ყელში კაწვრის შეგრძნება, ხველა, ანგინა, ასთმა... - როდის გამოიყენება გვერდელა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყელში კაწვრის შეგრძნება, ხველა, ანგინა, ასთმა... - როდის გამოიყენება გვერდელა?

სურნელოვან ფოთლებს ფლავში ურევენ სასიამოვნო გემოს მისაცემად. გამოიყენება ძეხვის წარმოებაში.

სამკურნალოდ ფესვები გამოიყენება სპირტზე მომზადებული ნაყენის ან გამონახარშის სახით ხველების, ხმის ჩახლეჩის, ბრონქიალური ასთმის, ანგინის, ბრონქების კატარის დროს.

გარდა ამისა, მის გამოყენებას ურჩევენ შარდდენის გასაძლიერებლად, შარდის შეკავების შემთხვევაში და თირკმლების ან საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს, აგრეთვე კუჭის კატარისა და საშვილოსნოს კიბოს დროსაც.

იწვევს სისხლძარღვების გაგანიერებას და ამით ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ხალხში ის ოფლმომგვრელ საშუალებადაა ცნობილი.

წვრილად დაჭრილ, ჩრდილში გამხმარ ერთ ჩაის კოვზ ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა ანადუღარ და გაგრილებულ წყალს, დგამენ 8 საათის განმავლობაში, შემდეგ გაწურავენ, ნარჩენს ცოტა მდუღარე წყალს დაამატებენ და მიღებულ გამონაცემს წურავენ 10 წუთის შემდეგ.

წყლიან ნაყენს და გამონაცემს ერთმანეთში ურევენ, ატკბობენ ერთი სუფრის კოვზი თაფლით და მიიღებენ დღის განმავლობაში 2-3-ჯერ.

ძლიერი ხველის დროს ფრიად ეფექტურია ღამით 20 წვეთი სპირტიანი ნაყენის 1 ჩაის კოვზ წყალთან ერთად მიღება. რამდენიმე წუთის შემდეგ ქრება ყელში კაწვრის შეგრძნება და ნელდება ხველაც.