პიტნის ფოთლები გაღიზიანებული ნაწლავის ფლორას ამშვიდებს, თავის ტვინის ფუქნციონირებას კი აძლიერებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

პიტნის ფოთლები გაღიზიანებული ნაწლავის ფლორას ამშვიდებს, თავის ტვინის ფუქნციონირებას კი აძლიერებს

პიტნის ფოთლები გაღიზიანებული ნაწლავის ფლორას ამშვიდებს, თავის ტვინის ფუქნციონირებას კი აძლიერებს
პიტნა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო მცენარეული ბალახია, რომელიც უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს.
ის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო მცენარე და სანელებელია.


პიტნა მხოლოდ ჯანსაღ სუნთქვაში არ გვეხმარება, მას შეუძლია ჰორმონების დაბალანსება, ასევე კუჭ-ნაწლავის მოწესრიგება და თავის ტვინის შესაძლებლობების გაუმჯობესება.


რაც შეიძლება უფრო ხშირად შეიტანეთ ის თქვენი კვების რაციონში, მიირთვით პიტნის ჩაი, დაუმატეთ ის სალათებსა და დესერტებში.


პიტნის სასარგებლო თვისებები:


• აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას;


• გვეხმარება გაციების სიმპტომების შემსუბუქებაში;


• ასევე გვეხმარება პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნებაში;


• აძლიერებს თავის ტვინის ფუნქციონირებას;


• ძუძუთი კვებასთან ასოცირებულ ტკივილებს ამსუბუქებს;


• ამცირებს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) სიმპტომებს;


• ამცირებს დისპეფსიას (საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობას).


პიტნა შეიცავს მენთოლს, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში კუნთებს ადუნებს და ამშვიდებს.


კვლევები ადასტურებს, რომ ის განსაკუთრებით ეფექტურია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS) დროს.


გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, შეშუპება, კრუნჩხვები, ან გულისრევა
შეიძლება ახლდეს თან.


იტალიაში ჩატარებული კვლევის მონაწილეებს პიტნის ზეთის კაფსულებს ასმევდნენ, შედეგად ოთხ კვირაში მათ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით გამოწვეული სიმპტომები 72%-ით შეუმცირდათ.


პიტნის ჩაი კი განსაკუთრებული ანტიმიკრობული თვისებებით გამოირჩევა, რაც პირის ღრუში ბაქტერიების განადგურებას უწყობს ხელს.


ზოგიერთი კვლევის თანახმად, პიტნის მხოლოდ სუნიც კი საკმარისია, რომ თავის ტვინი ენერგიით დაიმუხტოს და კოგნიტური უნარ-ჩვევები გაგვიუმჯობესდეს.


ნეირომეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა, რომ პიტნის სუნი სიფხიზლეს გვმატებს და მეხსიერების გაუმჯობესებაში გვეხმარება.

ის ეფექტურია დაღლილობისა და შფოთვის შესამცირებლად.


პიტნა შეიცავს A ვიტამინს, რკინასა და მაგნიუმს. მასში არის B ვიტამინები, ფოსფორი, კალიუმი, თუთია და სპილენძი.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ამ ეგზოტიკური ხილის ყველაზე გავრცელებული სახეობაა წაგრძელებული ფორმის პრიალა, ნარინჯისფერკანიანი მანგო.
სატაცური მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ასპარაგინით, კუმარინით, ნახშირწყლებით, ცილებით, კაროტინოიდებით, შეიცავს C და B ჯგუფის ვიტამინებს, ეთეროვან ზეთს, გოგირდოვან მჟავას.
ახალი წელი წარმოუდგენელია მანდარინის, ფორთოხლისა და სხვა ციტრუსის გარეშე, მათი სურნელი საახალწლო ასოციაციას იწვევს და
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში მოჰყავთ. გარეგნულად კომში ვაშლს მოგვაგონებს, მაგრამ უფრო მაგარია, გემო კი მომჟავო და ოდნავ მწკლარტე აქვს.
გვირილას სამკურნალო თვისებები ყველასათვის ცნობილია, თუმცა ხშირად არ იციან, როგორ უნდა მოამზადონ მისი ნაყენი სწორად
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად