მცენარე, რომლის ნაყენიც წონის მომატებაში დაგეხმარებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მცენარე, რომლის ნაყენიც წონის მომატებაში დაგეხმარებათ

  • ნაყენის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნედლეული, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე.

კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სადინარების დაავადებების, გაცივებისა და ციების დროს იყენებენ ასისთავას ნახარშს.

დიდი დოზებით ასისთავას პრეპარატების მიღება იწვევს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევას.

ჭარბი წონის ეპოქაში იშვიათად, მაგრამ მაინც შევხვდებით ისეთ ადამიანებს, რომელთა სანუკვარი ოცნება წონის მომატებაა. გთავაზობთ საშუალებას, რომელიც მადის გაძლიერებით სასურველ კილოგრამებს შეგმატებთ. ამისთვის საჭიროა, შეიძინოთ მცენარე ასისთავა, მისი ნახარშით კი სპირტზე დაამზადოთ ნაყენი:

  • ასისთავას ბალახის ნაყენი: 1 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თბილად შეფუთეთ და დააყენეთ ნახევარი საათი, შემდეგ გაწურეთ. უნდა დაილიოს 1 სადილის კოვზით 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • ასისთავას ბალახის ნახარში ასე მზადდება: 2 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში, გაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • ასისთავას ბალახის სპირტზე ნაყენი ასე მზადდება:აიღეთ 20 გრამი დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 40%-იანი სპირტი, დააყენეთ 7-14 დღე, ყოველდღე რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, გაწურეთ. მიიღეთ 15-20 წვეთი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

ნ. ლ. რუსთავი