სამკურნალო მცენარეები ექინაცეა, ორკბილა, ელეუტეროკოკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო მცენარეები ექინაცეა, ორკბილა, ელეუტეროკოკი

ეს ნივთიერებებია პოლისაქარიდები, ეთერზეთები, გლიკოზიდები, საპონინები, ფისი, ორგანული მჟავები (მათ შორის - პოლიუჯერიც), ალკალოიდები, ფიტოსტერინები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფენოლის მჟავები, რომლებსაც ანტისეპტიკური თვისებები აქვს, პოლიენები - ნივთიერებები, რომლებიც მრავალი სახის სოკოს ანადგურებს და სხვა. ექინაცეის ფესვები მდიდარია გლუკოზით, ინულინით, ცხიმებითა და ეთერზეთებით, ფისით, ნივთიერება ბეტაინით, რომელიც აფერხებს ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას, ფენოლკარბონის მჟავათი, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს  და აქვს შარდმდენი მოქმედების უნარი.  მცენარის ყველა ნაწილში უხვად არის მინერალური ნივთიერებები, მათ შორის - ის იშვიათი მინერალებიც, რომელთა ნორმას საკვებიდან ვერ ვიღებთ და ამიტომ ხშირად აკლია ჩვენს ორგანიზმს. ესენია კალციუმი, კალიუმი, სელენი, მანგანუმი, თუთია, მოლიბდენი, ვერცხლი, ქლორი, რკინა, მაგნიუმი, ბერილიუმი და სხვა. ექინაცეას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიალერგიული, ანტირევმატული, სოკოს საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური მოქმედება. სამკურნალო ეფექტი. ექინაცეის პრეპარატების დანიშვნა შეიძლება არა მხოლოდ მოზრდილთათვის, არამედ ბავშვებისთვისაც 2-3 წლიდან გაციების, გრიპის, შარდის ბუშტის ანთების, კანის პათოლოგიების, მონონუკლეოზის, ღვიძლის დაავადებების დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ქიმიურ ნივთიერებათა - პესტიციდების, ფუნგიციდების, მძიმე მეტალების - მავნე ზემოქმედების, სხივური და ქიმიოთერპიის, აგრეთვე ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომ პერიოდში. ექინაცეის ნახარშის საფენებს იყენებენ სტრეპტოკოკული ინფექციის, გველის ნაკბენისა და ფსორიაზის დროს. ექინაცეა, გარდა იმისა, რომ აძლიერებს იმუნიტეტს, ზოგიერთ ბაქტერიასა და ვირუსსაც ანადგურებს. მისი ექსტრაქტი (გამონაწვლილი) აფერხებს სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ნაწლავის ჩხირის, ჰერპესვირუსისა და გრიპის გამომწვევი ვირუსების გამრავლებას. ამ თვისების გამო ექინაცეა უნიკალურ ბუნებრივ ანტიბიოტიკად არის მიჩნეული. მისი პრეპარატებით მკურნალობა შედეგიანია გინეკოლოგიური დაავადებების, პროსტატიტის (წინამდებარე ჯირკვლის - პროსტატის - ანთების), პოლიართრიტის, ოსტეომიელიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს. ექინაცეის შემადგენლობა და მოქმედება საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, თუმცა არა ბოლომდე. ყველაზე მეტად ცნობილია მასში შემავალი პოლისაქარიდების - სახამებლის, ცელულოზის, ჰემიცელულოზას, ინულინისა და პექტინის მოქმედება. ისინი ასტიმულირებენ თ-ლიმფოციტების გამომუშავებას და ზრდიან ლეიკოციტების აქტივობას, რითაც ეხმარებიან ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში და ქსოვილებს დაზიანებული უჯრედებისგან წმენდენ. ამ ნივთიერებათა წყალობით ჩვენი ორგანიზმი დაცულია ინფექციისგან. სწორედ ამით ვლინდება ექინაცეის იმუნომოდულაციური მოქმედება. იმავდროულად ექინაცეის პოლისაქარიდები აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას (განახლებას), აცხრობს ანთებით პროცესებს, ამცირებს ტკივილს. კოფეინის მჟავას გლიკოზიდების წყალობით ექინაცეა ხელს უწყობს ორგანიზმის გამოჯანმრთელებას. კოფეინის მჟავა და მისი წარმოებულები, საზოგადოდ, მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა - მათ ანტიოქსიდანტურ მოქმედებასთან ერთად ანტიკანცეროგენული ეფექტიც აქვთ, აფერხებენ მეტასტაზების განვითარებას, ანადგურებენ სოკოებს, ამცირებენ ორგანიზმში ტოქსინების დონეს. ექინაცეაში შემავალი ინულინი ანადგურებს ვირუსებს და ააქტიურებს ლეიკოციტებს. ხალხური რეცეპტები. ექინაცეას სამკურნალოდ სხვადასხვა სახით იყენებენ. მისი ნაყენი ეფექტურია გრიპის, გაციების და სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს, ასევე - ანტიბიოტიკებით მკურნალობის, ოპერაციის და მძიმე დაავადებათა გადატანის შემდგომ პერიოდში. მომზადების წესი: აიღეთ ექინაცეის ახალდაკრეფილი ყვავილები (3 ცალი) ან წვრილად დაკუწული ფესვი და ფოთოლი  (2 ჩაის კოვზი), დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, 40 წუთი გააჩერეთ და გადაწურეთ. პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ დღეში ერთი ჩაის ჭიქა, შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში კი დღეში სამჯერ იმავე დოზით. სასარგებლოა ექინაცეის ნახარში. მას შეშუპების, თავისა და სახსრების ტკივილის დროს იყენებენ. კარგია კუჭის წყლულის დროსაც. გარდა ამისა, აუმჯობესებს მხედველობას, მადას, აწესრიგებს არტერიულ წნევას, აქვს ზოგადმატონიზებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი. ნახარშის მოსამზადებლად ახალდაკრეფილ ან გამომშრალ ფოთლებს (1 ჩაის კოვზს) უნდა დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 30 წუთის განმავლობაში გააცხელოთ ორთქლის აბაზანაში, შემდეგ შეგრილებამდე გააჩეროთ, გადაწუროთ და მიიღოთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, 1/3 ჭიქა. ექინაცეის ნაყენი განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთარში. ის ამაღლებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს ფიზიკურ აქტივობას, ხსნის დაღლილობას. აიღეთ მცენარის ახალდაკრეფილი ან გამომშრალი ყვავილები  (30 გრამი), ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ 4-5 საათით გააჩერეთ სითბოში, რათა სასარგებლო ნივთიერებათა კონცენტრაციამ მაქსიმუმს მიაღწიოს. ნაყენი გადაწურეთ, გემოვნებისამებრ დაამატეთ შაქარი ან თაფლი და მიიღეთ დღეში სამჯერ ნახევარი ჭიქა.


ორკბილა

სამკურნალო და კოსმეტიკური მიზნით იყენებენ ორკბილას როგორც ფოთოლს, ასევე ღეროსა და ყვავილს. მცენარის ფოთოლი და ყვავილი შეიცავს ჩ ვიტამინს, კაროტინს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებსა და ეთერზეთებს. ორკბილას აქვს ძლიერად გამოხატული ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, შარდმდენი და ოფლმდენი მოქმედება. მას მცენარეულ სტრეპტოციდს უწოდებენ, რადგან ნებისმიერ ჭრილობას ადვილად აშუშებს და ახორცებს. ორკბილა ამაღლებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ის გამოიყენება როგორც გარეგანი მოხმარებისთვის, ასევე დასალევად. ერთ ჩაის კოვზს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი, გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ნაყენი ცხიმინი კანის მოსავლელად: 1 სადილის კოვზ ორკბილას დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. ცოტა ხანს გააჩერეთ, რომ გაფუვდეს. ამის შემდეგ დოლბანდის ფენებს შორის მოათავსეთ და 10-15 წუთით დაიდეთ სახეზე. პროცედურის შემდეგ სახე ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი შეიზილეთ. მუწუკების საწინააღმდეგოდ ორკბილას ნაყენში დასველებულ საფენებს 40-50 წუთით იფენენ სახეზე.

ორკბილას ნიღაბი: ორკბილას ფოთოლი დააქუცმაცეთ. აიღეთ ერთი სადილის კოვზი, დაუმატეთ ამდენივე თხელი ხაჭო და ერთი ჩაის კოვზი თაფლი, კარგად აურიეთ, დაიდეთ სახეზე, 15 წუთის შემდეგ  ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შეისხით სახეზე გრილი წყალი და დამატენიანებელი კრემი შეიზილეთ. ორკბილას ნაყენის აბაზანები სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვილებისა და პატარა ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილთათვისაც. ასეთი აბაზანები წმენდს და აახალგაზრდავებს კანს. აბაზანისთვის ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ორკბილა. დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ და აბაზანაში ჩაასხით. წყლის ტემპერატურა 37-38 გრადუსი უნდა იყოს, აბაზანის ხანგრძლივობა კი 10-15 წუთი. თმის ცვენის საწინააღმდეგოდ კარგია ორკბილაზე დაყენებული არაყი. ერთ სადილის კოვზ ორკბილას დაასხით 10 სადილის კოვზი არაყი, 2 კვირით გააჩერეთ ბნელ ადგილას, გადაწურეთ და მიიღეთ 10-10 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. კარგ ეფექტს მიიღებთ, თუ იმავე ნაყენს შეურევთ აბუსალათინის ზეთს თანაფარდობით 1:1 და შეიზელთ თმის ძირებში დაბანამდე 30-40 წუთით ადრე. დამძიმებული და შეშუპებული ფეხებისთვის სასარგებლოა ორკბილას აბაზანები: აიღეთ ორი სადილის კოვზი ორკბილა, დაასხით ორი ჩაის ჭიქა წყალი და ნახევარი საათი ადუღეთ წყლის აბაზანაში, გააცივეთ, გადაწურეთ, ჩაასხით წყლით სავსე ტაშტში და ჩაუშვით ფეხები 20 წუთით.

ელეუტეროკოკი

სამკურნალოდ ვარგისია ელეუტეროკოკის ფესვი და ფოთოლი. ელეუტეროკოკის პრეპარატებს აქვთ ზოგადგამაჯანსაღებელი და მასტიმულირებელი მოქმედება, რაც ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის, სხეულის მასის, ფიზიკური ძალისა და სისხლში ჰემოგლობინის დონის მომატებით გამოიხატება. მათი გავლენით იზრდება აგრეთვე ორგანიზმის გამძლეობა და ადაპტაციის უნარი გარემოს არასასურველი ფაქტორების მიმართ. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ელეუტეროკოკის პრეპარატები ხელს უწყობს სისხლის პლაზმის ცილოვანი შედგენილობის სწრაფ აღდგენას და აჩქარებს ქსოვილების შეხორცებას. ელეუტეროკოკის ფესვის ნაყენი ინიშნება:

  • პროფილაქტიკის მიზნით მწვავე რესპირატორული ინფექციის მასობრივი აფეთქების დროს;
  • ნევროზისა და ფსიქიკურ დაავადებათა გამწვავების თავიდან ასაცილებლად;
  • ონკოლოგიურ დაავადებათა კომპლექსური მკურნალობისას;
  • ქალა-ტვინის ტრავმის ნარჩენი მოვლენების მოსახსნელად;
  • ძნელად შეხორცებადი ჭრილობების შემთხვევაში;
  • შაქრიანი დიაბეტისა და მძიმედ მიმდინარე კლიმაქსის დროს;
  • გულის რევმატული დაზიანების დროს;
  • ნაღვლის ბუშტისა და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებისას.

სახლის პირობებში ნაყენის მოსამზადებლად უნდა აიღოთ მცენარის 50 გრამი ფესვი, დაასხათ 500 მლ 40%-იანი სპირტი ან არაყი, გააჩეროთ 15 დღე. ამ ნაყენის შენახვა სასურველია მუქი ბოთლით მაცივარში. უნდა მიიღოთ 20-40 წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დილით და სადილობისას. მკურნალობის კურსი მოიცავს 25-30 დღეს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დროს რეკომენდებულია ელეუტეროკოკის ექსტრაქტის (გამონაწვლილის)  მიღება დღეში 3-ჯერ 30 წვეთის ოდენობით - დღის პირველ ნახევარში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, ორი კვირის განმავლობაში. ელეუტეროკოკის ექსტრაქტი სასარგებლოა მშობიარობის შემდგომ პერიოდში ასთენიური მდგომარეობის დროს - 15-20 წვეთი 2-3-ჯერ დღის პირველ ნახევარში, ხოლო კლიმაქსის მძიმე გამოვლინებათა დროს რეკომენდებულია 20-40 წვეთი ელეუტეროკოკის ნაყენის მიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღის პირველ ნახევარში. მკურნალობის კურსი მოიცავს 25-30 დღეს.