შტოში, ასკილი, კუნელი, ევკალიპტი - ფიტოთერაპია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შტოში, ასკილი, კუნელი, ევკალიპტი - ფიტოთერაპია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ

შტოში და ასკილი

არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისია დილით, უზმოზე, დალიოთ შტოშის ვაჟინი: 2 ჭიქა შტოშის წვენს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაცივდება და მიირთვით. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.

კუნელი

კუნელის ყვავილების ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ 200 მლ. იგი სასარგებლოა როგორც მომატებული არტერიული წნევის დასაქვეითებლად, ისე გაძლიერებული გულისცემის ნორმაში მოსაყვანად. 60 გრამ ყვავილს დაასხით 0,5

ლიტრი მდუღარე წყალი, შემოდგით ძალიან ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე და კიდევ უფრო დაბალ ცეცხლზე ადუღეთ კიდევ 30 წუთი.

გაწურეთ და ისე მიირთვით. საკმაოდ ეფექტიანად ებრძვის ჰიპერტონიას კუნელის ნაყოფის ნაყენიც. 25 გრამ კუნელს დაასხით 200 გრამი მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში 4-6 საათით, მერე გაწურეთ და მიირთვით. სვით 50 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

ვაშლი და ქიშმიში

წნევა მუდამ ნორმაში რომ გქონდეთ, უნდა მიირთვათ რაც შეიძლება მეტი ვაშლი და ქიშმიში, განსაკუთრებით - საღამოს.

ჭარხალი და თაფლი

წნევის დასარეგულირებლად აიღეთ ერთნაირი რაოდენობის ჭარხლის წვენი და თაფლი, ერთმანეთში აურიეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამის წინ. ანდა აიღეთ 0,5-1 ჭიქა ჭარხლის ახალგამოწურული წვენი, კარგად გახსენით შიგ 1 სადილის კოვზი თაფლი და მიიღეთ.

ფორთოხალი

აიღეთ ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი - 150-200 მლ, გახსენით შიგ 1 სადილის კოვზი თაფლი და დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

ბოსტნეულის წვენი

დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ, მიიღეთ 3 სადილის კოვზი ერთმანეთში არეული თალგამის, სტაფილოს, ჭარხლის, პირშუშხასა და ერთი ლიმონის წვენი.

მომზადებამდე წვრილად გახეხილ პირშუშხას დაასხით 50 მლ არაყი და გააჩერეთ 24 საათი თავდახურულ ქილაში. ნარევი ეკრძალებათ ჰეპატიტით, გასტრიტით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულებს. ხალხური მედიცინა გვირჩევს, წნევის ნორმალური მაჩვენებლის შესანარჩუნებლად წყალი ვსვათ ნელ-ნელა, ყლუპებით, და არა ერთბაშად.

ჟენ-შენი და ევკალიპტი

წელიწადში 3-4-ჯერ 21 დღის განმავლობაში მიიღეთ ჟენ-შენის ან ევკალიპტის ნაყენი. თუ ძლიერ გამოხატული ჰიპოტონია გაქვთ, შეგიძლიათ ლიმონურას წვეთებიც სვათ: 10-20 წვეთი გააზავეთ 1/4 ჭიქა წყალში და მიიღეთ საუზმისა და სადილის წინ.