ბელადონა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბელადონა

ბელადონას სამკურნალო თვისებები

მიუხედავად ზემოხსენებულისა, მცენარის ყველა ნაწილი მდიდარია ალკალოიდ გიოსციამინით. ბელადონას მთავარი ალკალოიდია ატროპინი, რომელსაც სპაზმების მომხსნელი (სპაზმოლიზური) და ნეიროგენური თვისებები აქვს. აქვეითებს ნაწლავების, საშვილოსნოს, ბრონქებისა და სხვა გლუვკუნთოვანი ორგანოების ტონუსს. ბელადონაში შემავალი ყველა ალკალოიდი აუმჯობესებს გულის მუშაობას, განაპირობებს გუგების გაფართოებასა და თვალის შიდა წნევის მატებას.

ბელადონას გამოყენება

მცენარის ფოთლები გამოიყენება ნაყენების, აბების, ექსტრაქტებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მოსამზადებლად. ბელადონა სხვადასხვა დაავადების მკურნალია:

  • მის საფუძველზე მზადდება პრეპარატები, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვთ კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი პათოლოგიის, კუნთების ტკივილის დროს. წარმატებით გამოიყენება აგრეთვე ტუბერკულოზური დაავადებისა და ეპილეფსიის დროს.
  • ოფთალმოლოგიაში ფართო გამოყენება პოვა ატროპინმა, რომელიც ბელადონას საფუძველზეა დამზადებული. თუმცა თუ ადამიანს თვალის შიდა წნევა მომატებული აქვს, მისთვის უკუნაჩვენებია ბელადონას, როგორც თვალების სამკურნალო საშუალების, გამოყენება.
  • ბელადონა კარგ ეფექტს იძლევა შხამიანი ნივთიერებებითა და სოკოებით მოწამვლისას. მცირე დოზით გამოიყენება ის სანერწყვე და საოფლე ჯირკვლების სეკრეციის (გამომყოფი ფუნქციის) შესამცირებლად. მცირე დოზებს ნორმაში მოჰყავს აგრეთვე საშარდე და სანაღვლე გზების პერისტალტიკა (შეკუმშვით-მოძრაობითი ფუნქცია).
  • ბელადონას ფესვებში აღმოჩენილია სკოპოლამინი, ნივთიერება, რომელიც გამოიყენება პარკინსონის სამკურნალოდ.
  • ფოთლებისგან გამოწურულ წვენს კანის ნებისმიერ უბანზე არსებული პიგმენტური ლაქების გაფერმკთალება შეუძლია.

ბელადონათი მკურნალობაბელადონას ნაყენი

გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება შარდკენჭოვანი დაავადებისა და კალკულოზური ქოლეცისტიტის დროს. მისი მომზადება მარტივია. უნდა აიღოთ 10 გრამი ბელადონას ფოთოლი, დაასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა 96%-იანი სპირტი და ერთი კვირა გააჩეროთ ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწუროთ და მიირთვათ 5-10 წვეთი დღეში 1-2-ჯერ. შეგიძლიათ ასეთი ნაყენის მომზადებაც: 10 გრამ ფოთოლს დაასხით 100 მლ 40%-იანი სპირტი და იმავე წესით მოამზადეთ ნაყენი. მიღებული სამკურნალო საშუალების 5-10 წვეთი გამოიყენება დიარეის (ფაღარათის), ნაწლავთა კოლიკის, უძილობის დროს. გარეგანი გამოყენების მიზნით კი - სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებისა და ინფილტრატების სამკურნალოდ.

ბელადონას ნახარში

აიღეთ 10 გრამი ბელადონას ფესვი. წვრილად დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შემოდგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ ნახევარი საათი. შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 10 წუთი და გადაწურეთ. ამ წესით მომზადებული ნაყენი გამოიყენება სახსრების დაავადების დროს. ნაყენით იკეთებენ კომპრესებს ან კიდევ უბრალოდ იზელენ მას სხეულის მტკივნეულ და პრობლემურ უბნებში.

ბელადონათი მოწამვლა და პირველი დახმარება ამ დროს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბელადონა შხამიანი მცენარეა და აქედან გამომდინარე, მისი პრეპარატების გამოყენება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. მცენარით მოწამვლას ძირითადად ნაყოფის ჭამა იწვევს (რისი შემთხვევებიც ბავშვებში გვხვდება ხოლმე). გარდა ამისა, ხშირად ბელადონას პლანტაციებზე მისი შეგროვებისას, როდესაც მცენარის ამა თუ იმ ნაწილს დაუცველი ხელებით ეხებიან, შემდეგ კი ამ ხელებს სახეზე ისვამენ, ხდება ადამიანის ორგანიზმის ინტოქსიკაცია (მოწამვლა).

მოწამვლის სიმპტომებია:

  • პირისა და ცხვირის ღრუს სიმშრალე;
  • გუგების გაფართოება;
  • მხედველობის დარღვევა;
  • გამონაყარი სხეულზე;
  • თავს ტკივილი, ჰალუცინაციები;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • ღებინება და ფაღარათი.

პირველი დახმარება - ასეთ დროს დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მანამდე კი დაზარალებულს ამოურეცხეთ კუჭი კალიუმის პერმანგანატის ან ჩაის ხსნარით. შხამიანი ალკალოიდები უერთდებიან ტანინს, რომელიც შედის ჩაისა და კალიუმის პერმანგანატის შემადგენლობაში. შესაბამისად, მათი შემდგომი შეწოვა ვეღარ ხდება. ბელადონათი მოწამლულს, შესაძლებელია, ღებინება დაეწყოს. ეს ნორმალურია. აღნიშნული ხსნარების მიღების შემდეგ უნდა აიღოთ 20-30 აბი გააქტიურებული ნახშირი, დაფქვათ, დაასხათ 200 მლ ცივი წყალი და დაალევინოთ მოწამლულს. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება კუჭის ხელმეორედ ამორეცხვა. ოღონდ პირველი ამორეცხვიდან არა უადრეს 1-2 საათისა.