კიტრი შეკრულობას შველის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიტრი შეკრულობას შველის

არ მეგონა, თუ ჩვეულებრივი ბოსტნეული ასეთი უებარი წამალი გამოდგებოდა. თქვენც სცადეთ, იქნებ მოგიხდეთ!

ვარ 45 წლის ქალი. ეს რამდენიმე წელია, მეტისმეტად შემაწუხა შეკრულობამ.

არც გული მქონდა კარგად, წელსაც ვიტკივებდი, უმადობაც მჭირდა... ხალხური მედიცინის კრებულში ამოვიკითხე, რომ შეკრულობის დროს ძალიან კარგია კიტრი. მეც ყოველ დილით ერთ ცალ საშუალო ზომის კიტრს ვფცქვნიდი, წვრილად ვხეხავდი და უზმოზე ვჭამდი. ასე გავაგრძელე ორი კვირა.

მუცლის შებერილობას უხდება

წლების განმავლობაში მაწუხებდა მუცლის შებერილობა და სულ მცენარეულ საშუალებებს ვეძებდი. გთავაზობთ იმ რეცეპტებს, რომლებიც ყველაზე მეტად მომიხდა:

გაახმეთ კამა, დაფქვით და რეგულარულად უყავით კერძში. კარგია ძირაც.

მიიღეთ ალვის ხის მერქნის ნახშირი ჭამამდე და ჭამის შემდეგ (დღეში სულ - 2 ჩაის კოვზი).

დილით, უზმოზე, დალიეთ 1 ჩ/ჭ ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, შემდეგ 30 წუთით წამოწექით, ხოლო ერთ საათში ისაუზმეთ (მკურნალობის კურსი 10 დღეა, მერე 10 დღე დაისვენებთ და კურსს გაიმეორებთ).

სალათს დაამატეთ ნივრის მწვანე ფოთლები.

ნიორი წვრილად დაჭერით, გაშალეთ თხლად, გაახმეთ, დაფქვით, ჩაყარეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ დანის წვერით დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ.

აიღეთ თანაბარი რაოდენობის პიტნის, კამის, ცერეცოსა და ძირას თესლის ნარევი, 2 ჩაის კოვზს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ და სვით დღეში რამდენჯერმე (სულ - 1 ჭიქა ნაყენი მთელი დღის განმავლობაში).