ყელში კაწვრის შეგრძნება, ხველა, ანგინა, ასთმა... - როდის გამოიყენება გვერდელა? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

ყელში კაწვრის შეგრძნება, ხველა, ანგინა, ასთმა... - როდის გამოიყენება გვერდელა?

ყელში კაწვრის შეგრძნება, ხველა, ანგინა, ასთმა... - როდის გამოიყენება გვერდელა?
გვერდელას სამკურნალო თვისებები. სურნელოვან ფოთლებს ფლავში ურევენ სასიამოვნო გემოს მისაცემად. გამოიყენება ძეხვის წარმოებაში.


სამკურნალოდ ფესვები გამოიყენება სპირტზე მომზადებული ნაყენის ან გამონახარშის სახით ხველების, ხმის ჩახლეჩის, ბრონქიალური ასთმის, ანგინის, ბრონქების კატარის დროს.

გარდა ამისა, მის გამოყენებას ურჩევენ შარდდენის გასაძლიერებლად, შარდის შეკავების შემთხვევაში და თირკმლების ან საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს, აგრეთვე კუჭის კატარისა და საშვილოსნოს კიბოს დროსაც.


იწვევს სისხლძარღვების გაგანიერებას და ამით ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ხალხში ის ოფლმომგვრელ საშუალებადაა ცნობილი.


წვრილად დაჭრილ, ჩრდილში გამხმარ ერთ ჩაის კოვზ ფესვებს ასხამენ ერთ
ჭიქა ანადუღარ და გაგრილებულ წყალს, დგამენ 8 საათის განმავლობაში, შემდეგ გაწურავენ, ნარჩენს ცოტა მდუღარე წყალს დაამატებენ და მიღებულ გამონაცემს წურავენ 10 წუთის შემდეგ.

წყლიან ნაყენს და გამონაცემს ერთმანეთში ურევენ, ატკბობენ ერთი სუფრის კოვზი თაფლით და მიიღებენ დღის განმავლობაში 2-3-ჯერ.

ძლიერი ხველის დროს ფრიად ეფექტურია ღამით
20 წვეთი სპირტიანი ნაყენის 1 ჩაის კოვზ წყალთან ერთად მიღება. რამდენიმე წუთის შემდეგ ქრება ყელში კაწვრის შეგრძნება და ნელდება ხველაც.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
მარწყვი ხშირად გვხვდება ხალხური მედიცინის რეცეპტებში. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:
შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად