ყვითელი ძიძოს ნაყენი როგორც ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება- როგორ მოვამზადოთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყვითელი ძიძოს ნაყენი როგორც ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება- როგორ მოვამზადოთ?

ძიძოს ქართლსა და ჯავახეთში ვირის იონჯას ეძახიან, ერწოში – იონჯას, რაჭაში – სამთითას, იმერეთში – ცხენისოფას.

ყვითელი ძიძო გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება გაძლიერებული აღგზნებისა და უძილობის დროს;

ხალხულ მედიცინაში მას იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას, სასუნთქი გზების ანთების, მეტეორიზმისა და სისხლის მაღალი წნევის დროს.

ძიძოს ხმარობენ აგრეთვე გარეგან საშუალებად დაჩირქებული ჭრილობების, შუა ყურის ანთების დროს (იყენებენ ნედლეულის ადუღების დროს გამოყოფილ ორთქლს). ნიკრისის ქარისა და სახსრების შეშუპებისას იკეთებენ ყვითელი ძიძოს აბაზანებს.

თავის ტკივილის შემთხვევაში იყენებენ ძიძოს სპირტიან ნაყენს. ნედლეულს ასხამენ მაგარ არაყს, აჩერებენ 10-15 დღეს, წურავენ და იდებენ ნაყენში დასველებულ საფენს თავზე.

ნედლეულის დიდი ხნით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები: გულისრევა, თავის ტკივილი, მოთენთილობა, რასაც იწვევს მცენარეში არსებული კუმარინები.

განსაკუთრებით მძიმე მოწამვლა შეუძლია გამოიწვიოს ნედლეულის შრობის ტექნოლოგიის დარღვევამ და შენახვამ. ამის მიზეზი ხდება ძიძოს ლპობა და მასში დიკუმარინის წარმოშობა.

დიკუმარინი ხელს უშლის ორგანიზმში პროთრომბინის წარმოქმნას, რასაც შეიძლება მოჰყვეს მძიმე ფორმით სისხლის ჩაქცევა.

ყვითელი ძიძო უმთავრესად გამოიყენება ნაკრებებში. მისი გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ არის მიზანშეწონილი.

გარეგანი დანიშნულებით (კომპრესები, დასაბანად) ძიძოს ნაყენის მისაღებად აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნედლეული, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 20 წთ-ის განმავლობაში, გაწურეთ.

ყვითელი ძიძოს ნაყენი როგორც ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ასეთი წესით შეგიძლიათ მოამზადოთ: 10 გრ (2 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი, ანადუღარი წყალი. დაახურეთ თავზე, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ.

მიღებული ნაყენი შეავსეთ საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე ანადუღარი წყლით. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.

ხალხურ მედიცინაში ყვითელი ძიძოს დაქუცმაცებულ ნედლეულს ადუღებენ ზეთში და ამ ნახარშის საფენებს იყენებენ დაჩირქებული ადგილების მოსამწიფებლად.