ბროწეული, ხურმა, წაბლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბროწეული, ხურმა, წაბლი

კვებითი ღირებულება

ხურმის კვებითი ღირებულება ძალიან მაღალია. მისი ჩირის თითქმის 60%-ია ფრუქტოზა. გარდა ამისა, უხვად შეიცავს A და ჩ ვიტამინებს. ნახშირწყლების შემცველობით თვით ყურძენსა და ლეღვსაც არ ჩამოუვარდება, ცილების შემცველობით კი კვერცხსაც არ დაუდებს ტოლს. დაბოლოს, ხურმასა და კარალიოკში ბევრია ტანინი.

ხურმა ზომიერად უნდა მივირთვათ - ჭარბმა შესაძლოა ყაბზობა ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს. ხურმას ალერგიული რეაქციების გამოწვევაც შეუძლია, ამიტომ ნუ შეჭამთ დღეში ორ ცალზე მეტს.

წლის ცივ პერიოდში ადამიანის ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით ხურმა ამარაგებს.

ხურმა ავადმყოფობის წინააღმდეგ

ხურმის დაკონსრვებული წვენი უხდება თირეოტოქსიკოზს. ის შემდეგნაირად მზადდება: ახალდაკრეფილი ნაყოფის წვენს ამატებენ 20% სპირტს. ნაყოფისგანვე ამზადებენ შესქელებულ წვენს - ხურმადოშაბს, რომელსაც ჰიპერტონიისა და სისხლნაკლებობის დროს სვამენ. კარგი ამოსახველებელი საშუალებაა სასუნთქი გზების კატარის დროს.

ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა ხურმა ან შეიძლება თუ არა მისი ღამით ჭამა.

თავისთავად ხურმა არ ასუქებს, საზოგადოდ კი, თუ ადამიანს ჭარბი წონა აწუხებს, ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს: არასოდეს დააყოლოს ხილი სადილს - მიირთვას ჭამიდან სამი საათის შემდეგ ან ჭამამდე ნახევარი-ერთი საათით ადრე. თუ ამ წესს დაიცავთ, ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას გადაურჩებით.

ხურმა კოსმეტოლოგიაში

ხურმას კოსმეტოლოგიაშიც აქტიურად იყენებენ. მისგან ნებისმიერი ტიპის კანისთვის შეიძლება ნიღბის მომზადება.

დამარილებული ნიღაბი ყოველგვარი ტიპის კანისთვის

გაფცქვენით ერთი საშუალო ზომის ხურმა და დაჭყლიტეთ. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ბრინჯის ფქვილი და კარგად აურიეთ. წაისვით სახესა და დეკოლტეს მიდამოზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მოდუნებული კანისთვის

ერთი საშუალო ზომის ხურმის პიურეს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ათქვეფილი ნაღები ან არაჟანი და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მატონიზებელი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

ხურმის პიურეს შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის გული და კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ბროწეული

ბროწეული ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ნაყოფია. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისთვის.

ბროწეული მდიდარია A, ჩ, E, B1, B2, PP ვიტამინებით, რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით. მისი წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. რეკომენდებულია სისხლნაკლებობისა და რადიაციული დასხივების დროს.

10 მიზეზი იმისა, რატომ უნდა მივირთვათ ეს ხილი:

1. ბროწეული ახალგაზრდობის საწინდარია. ბროწეული უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმში ახალი უჯრედების წარმოქმნის პროცესში.

2. აღადგენს ღვიძლის ფუნქციას. აღმოჩნდა, რომ ბროწეული მხოლოდ ღვიძლის ფუნქციას კი არ აწესრიგებს, არამედ იცავს კიდეც მას და დაზიანებული ღვიძლის ქსოვილის აღდგენაშიც აქტიურად მონაწილეობს.

3. იცავს თირკმელს. კვლევებმა ცხადყო, რომ ბროწეულის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს შეუძლია, დაიცვას თირკმელი ტოქსინებისა და დაზიანებისგან, რაც მისი გამართული მუშაობის საწინდარია.

4. მინიმუმამდე დაჰყავს გულის დაავადებების განვითარების რისკი. ბროწეული ხელს უწყობს ქოლესტერინის სინთეზს, აუმჯობესებს უჯრედების მდგომარეობას, დაზიანებისგან იცავს სისხლძარღვებს, ებრძვის ათეროსკლეროზს.

5. აძლიერებს იმუნურ სისტემას. ბროწეულის წვენი შეიცავს იმუნური სისტემის გამაძლიერებელ ჩ ვიტამინს. ამიტომაც გვირჩევენ მის მიღებას გაციების დროს, განსაკუთრებით - ზამთრობით, როცა იმუნიტეტი დასუსტებულია.

6. ანტიალერგიული საშუალებაა. ბროწეულის შემადგენლობაში უხვადაა ნივთიერება, რომელიც ბოჭავს ალერგიულ რეაქციას.

7. ხელს უშლის პროსტატის კიბოსა და ძუძუს კიბოს განვითარებას. კვლევებმა აჩვენა, რომ ბროწეული და მისი წვენი ანადგურებს პროსტატის კიბოს უჯრედებს. ის ძუძუს კიბოს პრევენციის საშუალებადაც მოიაზრება.

8. ასტიმულირებს ჰორმონების გამომუშავებას. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბროწეულის კურკა შეიცავს ცხიმებს, რომლებიც აღადგენს ორგანიზმში ჰორმონულ ბალანსს.

9. აწესრიგებს წნევას. თუ ცხიმიანი საკვების გამო წნევამ აგიწიათ, მხსნელად ბროწეული მოგევლინებათ. თავისი შემადგენლობის წყალობით ის ეფექტურად არეგულირებს არტერიულ წნევას.

10. კურნავს მეტაბოლურ სინდრომს. ბროწეული არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, აუმჯობესებს ინსულინის აქტივაციას. ებრძვის ანთებით პროცესებს და ბევრ მეტაბოლურ სინდრომს კურნავს.

წაბლი

წაბლი ნებისმიერ ხილზე დაბალკალორიულია და, თხილეულისგან განსხვავებით, არ შეიცავს ცხიმს. მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

1. წაბლი მდიდარია ბოჭკოთი, ხსნადი ბოჭკო კი იწოვს წყალს და აუმჯობესებს ნაწლავთა მოქმედებას. წაბლი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და აბალანსებს შაქრის დონეს. ის კარგია შეკრულობისა და ნაწლავური ინფექციების დროს.

2. წაბლი მდიდარია ნახშირწყლებით, რომლებიც აუცილებელია ენერგიის მისაღებად და სტრესის მოსახსნელად. ნახშირწყლები, რომლებსაც წაბლი შეიცავს, კომპლექსურია და ორგანიზმზე მავნე გავლენას არ ახდენს.

3. B ვიტამინს, რომელიც უხვადაა წაბლში, ორგანიზმისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს: ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, განაპირობებს კანის სიჯანსაღეს, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს და სხვა.

4. წაბლი მდიდარია მანგანუმით. ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს გულისა და სიმსივნურ დაავადებათა განვითარების რისკს. მანგანუმს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ახალი ქსოვილების წარმოქმნას, რომლებიც აუცილებელია სისხლის შედედებისთვის.

5. წაბლში ბევრია სპილენძი - მინერალი, რომელსაც ძვლების გამაგრება შეუძლია. ამასთანავე, ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ნერვულ მდგომარეობას, სისხლის სტრუქტურას.

6. თავისი შემადგენლობის წყალობით წაბლი დაზიანებისგან იცავს კბილის მინანქარს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას.

7. აუმჯობესებს სუნთქვას, ამიტომ შეგიძლიათ, მიირთვათ ბრონქული ან სპაზმური ხველის დროს.

8. აძლიერებს და ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვთა კედლებს, ამის კვალობაზე, იცავს ადამიანს ასაკის კვალდაკვალ თავჩენილი ვენური პრობლემებისგან.