სატაცურის წვენი ხელს უწყობს მჟაუნმჟავას კრისტალების დაშლას თირკმელსა და კუნთოვან სისტემაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სატაცურის წვენი ხელს უწყობს მჟაუნმჟავას კრისტალების დაშლას თირკმელსა და კუნთოვან სისტემაში

სამკურნალოდ იყენებენ ფესვს, ნორჩ ყლორტებსა და ნაყოფს.

სატაცურის ექსტრატი, ასპარაგინი, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას და ანელებს გულისცემას.

ხალხური მედიცინა სატაცურისგან მიღებულ პრეპარატებს იყენებს გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის, შარდის ბუშტის, კანის დაავადებების, რევმატიზმის, ეპილეფსიის სამკურნალოდ.

კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებაა სატაცურის ფესვების ნახარში.

  • ღვიძლის ანთების დროს, ასევე - ციროზის შემთხვევაში სვამენ ფესვების ნახარშს: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, 15 წუთს ადუღებენ და 45 წუთით დგამენ. წურავენ და ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე ავსებენ. იღებენ 1 სუფრის კოვზს 3-ჯერ დღეში.

  • სატაცურის ფესვების ნახარშს ტუბერკულოზის დროსაც იყენებენ. 60 გ დაქუცმაცებულ ფესვს ასხამენ 1 ლ მდუღარე წყალს, კიდევ 15 წუთს ადუღებენ, 45 წუთის განმავლობაში დგამენ, წურავენ და ანადუღარი წყლით ავსებენ საწყის ოდენობამდე. იღებენ 1 სუფრის კოვზს დღეში 4-5-ჯერ.

  • შაქრიანი დიაბეტის დროს სასარგებლოა სატაცურის ფესვის ნახარში - 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. მომზადების წესი ასეთია: 60 გ მცენარეს ასხამენ 1 ლიტრ ცხელ წყალს, ადუღებენ 15 წუთს, აჩერებენ 45 წუთს, წურავენ და ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე ავსებენ.

  • პოდაგრის მკურნალობა შესაძლებელია სატაცურის ცოცხალი წვენით. იღებენ 1 ჩაის კოვზს დღეში 3-ჯერ.

  • სახსრების რევმატული ანთების დროს სასარგებლოა სატაცურის ფესვებისა და ყლორტების ნახარში: 1 სუფრის კოვზ მცენარეს ვასხამთ 1 ჭიქა წყალს, 30 წუთს ვადუღებთ წყლის აბაზანაში, ვწურავთ და ვავსებთ ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე. ვიღებთ 1/2 ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

სტაფილოს წვენში არეული სატაცურის წვენი კარგია თირკმლის დაავადებების დროს.

სისხლნაკლებობისა და დიაბეტის დროს კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სატაცურის წვენი სხვა წვენებთან ერთად, რომლებსაც ამ დაავადებების დროს სვამენ.

სატაცურის წვენი ხელს უწყობს შარდმჟავას კრისტალების დაშლას თირკმელსა და კუნთოვან სისტემაში, ამიტომ უებარი წამალია რევმატიზმის, ნევრიტების დროს.

წინამდებარე ჯირკვლის ანთებისას სატაცურის წვენს იღებენ სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენებთან ერთად.