მანგო - ახალგაზრდობის ელექსირი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მანგო - ახალგაზრდობის ელექსირი

მანგო სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის - ერთი მოზრდილი ნაყოფი აკმაყოფილებს ორგანიზმის დღეღამურ მოთხოვნილებას კალიუმზე, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.

ახალგამოწურული წვენი ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების განმტკიცებას, კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის.

მანგო მხედველობასაც უხდება - მასში უხვად არის კაროტინი (A პროვიტამინი), რომელიც ორგანიზმში რეტინოლად გარდაიქმნება, ეს უკანასკნელი კი აქტიურად მონაწილეობს მხედველობით აღქმაში, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს თვალის რქოვანაზე.

მანგო ასევე სასარგებლოა თირკმელებისთვის - წყლისა და მინერალურ ნივთიერებათა მაღალი შემცველობის წყალობით ის შესანიშნავად წმენდს თირკმელებს და ხელს უწყობს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. თუ ამ ტროპიკულ ხილს განტვირთვის დღეების რაციონში ჩართავთ, გაიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და თავიდან აიცილებთ შეშუპებას.

მანგო ნერვული სისტემისთვისაც სასარგებლოა - უხვად შეიცავს გლუკოზას, რომელიც გვმატებს ენერგიას და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ერთი ჭიქა მანგოს წვენი დღის ბოლომდე უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით, თუმცა მისი ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე მხოლოდ 70 კილოკალორიაა.

მანგოს კიბოს პროფილაქტიკაც შესძლებია. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ეს ტროპიკული სასწაული მდიდარია ანტიოქსიდანტებით - ნივთიერებებით, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ თავისუფალ რადიკალებს - სიმსივნის განვითარების მაპროვოცირებელ ატომებს.

როგორ ვიმკურნალოთ მანგოთი

ტუჩების ჰერპესის დროს

  • აიღეთ ცოტაოდენი მწიფე რბილობი, შეურიეთ 2 წვეთი მენთოლის ზეთი და ეს ფაფა 10-15 წუთით დაიდეთ გაღიზიანებულ ადგილას. ეს პროცესი დღეში 2-3-ჯერ გაიმეორეთ. მანგოს აქტიურ ზემოქმედებას უზრუნველყოფს ვირუსსაწინააღმდეგო ნივთიერება - მაგნეფერინი, რომელიც მანგოშია აღმოჩენილი.

დამატენიანებელი კრემ-ნიღაბი აქერცლილი კანისთვის

  • 2 სუფრის კოვზ მანგოს დაჭყლეტილ რბილობს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაიდეთ სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს სახე ტონიკით გაიწმინდეთ.

ანტისტრესული კოქტეილი

  • 3 სუფრის კოვზ მანგოს რბილობს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი წიწიბურას თაფლი და 1 ჭიქა თბილ რძეში გახსენით. დალიეთ მცირე ულუფებად.

თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს

  • აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის სტაფილოსა და მანგოს ახალგამოწურული წვენები. მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ერთი თვის განმავლობაში.

მანგოს რაციონი

  • მანგოსგან მზადდება სალათები, კოქტეილები, ცხარე საწებლები, სოუსები, ჟელე. შეიძლება მანგოს ნაყოფის დაკონსერვება, გაყინვა, გახმობა, ჯემისა და ხილფაფის მოხარშვა.

ორგანიზმმა მანგოში შემავალი კაროტინი უკეთ რომ აითვისოს, სალათი შეაზავეთ მცენარეული ზეთით, მაიონეზით, იოგურტით ან უცხიმო არაჟნით.

რძიანი ხილის მიუსლი

საჭიროა: 1 მანგო, 2 მსხალი,

100 გ უცხიმო ხაჭო, 100-150 გ

სიმინდის ბურბუშელა,

1 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა, შაქარი და ვანილი - გემოვნებით.

მანგო გარეცხეთ, გაფცქვენით, კურკა ამოაცალეთ. რბილობი გახეხეთ.

მსხალი გაფცქვენით, დაჭერით კუბებად.

ხილი ერთმანეთში აურიეთ და 30 წუთით შედგით მაცივარში.

კარგად აურიეთ ერთმანეთში ხაჭო და ხუთი სუფრის კოვზი რძე, დაუმატეთ შაქარი, ვანილი, ლიმონის ცედრა. ხილი გაანაწილეთ თეფშებზე, ზემოდან დაადეთ ხაჭოს მასა, მოაყარეთ სიმინდის ბურბუშელა, მოასხით დარჩენილი რძე.

ჰაეროვანი მუსი

საჭიროა: 1 მწიფე მანგო,

100 გ შავი მოცხარი,

3-4 სუფრის კოვზი თაფლი,

1 ცალი მოზრდილი ბანანი, მარწყვი, ხენდრო ან ჟოლო - გემოვნებით.

გაფცქვნილი, კურკაგამოცლილი მანგო დაჭერით, შეურიეთ შავი მოცხარი, ჩაყარეთ ჭურჭელში და შედგით საყინულეში. ოდნავ რომ შეიყინება, მსუბუქად ათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ თაფლი და რგოლებად დაჭრილი ბანანი. მზა მუსი გადაიღეთ თასში და უშუალოდ სუფრასთან მიტანამდე მორთეთ ცოცხალი მარწყვით ან ჟოლოთი.