სასუნთქი გზების ანთების და ფილტვების დაავადებების დროს ძირტკბილას ნახარში სცადეთ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

სასუნთქი გზების ანთების და ფილტვების დაავადებების დროს ძირტკბილას ნახარში სცადეთ

სასუნთქი გზების ანთების და ფილტვების დაავადებების დროს ძირტკბილას ნახარში სცადეთ
რა უნდა ვიცოდეთ სამკურნალო მცენარის შესახებ.
ადამიანები ძირტკბილას ყველაზე ხშირად იყენებენ ხველების, ყელის ტკივილისა და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების შესამსუბუქებლად.

ფიქრობენ, რომ ძირტკბილას გარეგანი აპლიკაციები შეამცირებს კანის გაღიზიანებას (მაგალითად, ეგზემას).

ძირტკბილას ფესვის შემადგენლობაში შედის საპონინი-გლიცირიზინი, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილები (23%-მდე), რომლებიც მას აძლევენ ტკბილ გემოს, 4%-მდე ფლავონოიდები, გლიცირეტის მჟავა, სტეროიდები, ეთერზეთი, ასპარაგინი, ასკორბინის მჟავა და სხვა.


ხალხურ მედიცინაში ძირტკბილას ნახარში ძირითადად გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზების ანთების, ფილტვების იმ დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ხველა, რადგან ფესვებში არსებული საპონინები
არბილებენ და აადვილებენ ხველას.


ძირტკბილას ნახარშები და ნაყენები იხმარება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, როგორც შარდმდენი, სპაზმოლიტური საშუალება.


ძირტკბილას ფესვებისაგან ნაყენის მოსამზადებლად
10 გრ (1 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ფესვი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი. დაახურეთ თავსახური,
გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15-20 წთ. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გაწურეთ; მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.


ხალხურ მედიცინაში ძირტკბილას ხმარობენ წინამდებარე ჯირკვლის ადენომით გამოწვეული შარდის შეკავების დროს.


ძირტკბილას ფესვების გამონაწური ასე დაამზადეთ:
1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მლ (1/2 ლიტრი) წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წთ.
გაცივების შემდეგ გადაწურეთ, მიიღეთ ღვინის ჭიქა ყოველი ჭამის წინ.


შესაძლო გვერდითი მოვლენები
: გლიცერიზინი თირკმლებში მარილებისა და წყლის შეკავებას იწვევს, რამაც შეიძლება, თავის მხრივ, სისხლის წნევის მომატება გამოიწვიოს. აგრეთვე შესაძლოა თირკმლებიდან კალიუმის ექსკრეციის გაძლიერება მოხდეს, რაც სისხლში კალიუმის დონის დაქვეითებას იწვევს. კალიუმის ექსკრეციის გაძლიერებამ შეიძლება განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნას ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გულის დაავადება, და მათ, ვინც იღებს დიგოქსინს ან დიურეტიკებს, რომლებიც, თავის მხრივ, აძლიერებენ კალიუმის ექსკრეციას შარდში. ამ ადამიანებმა და მათ, ვისაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა, თავი უნდა შეიკავონ ძირტკბილას მიღებისაგან.

ძირტკბილამ შეიძლება ნაადრევი მშობიარობის რისკი გააძლიეროს, ამიტომ ორსულმა ქალებმა თავი უნდა შეიკავონ ძირტკბილას გამოყენებისაგან.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
წლებია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მაქვს. მთელი ცხოვრება მისი მართვაა საჭირო,
მარწყვი ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. საქართველოში ველურად ხარობს მისი 3 სახეობა:
ხორბლის ღივები ხორბლის ღივებით მკურნალობას დიდი ისტორია აქვს. დღეს უკვე მეცნიერული გამოკვლევებითაა შესწავლილი და დადასტურებული ის,
ჟოლო გემოსა და არომატთან ერთად ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი თვისებითაც გამოირჩევა.
სამკურნალო ტუხტის ფესვების შემადგენლობაში შედის 10%-მდე ლორწოვანი ნივთიერება, 50% სახამებელი, შაქარი, ეთერზეთი.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად