კუნელი გულის ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუნელი გულის ჯანმრთელობისთვის

კუნელი მრავალწლიანი, როგორც ბოტანიკოსები ამბობენ, დღეგრძელი მცენარეა - მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 300 წელს აღწევს. ბუჩქნარი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცითა და გამძლეობით.

შემადგენლობა

კუნელის ნაყოფის შემადგენლობაში შედის მცენარეული შაქრები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფიტოსტერინები, საპონინები, ფლავონოიდები, გლიკოზიდები, ქოლინი, კაროტინი, ასევე - ორგანული მჟავები: ასკორბინისა, ლიმონისა, ვაშლისა, ღვინისა და სხვა.

კუნელის თესლი შეიცავს ძვირფას ეთერზეთებს და მეტად სასარგებლო ნივთიერებას - ამიგდალინს. ყვავილებში უხვადაა სასარგებლო მჟავები - კოფეინისა, ქლოროგენისა და სხვა, ასევე - ეთერზეთები, ფლავონოიდები და საპონინები.

სამკურნალო თვისებები

სამედიცინო პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის კუნელი, ხელს უწყობს გულის კუნთის მუშაობას. კარგ ეფექტს იძლევა ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, არითმია, ტაქიკარდია, სტენოკარდია. უხდება გულის სისუსტეს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას და, იმავდროულად, აქვეითებს მის აგზნებადობას, დაბლა სწევს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას როგორც გულის, ასევე თავის ტვინის სისხლძარღვებში, აწესრიგებს გულის რიტმს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტთა საერთო მდგომარეობას. მეცნიერული კვლევები მოწმობს, რომ კუნელის ნაყოფი აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ყოველივე ეს კი ათეროსკლეროზული პროცესის შეფერხებას უწყობს ხელს.

კუნელის ნაყოფს სხვადასხვანაირად იყენებენ - კომპოტის, ჯემის, პიურეს სახით, მისგან ამზადებენ “უმ მურაბას” (ინახავენ შაქართან ერთად). კუნელისაგან მომზადებულ მასას იყენებენ ნამცხვრების, ღვეზლებისა და რულეტების შიგთავსისათვის.

სამედიცინო და კულინარიული სფეროების გარდა კუნელს ფართო გამოყენება აქვს კოსმეტოლოგიაშიც. მისი ნაყოფისგან მზადდება ძალზე ეფექტური ნიღბები, რომლებიც კანს ელასტიკურობასა და სიგლუვეს ანიჭებს. კუნელის შემცველი ნიღბები კანის სისხლძარღვთა მატონიზებელი ეფექტითაც გამოირჩევა.

რა უნდა გახსოვდეთ

კუნელის ნაყენისა თუ მისი შემცველი პრეპარატების გამოყენებისას მნიშვნელოვანია დოზის ზედმიწევნით დაცვა. ჭარბი მიღების შემთხვევაში კუნელმა შესაძლოა მოწამვლა გამოიწვიოს. გარდა ამისა, მკაცრად იკრძალება კუნელის პრეპარატების გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.