ბროკოლი კანს დამწვრობისგან იცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბროკოლი კანს დამწვრობისგან იცავს

კომბოსტოს შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები ხელს უშლიან კანზე სიწითლისა და შეშუპების გაჩენას. თაგვებზე წარმატებულად ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ბროკოლის ექსტრაქტი ადამიანებზე გამოეცადათ. გამოკვლევაში ექვსმა ჯანმრთელმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. მათ კანის არც ისე დიდ უბანზე უსვამდნენ სხვადასხვა კონცენტრაციის ექსტრაქტს, რის შემდეგაც ამ ადგილებს ულტრაიისფერი სხივების გამომცემი სპეციალური ნათურით ასხივებდნენ.

კვლევის ხელმძღვანელმა პოლ ტალალეიმ განაცხადა, რომ ექსტრაქტმა 37%-ით შეამცირა სიწითლე და დამწვრობის სხვა გამოვლინებები. მისივე თქმით, კვლევაში მონაწილეთა შორის ბროკოლის დამცველობითი მოქმედება არაერთგვაროვანი იყო. ეს ეფექტი შეიძლება აიხსნას ადამიანების გენეტიკური თავისებურებით, ასევე კვებითი ჩვევებისა და კანის მგრძნობელობის სხვადასხვაობით. მეცნიერმა ისიც აღნიშნა, რომ ბროკოლის ექსტრაქტი კანის ხანგრძლივ დაცვით ეფექტს უზრუნველყოფდა და მისი მოქმედება 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

მეცნიერების აზრით, ბროკოლის დამცველობითი მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტ სულფორაფანით. ეს ნივთიერება უჯრედულ დონეზე ,,მუშაობს". კერძოდ, კანში ასტიმულირებს პროტექტიული ცილების წარმოქმნას, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ მის დაცვას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ტალალეიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სულფორაფანს არ აქვს მზის სხივების შთანთქმის უნარი და არ შეუძლია მზის დამცავი კრემების ჩანაცვლება. ულტრაიისფერი სხივები კანის კიბოს საკმაოდ ძლიერ რისკფაქტორს წარმოადგენს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბროკოლის ექსტრაქტს შეუძლია არა მარტო მზის დამწვრობისგან დაცვა, არამედ კანის კიბოს განვითარების ალბათობის შემცირებაც.