პიტნის ფოთლები გაღიზიანებული ნაწლავის ფლორას ამშვიდებს, თავის ტვინის ფუქნციონირებას კი აძლიერებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პიტნის ფოთლები გაღიზიანებული ნაწლავის ფლორას ამშვიდებს, თავის ტვინის ფუქნციონირებას კი აძლიერებს

ის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო მცენარე და სანელებელია.

პიტნა მხოლოდ ჯანსაღ სუნთქვაში არ გვეხმარება, მას შეუძლია ჰორმონების დაბალანსება, ასევე კუჭ-ნაწლავის მოწესრიგება და თავის ტვინის შესაძლებლობების გაუმჯობესება.

რაც შეიძლება უფრო ხშირად შეიტანეთ ის თქვენი კვების რაციონში, მიირთვით პიტნის ჩაი, დაუმატეთ ის სალათებსა და დესერტებში.

პიტნის სასარგებლო თვისებები:

• აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას;

• გვეხმარება გაციების სიმპტომების შემსუბუქებაში;

• ასევე გვეხმარება პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნებაში;

• აძლიერებს თავის ტვინის ფუნქციონირებას;

• ძუძუთი კვებასთან ასოცირებულ ტკივილებს ამსუბუქებს;

• ამცირებს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) სიმპტომებს;

• ამცირებს დისპეფსიას (საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობას).

პიტნა შეიცავს მენთოლს, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში კუნთებს ადუნებს და ამშვიდებს.

კვლევები ადასტურებს, რომ ის განსაკუთრებით ეფექტურია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS) დროს.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, შეშუპება, კრუნჩხვები, ან გულისრევა შეიძლება ახლდეს თან.

იტალიაში ჩატარებული კვლევის მონაწილეებს პიტნის ზეთის კაფსულებს ასმევდნენ, შედეგად ოთხ კვირაში მათ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით გამოწვეული სიმპტომები 72%-ით შეუმცირდათ.

პიტნის ჩაი კი განსაკუთრებული ანტიმიკრობული თვისებებით გამოირჩევა, რაც პირის ღრუში ბაქტერიების განადგურებას უწყობს ხელს.

ზოგიერთი კვლევის თანახმად, პიტნის მხოლოდ სუნიც კი საკმარისია, რომ თავის ტვინი ენერგიით დაიმუხტოს და კოგნიტური უნარ-ჩვევები გაგვიუმჯობესდეს.

ნეირომეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა, რომ პიტნის სუნი სიფხიზლეს გვმატებს და მეხსიერების გაუმჯობესებაში გვეხმარება.

ის ეფექტურია დაღლილობისა და შფოთვის შესამცირებლად.

პიტნა შეიცავს A ვიტამინს, რკინასა და მაგნიუმს. მასში არის B ვიტამინები, ფოსფორი, კალიუმი, თუთია და სპილენძი.