ანისულის ნაყენი სახისა და კიდურების შეშუპებას შველის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანისულის ნაყენი სახისა და კიდურების შეშუპებას შველის

იყენებენ სასუნთქი ორგანოების დაავადების დროს როგორც ამოსახველებელ საშუალებას, მის პრეპარატებს უნიშნავენ ლარინგიტების, ტრაქეიტების, ბრონქიტების, ბრონქოპნევმონიისა და ყივანახველის დროს.

ანისულის პრეპატებს იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ნაწლავების სპაზმების დროს.

კუჭის მუშაობის გასაუმჯობესებლად და მეტეორიზმის წინააღმდენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ნახარში: აიღეთ 5 გ (1 ჩაის კოვზი) ანისულის ნაყოფი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობით (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე.

ანისული, როგორც სამკურნალო მცენარე ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი. ავიცენას მითითებით კი ანისულის გამოყენება სასარგებლოა სახისა და კიდურების შეშუპების დროს. ანისულის ორთქლის შესუნთქვა ცხვირიდან შველის თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას, ხოლო ვარდის ზეთში შერეული ანისულის ფხვნილის ჩაწვეთება ყურში კურნავს დარტყმებით გამოწვეულ ყურის ტკივილს. ავიცენას აზრით ანისული აძლიერებს შარდის გამოყოფას. იხილეთ ვრცლად