კომში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კომში

 

ტემპერატურა

კომში სითბოს მოყვარული კულტურაა. ის კარგად იტანს სიცხესა და მშრალ ჰავას. არც ტემპერატურის ისეთი დაქვეითება უქმნის საშიშროებას, როგორიც საქართველოშია მოსალოდნელი. ჩვენი ქვეყნისთვის უჩვეულოდ ძლიერ ყინვაშიც კი ხის დაზიანებული ტოტები მალევე აღდგება და ორი-სამი წლის შემდეგ ნაყოფსაც გამოიღებს.

ნიადაგი

კომშის ფესვთა სისტემა მიწის ზედაპირთან ახლოს არის განლაგებული, ამიტომ მას ტენი უყვარს. ნოტიო ნიადაგზე კომში კარგადაც იზრდება და მსხვილ, ხარისხიან ნაყოფსაც გვაძლევს.

თვით ნიადაგის მიმართ კომში მომთხოვნი არ არის. მას არ ვნებს ნიადაგის განსაზღვრული მარილიანობა, გრუნტის წყლების სიახლოვე, თუმცა მისთვის საუკეთესო მაინც ფაშარი, ნოტიო ნიადაგია. მშრალზეც იხარებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაყოფი უფრო პატარა და მშრალი იქნება. ნაყოფის ხარისხსა და გემოზე ზედმეტი ტენიანობაც უარყოფითად აისახება.

განათება

კომშის დარგვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას ძალიან უყვარს სინათლე. ჩრდილში ხე ცუდად ვითარდება და ნაყოფსაც ცოტას ისხამს. თუ გვსურს, კომში მსხმოიარობით გამოირჩეოდეს, უნდა შევარჩიოთ ჯიში, რომელიც ნაკლებად მომთხოვნია და კარგად უძლებს ექსტრემალურ პირობებს - სიცივეს, სიმშრალეს, ავადმყოფობას და მავნებლებს. თუ კომშის გაშენება გვსურს, ჯობს, ერთმენეთის გვერდიგვერდ სხვადასხვა ჯიშის კომშის ხეები დავრგოთ. ეს დამტვერვას გააადვილებს.

როდის ველოდოთ მოსავალს

კომშის ხე 1,5-5 მეტრამდე სიმაღლისა იზრდება. ის იმ მცენარეთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც მალევე გვაძლევენ ნაყოფს. კომშს პერიოდული ნაყოფიერება არ ახასიათებს - ის ყოველ წელს ისხამს, თანაც საკმაოდ ბევრს. შემოდგომაზე ნაყოფით არა მარტო დიდი, არამედ ახალგაზრდა ტოტებიც იხუნძლება.

ნაყოფს კომში მეორე-მესამე წლიდან იძლევა, თუმცა მისი ნაყოფიერება პიკს მხოლოდ მეხუთე-მეექვსე წელს აღწევს. კარგი მოსავლიანობისას ამ ასაკის ერთი ხე საშუალოდ 30-40 კილოგრამ კომშს გვაძლევს, ხოლო ჩვენს პირობებში ერთი ხის მაქსიმალური მოსავალი ზოგჯერ 50-100 კილოგრამსაც კი აღწევს.

ალბათ ზედმეტია კომშის ნაყოფის აღწერა - ის ხომ ჩვენთვის გვიანი შემოდგომისა და მოსავლის სიმბოლოა. ის ღია ყვითელი ფერისა, მაგარი  და საოცრად არომატულია. ზოგ¬ჯერ მუქი ლაქებით არის დაფარული, მაგრამ ეს მის საგემოვნო თვისებებს არ აკნინებს. ბიოაქტიურ ნივთიერებათა შემცველობის წყალობით კომში საკმაოდ დიდხანს ინახება.

კომში მკურნალია

შესაძლოა, მკითხველს გაუკვირდეს, მაგრამ სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ კომში ერთ-ერთი ბუნებრივი პოლივიტამინია. ამ მხრივ ის არ ჩამოუვარდება ვაშლსა და მსხალს. კომში მდიდარია A, C, B, P ვიტამინებით, აზოტოვანი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, შაქრით. გარდა ამისა, კომშში უხვად არის მიკროელემენტები, არომატული, პექტინური და მთრიმლავი ნივთიერებები, რომლებიც ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევიან. კომშის მწიფე ნაყოფი მდიდარია შაქრებით - გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით. შეიცავს ასევე ვაშლის, ღვინის და ლიმონის მჟავებს.

კომშს ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. მოხარშულ ნაყოფს აჭმევდნენ, ხოლო ნახარშს ასმევდნენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაძლიერების მიზნით. დღეს ფიტოთერაპევტები აღნიშნავენ, რომ კომში კარგია გულის აჩქარების, სისუსტის, ფაღარათის დროს, აქვს ამომფენი, შარდმდენი, სისხლდენისა და ღებინების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება. სწორედ ამიტომ სვამენ კომშის თესლის ლორწოვან ნახარშს სისხლიანი ხველის, საშვილოსნოდან სისხლდენის, ფაღარათის დროს. ნახარშს გარეგანადაც იყენებენ: კოსმეტოლოგიაში - კანის დასარბილებლად, თვალის დაავადებების დროს - საფენებისთვის, ანგინის შემთხვევაში - ყელში გამოსავლებად. კომშის ნაყოფის ჩაი გულის დაავადებების დროს შარდმდენ ეფექტს ავლენს. აღარაფერს ვამბობთ მისი გულების ნახარშის ეფექტურობაზე ხველის დროს, რაც თითქმის საყოველთაოდ არის ცნობილი.

კომშის უმი ნაყოფი მდიდარია რკინით - ერთ კილოგრამში მისი შემცველობა 30 მილიგრამია, რის გამოც კომში ეფექტური საშუალებაა ანემიის დროს.

კომში კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის მისგან ნიღაბი მზადდება: ათქვეფილ ცილას წვეთწვეთობით უნდა დავუმატოთ თანაბარი რაოდენობის ოდეკოლონი, ქაფურის სპირტი და კომშის წვენი. ეს ნიღაბი კანს ხავერდოვნებასა და სიგლუვეს სძენს.