კუნელი ჰიპერტონიის, ტაქიკარდიის, ათეროსკლეროზისა და კლიმაქტერული ნევროზის მკურნალობაში სასწაულს ახდენს
გულის დაავადების შემთხვევაში, აგრეთვე გულით გამოწვეული თავბრუსხვევისა და ხუთვის დროს, ნევროზისა და კლიმაქსის დაწყების წინ სასარგებლოა შემდეგი ნაყენის მიღება: აიღეთ 3 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მლ (3 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ. ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს სპირტის ნაყენი. კუნელის ახალი ყვავილის წვენს დაუმატეთ 2 წილი სპირტი (90 გრადუსი) და გააჩერეთ 15 დღე, მიიღეთ დღეში 3-ჯერ 40 წვეთი.
აიღეთ 0,5 კგ მწიფე ნაყოფი, გარეცხეთ და დაჩეჩქვეთ ხის ჩაქუჩით, დაასხით 100 მლ (1/2 ჩაის ჭიქა) წყალი, გააცხელეთ 40 გრადუსამდე და დაწნეხეთ წვენის გამოსაწურში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ეს ნაყენი კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ასაკოვანი ხალხის გულის კუნთის მუშაობაზე, იცავს გულს გადაღლილობისგან.
ჰიპერტონული დაავადების, ვეგეტონევროზების, თავბრუსხვევის, ხუთვისა და კლიმაქსის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის მშრალი ნაყოფი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 სთ-ის განმავლობაში თბილ ადგილას (ჰაერღუმელში, ქურაზე). გაწურეთ. ნაყენი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ამავე დაავადებების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის ნაყენი. 10 გ კუნელის მშრალ ნაყოფს დაასხით 100 გ არაყი ან 40%-იანი სპირტი და გააჩერეთ 10 დღე, გაფილტრეთ. მიიღეთ ნაყენის 30 წვეთი წყალთან ერთად 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
კუნელის წვენის მისაღებად აიღეთ 1 კგ ნაყოფი, 500 გ შაქრის ფხვნილი, 1 ლ წყალი. გარეცხილ ნაყოფს დაასხით ცოტა წყალი და ხარშეთ 1-2 სთ-ის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, გახეხეთ საცერში, მიღებულ პიურეს დაუმატეთ შაქარი, წყალი, დადგით ისევ დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე, გააცივეთ.