ნუში ყველაზე ელიტური კაკალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნუში ყველაზე ელიტური კაკალი

ნუშის სამშობლოდ აზია მიიჩნევა, თუმცა მისი წარმოშობის ზუსტი ადგილი უცნობია, ევროპელები კი მის გაცნობას არაბებს უნდა უმადლოდნენ. მე-13 საუკუნეში იტალიელმა მოგზაურმა მარკო პოლომ ნუში ცენტრალური აზიის ტრამალებზე შეამჩნია. მას შემდეგ სამეფო კაკალი მოგზაურთა ძირითად საკვებად იქცა. მრავალ ქვეყანაში ნუში წარმატების, სიყვარულისა და ბედნიერების მომტან კულტურად ითვლება, ამიტომაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება საქორწილო, ნათლობისა თუ რელიგიურ ცერემონიებზე. მაგალითად, ინგლისში არსებობს ნუშის ჩამორიგების ტრადიცია - ქორწილში სტუმრებს ურიგებენ ხუთ ცალ ნუშს - ეგრეთ წოდებულ პატარძლის საჩუქარს, რომლებიც სიმბოლურად ჯანმრთელობას, სიმდიდრეს, სიუხვეს, ბედნიერებასა და დღეგრძელობას განასახიერებს.

სასარგებლო და სამკურნალო

ნუში, გარდა იმისა, რომ გემრიელია, სასარგებლოც არის. საერთოდ, ყოველგვარი კაკალი ცილებისა და მინერალების (რკინა, თუთია, მაგნიუმი) წყაროა, ნუშის გული კი, ამასთან ერთად, მდიდარია E ვიტამინით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სიმსივნურ დაავადებათა განვითარებას. ნუში კალციუმისა და B ჯგუფის ვიტამინების წყაროც არის, შეიცავს შაქარს, გლიკოზიდ ამიგდალინს, ფერმენტ ემულსინს და ცხიმებს. ნუშის გულს აქვს დამარბილებელი, შემომგარსველი, ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება. შუააზიურ მედიცინაში შაქარში არეულ დანაყილ ნუშს წარმატებით იყენებენ სისხლნაკლებობისა და ასთმის, ხველის, უძილობის, თავის ტკივილის, ხელ-ფეხის დაბუჟების სამკურნალოდ. კლასიკურ მედიცინაში ნუშის ემულსია, როგორც შემომგარსველი, დამარბილებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ინიშნება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ნუშის ზეთისგან ამზადებენ მალამოებს. გარდა ამისა, ის ნაზი საფაღარათო საშუალებაც არის და ნუშის რძესთან ერთად კოსმეტოლოგიაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ნუშის ზეთი

ნუშის ზეთს ორი სახეობის - ტკბილი და მწარე - ნუშისგან ხდიან. ის წარმოადგენს სასიამოვნო გემოს მქონე მოყვითალო ფერის გამჭვირვალე უსუნო სითხეს. მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ფიტოსტეროლს, ამიგდალინს, ტოკოსტეროლს, ტრიოლეინს, ლინოლენის მჟავას გლიცერიდს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს. ნუშის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აფერხებს უჯრედთა დაბერებას, აცხრობს კანის ანთებით პროცესებს და F ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, უნარჩუნებს თმას ელასტიკურობასა და ბზინვარებას. ნუშის ზეთი არეგულირებს კანში წყლისა და ლიპიდების ცვლას, ეპიდერმული ბარიერის განვლადობას, ააქტიურებს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს. საუკეთესო საშუალებაა მასაჟისათვის. გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა ზეთებთან კომბინირებულად ცელულიტის სამკურნალოდ. კარგად შეიწოვება კანიდან, აქვს ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული და მატონიზებელი მოქმედება, ამშვიდებს, კვებავს და ატენიანებს კანს. რეკომენდებულია მგრძნობიარე და მშრალი კანის გასაწმენდად, ნაწოლების სამკურნალოდ, მშრალი თმის მოსავლელად. მისი რეგულარული შეზელა აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, აჯანსაღებს და ბზინვარებას მატებს მას. ეფექტურია ნაოჭების (განსაკუთრებით - თვალის ირგვლივ არსებულთა) საწინააღმდეგოდ. კარგია თერმული დამწვრობის, კანის მიკროტრავმების სამკურნალოდაც.

ცხელი ზეთოვანი ნიღაბი

აიღეთ ბამბის ფთილა, დაასველეთ ცხელ წყალში და კარგად გაწურეთ. წაუსვით 20-25 მლ ნუშის ზეთი, დაიფინეთ სახესა და ყელზე. დაიფარეთ ხაოიანი პირსახოცი, გაიჩერეთ 20-30 წუთს. კანის ელასტიკურობისა და დრეკადობის შესანარჩუნებლად ასეთი პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია თვეში 2-3-ჯერ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინტენსიურად იყენებთ ხელოვნურ კოსმეტიკურ საშუალებებს ან უკვე გადააბიჯეთ 40 წელს.

ჰერპესული გამონაყარის დროს

ნუშის ზეთს დაამატეთ იმავე ოდენობის ლავანდის, ჩაის ხის ან გვირილის ეთერზეთი. დღეში 4-5-ჯერ შეიზილეთ ჰერპესული გამონაყარით დაფარულ უბნებში.