ხორბლით მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხორბლით მკურნალობა

რომ ხორბლის ყლორტები მრავალი დაავადების სამკურნალო და საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. საკმარისია ჩამოვთვალოთ ამ ბუნებრივი მკურნალის მოქმედების რამდენიმე ეფექტი:

  • ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას;
  • ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას;
  • ამახვილებს მხედველობას;
  • აღადგენს თმის სტრუქტურას;
  • აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობას სიცივისადმი;
  • ხელს უწყობს სხვადასხვა წარმონაქმნის გაწოვას;
  • ორგანიზმიდან გამოჰყავს ქოლესტერინი, წიდები და სხვა მავნე ნაერთები;
  • სისხლს ამდიდრებს ჟანგბადით;
  • ამაღლებს იმუნიტეტს;
  • ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

დღეს, დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოს პირობებში, ხორბლის ახალგაღივებული მარცვლების გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ტონუსის, შრომისუნარიანობისა და იმუნიტეტის ასამაღლებლად. ამიტომაც პრაქტიკულად მთელი მსოფლიო ცდილობს, ჯანმრთელობა ხორბლის ყლორტებით შეინარჩუნოს. პარიზში, მაგალითად, ხორბლის ყლორტები მაღაზიებში ბოსტნეულთან ერთადაა გამოფენილი: ინგლისში – ხორბლის გამხმარი ღივები, როგორც პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალება, აფთიაქებში იყიდება; აშშ-ში ყლორტები პასტერიზებული, დაფხვნილი და აბებად დაპრესილი სახით გამოდის. ამერიკელები მას მარილის სახით იყენებენ, ოღონდ, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი რაოდენობით.

მაინც რითია სასარგებლო ხორბლის ყლორტები?

უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ ხორბლის ახალგაღივებული ყლორტები განსაკუთრებულად მდიდარია E ვიტამინით. ეს უკანასკნელი აუცილებელია კუნთოვანი, ნერვული და ღვიძლის უჯრედების ნორმალური ფუნქციობისათვის, აგრეთვე სქესობრივი ფუნქციის შენარჩუნებისა და ორგანიზმში ქსოვილთა განახლებისათვის. B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ასევე უხვადაა წარმოდგენილი ხორბალში, მნიშვნელოვანია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობისა და მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებისათვის. ხორბლის ღივები მაღალი კვებითი ღირებულების დანამატად არის აღიარებული, დიდი რაოდენობით მინერალური ნივთიერებების, B, ჩ, D, E, K, PP ვიტამინებისა და A პროვიტამინის შემცველობის გამო. ის მდიდარია სახამებლით, უჯრედისით, ნატურალური შაქრითა და ფერმენტებით. უჯრედისი განაპირობებს ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას, ასტიმულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას. ქრომი და ლითიუმი – იშვიათი მიკროელემენტები, დიდ როლს თამაშობენ ნერვული სისტემის ფუნქციური განლევის პროფილაქტიკაში. კალიუმი განაპირობებს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას, ამაგრებს გულის კუნთს, ხელს უწყობს კუნთოვანი ბოჭკოების ნორმალურ მუშაობას.

ხორბლის მარცვლების დაფქვისას აღნიშნული ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები იკარგება, ამიტომაც ახალგაღივებული ხორბლით კვებას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. ხორბლის ყლორტები სახლის პირობებშიც ადვილად ვითარდება. ამისათვის აიღეთ ცოტაოდენი მარცვლეული (უმჯობესია ახალმოწეული მოსავლის და რაც მთავარია, ჯანსაღი მარცვლები, ძველი მარცვლები გვიან ღივდება), გარეცხეთ წყლის გამდინარე ნაკადით, დაასხით წყალი პროპორციით 1:2 და დადგით მშრალ ადგილას სამი დღით. ამ დროში ხორბლის მარცვლები დარბილდება. ამის შემდეგ ლანგარზე ან გაშლილ თეფშზე სველი დოლბანდი დააფინეთ, ზედ დარბილებული მარცვლები გაშალეთ, ზემოდან სველი ნაჭერი დააფარეთ და ლანგარი რაფაზე მოათავსეთ. ნაჭერს ყოველდღიურად, ვიდრე მარცვლები გაღივდება, ცოტაოდენი წყალი ამატეთ, რათა სისველე არ დაკარგოს. როგორც კი 1,5-2 მმ ყლორტები განვითარდება, ღივები ცივი წყლის ნაკადით გაავლეთ და მიირთვით. სასურველია ღივები წყლით გავლების შემდეგ მიირთვათ, თუმცა მათი შენახვა მაცივარში 2-3 დღითაც შეგიძლიათ. ამასთან, გირჩევთ, ღივები წინასწარ დააქუცმაცოთ, რათა მათ შემდგომი ზრდა-განვითარება ვეღარ შეძლონ.

ხორბლის ქატო

ხორბლის ყლორტების გარდა, სასარგებლოა ქატოც. მასში უხვად არის წარმოდგენილი B და PP ვიტამინები, კალციუმის, სილიციუმისა და ფთორის მარილები. ქატო, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, კერძოდ ნაწლავებისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას, წმენდს ორგანიზმს წიდებისაგან, ჭარბი ქოლესტერინისა და შაქრისაგან, ქატოში დიდი რაოდენობით წარმოდგენილი მაგნიუმი კუნთებს იცავს კრუნჩხვებისაგან. ქატო სასარგებლოა მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების, გაცხიმოვნებისა და ათეროსკლეროზის დროს. ხორბლის ქატოსაგან მზადდება ნახარშები, რომელთაც გამორჩეული ეფექტი აქვთ ძლიერი ხველისა და გრიპით დაავადების მკურნალობისას. აღნიშნული ნახარშები რეკომენდებულია დასუსტებულთათვის, ასევე ინფექციური დაავადებების, კერძოდ, გრიპის გადატანის შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდში. ნახარშის მომზადების წესი მარტივია. 200 გ ქატო ერთ ლიტრ წყალში უნდა ადუღოთ 15 წუთს, დაამატოთ თაფლი და კვლავ ადუღოთ 15 წუთს. ნახარში გაცივების შემდეგ (აუცილებლად გადაუწურავი) უნდა დალიოთ. ხველის საწინააღმდეგოდ ნახარშს დალევამდე შეგიძლიათ ცოტაოდენი თაფლი ისევ დაამატოთ და ჭამის წინ 150 მლ ოდენობით მიირთვათ. თუ ნახარშს თაფლის გარეშე ჭამის შემდეგ დალევთ, ნაწლავის სუსტი აქტივობით გამოწვეული შეკრულობის პრობლემას გადაჭრით.

* * *

კანის ანთების ან შეშუპების განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ხორბლის ფქვილის დაყრა დაზიანებულ უბანზე და კანში მისი შეზელა. ანთებით გამოწვეულ შეშუპებებს ადვილად აცხრობს აგრეთვე მოხარშული ხორბლისაგან დამზადებული პასტა, რომელსაც შერეული აქვს ზეითუნის ზეთი. მოხარშული ხორბალი ხახვის წვენთან ერთად სასარგებლოა ტრავმული შეშუპებების სამკურნალოდ. თუ ხორბალს ზეითუნის ზეთში მოხარშავთ, მიიღებთ მალამოს, რომელიც გამოიყენება კანის წყლულების, თმის ცვენისა და ბავშვებში ლიქენის სამკურნალოდ.