როგორ ვაქციოთ წამლად ბეგქონდარა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვაქციოთ წამლად ბეგქონდარა

ის მდიდარია თიმოლითა და ეთერზეთებით, რომელთაც სოკოს საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები აქვთ. ბეგქონდარა პირველი წამალია მწერთა ნაკბენების, დამწვრობებისა და ჭრილობების სამკურნალოდ.

მისი ზეთი გამოირჩევა შარდმდენი ეფექტით, აადვილებს საკვების მონელებას. ბეგქონდარა ხსნის დაღლილობას და ამაღლებს გუნება-განწყობას. მცენარის ფოთლებში უხვადაა კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა და სელენი. მცენარე მდიდარია აგრეთვე A ვიტამინით, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. მოგეხსენებათ, A ვიტამინს დიდი მნიშვნელობა აქვს კანისა და ლორწოვანი გარსების ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე მხედველობის სიმახვილისთვის. ბოლო პერიოდის კვლევებით ნაჩვენებია, რომ A ვიტამინისა და ბეტა-კაროტინის მსგავსი ფლავონოიდების შემცველი პროდუქტები იცავს ადამიანს ფილტვის კიბოსა და პირის ღრუს სიმსივნეებისგან.

ბეგქონდარას ნახარში ეფექტურია ყელის ტკივილის, ხველისა და ბრონქების დაავადებათა სამკურნალოდ. ნაყენი გამოიყენება პირის ღრუში გამოსავლებად კარიესისა და გინგივიტის (ღრძილების ანთება) დროს.

ყელის ტკივილისა და ხველების დროს: 1 სუფრის კოვზ ბეგქონდარას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში. ასეთივე მეთოდით მოამზადეთ ღრძილების ანთების სამკურნალოდ და გამოივლეთ პირის ღრუში დღეში 2-3-ჯერ.

მიუხედავად ბევრი სასარგებლო თვისებისა, ბეგქონდარას აქვს უკუჩვენებებიც. მისი მიღება არ შეიძლება გასტრიტის, დიაბეტის, კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

თინათინ გოცაძე