გვირილა და მისი სიკეთე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

გვირილა და მისი სიკეთე

გვირილა და მისი სიკეთე

გვირილა ყვავილთა სამეფოს კონკიაა - გარეგნულად მოკრძალებული, მაგრამ ძალიან სასარგებლო, რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს ფლორის სხვა, უფრო მნიშვნელოვან და ლამაზ წარმომადგენლებთან შედარებით. იშვიათია ადამიანი, ვისაც ეს საოცარი მცენარე არ გამოუყენებია. მისი ნაყენი უებარი სავლებია ყელის, კბილის, ღრძილების ტკივილის დროს. პატარებს მისი ნახარში მუცლის ტკივილს უამებს. ეს მცენარე შედის მრავალი იმ მედიკამენტის შემადგენლობაში, რომლებსაც სტომატიტის, გინგივიტის, კოლიკის საწინააღმდეგოდ იყენებენ. ლათინური სახელი მატრიხ გვირილას იმის გამო ეწოდა, რომ უამრავ ქალურ პრობლემას შველოდა. ავიცენა გვირილას დაუძლურების დროს უცვლელ საშუალებად მიიჩნევდა. გვირილას თანაბარი

სიხშირით იყენებენ როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.

ეს ძალიან მსუბუქი მცენარეული საშუალებაა, რომლის წინაშე უკან იხევს მრავალი სნეულება, მათ შორის - სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული დაავადებები, დიათეზი, დერმატიტი, ეგზემა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოდან სისხლდენა. გვირილა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სამკურნალო მცენარეთაგან, რომელთა მიღებაც რეკომენდებულია კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს.

გვირილის" target="_blank" href="/index.php?option=com_encyclopedia&task=search&term=%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1&Itemid=351" >გვირილის ნაყენი ამცირებს ნაწლავებში აირების წარმოქმნას, ხსნის სპაზმს, კუჭის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, აძლიერებს ნაღვლის გამომუშავებას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სწრაფ შეხორცებას, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ხალხური მედიცინა გვირილას იყენებს ნაყენის, ნახარშის, ჩაის, აბაზანის, აპლიკაციის, საფენისა და სავლების სახით. თანამედროვე ექიმებიც ფართოდ იყენებენ გვირილის სამკურნალო თვისებებს, რეკლამას უწევენ მას როგორც სწრაფმოქმედ საშუალებას სურდოს დროს. კარაბადინებში იოლად იპოვით გვირილისგან დამზადებული საშუალებების რეცეპტებს.

  • გვირილა იმ გამაახალგაზრდავებელი ელექსირის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ტიბეტელმა ბუდისტმა ბერებმა გამოიგონეს. რეცეპტი საოცრად მარტივია: აიღეთ 100-100 გ კრაზანა, გვირილა, უკვდავა (ნეგო) და არყის ხის კვირტი, 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და 3 საათით დააყენეთ. მიიღეთ ძილის წინ თაფლთან ერთად. ელექსირი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სახსრების ელასტიკურობას, კურნავს სიმსუქნეს (გაცხიმოვნებას), ჰიპერტონიას, ორგანიზმიდან აძევებს ტოქსინებს და აუმჯობესებს მხედველობას.
  • თუ მუცლის ღრუს სპაზმებს, გაღიზიანებადობას ან უძილობას უჩივით, აბების ჩაყლაპვას თუ მიქსტურების სმას ნუ იჩქარებთ, მიიღეთ გვირილის ჩაი ან ნაყენი.
  • დამამშვიდებელი ჩაი: აიღეთ 1 ჩაის კოვზი გვირილის ყვავილი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, დააყენეთ 10 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად ძილის წინ უძილობის ან ძლიერი გადაღლილობის დროს.
  • აიღეთ 6 წილი გვირილის ყვავილი, 4 წილი კატაბალახას ფესვი და 1 წილი ძირა. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილა-საღამოს მეტეორიზმის დროს.
  • ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ: აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი კრაზანა, მინდვრის შვიტა, გვირილა, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 3 წუთი, დააყენეთ, 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ პირში დღეში 5-6-ჯერ.


როგორ მოვაგროვოთ გვირილა
სამკურნალო გვირილა, ბაბუნა, ძლიერ დატოტვილი ერთწლოვანი ბალახია, სიმაღლით 35-40 სმ. აქვს ორმაგად ფრთისებრ გაკვეთილი მორიგეობითი ფოთლები, კალათა ყვავილედი. გრძელ ყუნწზე მოთავსებულია ერთი ყვავილი. ახასიათებს გვერდითი თეთრი ენისებრი და შიდა მილისებრი ყვავილები. მცენარის ყოველი ნაწილი სურნელოვანია, ყვავის მთელი ზაფხული, მასიურად კი ივნისში. ცალკეული ყვავილები გაშლილია სამი კვირის განმავლობაში. ხარობს ველებზე, ტყის მდელოებზე, ქმნის დიდ ნაზარდებს. გვირილის ყვავილები უნდა მოკრიფოთ უყუნწოდ, ისეთ დროს, როცა ჰორიზონტალურად არის გაშლილი. უფრო გვიან მოგროვებული ნედლეული უვარგისია. ყვავილები დაკრიფეთ ხელით ან სპეციალური სავარცხლით. შეაგროვეთ ტილოს პარკში. გააშრეთ ჰაერზე ან შენობაში, 40-45 გრადუს სითბოში. მშრალი ყვავილები შეინახეთ მუყაოს ან ხის კოლოფში. ვარგისია ორი წელი.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
სატაცური ხახვისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 100-მდე სახეობა, რომელთაც ნორჩი ყლორტების შეფერილობის მიხედვით განასხვავებენ.
ისპანახს საოცარ მცენარეს და მწვანე დოპინგს უწოდებენ. ის აქვეითებს ცხიმიანი და ტკბილი საკვებისადმი ლტოლვას, ზრდის კუნთების ძალასა და მოცულობას.
სპეციალისტები გვირჩევენ სეზონზე აუცილებლად მივირთვათ დღეში 4-5 მანდარინი.
გრეიპფრუტი უნიკალურია, რადგან დანამდვილებით არავინ იცის, რას წარმოადგენს ეს ხილი.
ნივრის სასარგებლო თვისებები სადღეისოდ მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად