ია ახარებს თვალს და ათბობს სულს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ია

უნდა ვიცოდეთ, რომ შინაურ პირობებში ვახარებთ არა იებს, არამედ სენპოლიებს, უფრო სწორად, მათ ერთ-ერთ ჯიშს - უზამბარულ იას.

საკუთრივ ია ნაზი, სასიამოვნო შეფერილობისა და სურნელის მქონე ბალახოვანი მცენარეა. იისებრთა ოჯახს მიეკუთვნება სამფერა იაც. როდესაც პარმის იებზე საუბრობენ, სწორედ ამ ყვავილებს გულისხმობენ. ფანჯრის რაფაზე მათი მოშენება საკმაოდ ძნელია. სენპოლიის სამშობლო აფრიკა, უზამბარის მთებია. ბუნებრივი უზამბარული ია ყვავილებისა და ფოთლების მრავალფეროვანი ფორმითა და შეფერილობით გამოირჩევა. გამოყვანილია მისი უამრავი სახეობა. იების კლასიფიკაციასაც უწინარესად სწორედ ყვავილების შეფერილობისა და ფორმის, აგრეთვე ყვავილის ტიპის მიხედვით ახდენენ.

ამის კვალობაზე, არსებობს ქიმერები, ფანტაზიორები, კლასიკური, ვარსკვლავისებრი იები, "ზანზალაკები". ნახევრად მრავალფურცელებს ცენტრში ერთი ან ორი დამატებითი ფურცელი აქვთ, მრავალფურცელებს კი ბევრი.

სხვადასხვა ჯიშის იებს ყვავილის ფურცლების განლაგებაც სხვადასხვაგვარი აქვთ: ზოგი ბურთულას წააგავს, ზოგი უფრო ბრტყელია. სენპოლიებს ფოთლის ტიპის მიხედვითაც განასხვავებენ.

უპირველეს ყოვლისა, განასხვავებენ "ბიჭუნებს" და "გოგონებს". "გოგონებს" ფოთლის ზედა მხარეს, ფუძესთან, აქვთ ბაცი ლაქა, "ბიჭუნების" ფოთლები მთლიანად მწვანეა. ყველაზე ხშირად ვხვდებით სენპოლიებს 20-დან 40 მმ-მდე დიამეტრის გვირგვინებით;

არსებობს ასევე გიგანტური ჯიშები (40-დან 60 მმ-მდე), მინიატურები (15 მმ-მდე) და ე. წ. მიკრომინიატურები (6 მმ). ამბობენ, რომ სენპოლია საუკეთესო მცენარეა ახალბედა მეყვავილისთვის.

თუ მარტივ წესებს დავიცავთ, ისინი თითქმის განუწყვეტლივ იყვავილებენ და თავიანთი სილამაზით გაგვაოცებენ. სენპოლიებისათვის განკუთვნილი ქოთანი მეტისმეტად დიდი არ უნდა იყოს. ის ფანჯრის რაფებზე უნდა დავდგათ, ფანჯარა კი აღმოსავლეთით ან დასავლეთით უნდა გადიოდეს.

მცენარეს სინათლე ყოველი მხრიდან რომ მოხვდეს, ქოთანი დროდადრო შეიძლება შევატრიალოთ. ოპტიმალური ტემპერატურა 20-22 გრადუსია, მკვეთრი ცვალებადობის გარეშე. სენპოლიები უფრთხიან ორპირ ქარებს, ასევე - მზის პირდაპირ სხივებს. ვინაიდან იებს ძალიან უყვართ ნოტიო ჰაერი, ძირში უყრიან ხრეშს, კერამზიტს ან ფერად მარმარილოს და უსხამენ წყალს. მაგრამ საჭიროა თვალყურის დევნება, რათა წყლის დონე ნაყარს არ ასცდეს, თორემ ნიადაგი მეტისმეტად გაიჟღინთება სითხით, ფესვები დალპება და მცენარე დაიღუპება.

ია ახარებს თვალს და ათბობს სულს. ეს ყვავილი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სახლში ზედმეტად ემოციურ ადამიანებს, ასევე მათ, ვინც გარიყულად გრძნობს თავს და აკლია ირგვლივ მყოფთა ყურადღება. განსაკუთრებით სასარგებლოა იების ქონა ოთახში, სადაც ჩვილი ბავშვები არიან.

სასიამოვნო სურნელის გამო იას კოსმეტიკაშიც იყენებენ. იის სურნელს ამატებენ საპნებს, დეზოდორებს, ჰაერის გამწმენდებს, შამპუნებს, ლოსიონებს...

შინაურ რეცეპტებში შეხვდებით იის ყვავილის ფურცლებისგან დამზადებულ წვენს, რომელსაც გამონაყარის დროს სახის ან ტანის გასაწმენდად იყენებენ. ის საოცრად ეფექტურია წითელას, ქუნთრუშას, ჩუტყვავილას დროს - ამ ინფექციური ავადმყოფობის ნარჩენებს უკვალოდ აქრობს.

იის დეკორატიული ფორმაა იაჟუჟუნა. ის ევროპასა და აზიაშია გავრცელებული, განსაკუთრებით - ისეთი ჯიშები, რომლებსაც სხვადასხვა შეფერილობის ყვავილები აქვთ. ველურ იაჟუჟუნას მედიცინაში ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ.

სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა სამფერა ია. სამკურნალოდ იყენებენ მის ღეროსა და ფოთლებს. შეიცავს ასკორბინის მჟავას, ტანინს, თუთიას, სელენს, ბორს, კალიუმს, ფლავონოიდებს, ც ვიტამინს. აქვს ამოსახველებელი, დამარბილებელი, ოფლმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ეფექტურია ქალური დაავადებების, გაციების, ხველების, ალერგიის, დიათეზის დროს.