუქნესთან გამკლავებაში ეხმარება.

რეჰანი - წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, აუმჯობესებს გულისა და ტვინის სისხლის მიმოქცევას, ასევე, გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო თვისება, რის ხარჯზეც ეფექტურად იცავს ალცჰაიმერის დაავადებისა და ჭკუასუსტობისგან.

მაიორანი - შეიცავს 10-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე მოცვი და ვაშლი. ეს სანელებელი ეფექტურად ებრძვის ტვინის დაბერებას.

ნიორი - ხელს უწყობს ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და კლავს კიბოს უჯრედებს.

კოჭა - დამტკიცებულია, რომ კოჭას ფესვის ექსტრაქტი კარგი საშუალებაა პარკინსონის დაავდების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ასევე მიგრენის და კლასტერული თავის ტკივილის შემთხვევაში.

როზმარინი - ახალი ან გამხმარი როზმარინი ეფექტურია ჭკუასუსტობის დროს. კვლევებით დადასტუებულია, რომ როზმარინი ეწინააღმდეგება თავის ტვინის კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებას.

ლალი ჩხიკვაძე