მარწყვი ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, თირკმელების და შარდის ბუშტის სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარწყვი ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, თირკმელების და შარდის ბუშტის სამკურნალოდ

მარწყვის ანტიმიკრობული თვისებები ეფექტურად გამოიყენება ცხვირ-ხახის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად. მარწყვი გამოირჩევა შაქრის დამაქვეითებელი ეფექტით, ამიტომაც ის რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

უზმოზე 4-6 სადილის კოვზი მარწყვის წვენის მიღება  კი სასარგებლოა ნაღველ-კენჭოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის. მარწყვის ნაყოფში იოდის უხვად შემცველობა აკომპენსირებს ამ ელემენტის ნაკლებობას ყოველდღიურ საკვებსა და სასმელ წყალში.

თუ თირკმელების და შარდის ბუშტის პრობლემები გაწუხებთ, სეზონზე რეგულარულად მიირთვით მარწყვი. ის ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი საშუალებაა, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს აგრეთვე ღვიძლზე. მარწყვში უხვად შემავალი სალიცილის მჟავა აამებს სახსრების ტკივილს. თუ მარწყვის ნაყოფს ყოველდღიურად მიირთმევთ, განამტკიცებთ იმუნიტეტს და სისხლძარღვთა კედლებს.

ასე რომ, სეზონზე აუცილებლად მიირთვით ბუნების ეს საოცრება. გაითვალისწინეთ მხოლოდ, რომ ის ძლიერი ალერგენია, შესაბამისად, მარწყვზე ალერგიის მქონე პირებს ეს ნაყოფი ეკრძალებათ, ისევე, როგორც აპენდიციტის მქონე პირებს. სიფრთხილით უნდა მიირთვან მარწყვი ორსულებმა და პატარა ბავშვებმა.

თინათინ გოცაძე