ყველა „საიდუმლო“, რაც ნიახურის სარგებლიანობაზე უნდა ვიცოდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველა „საიდუმლო“, რაც ნიახურის სარგებლიანობაზე უნდა ვიცოდეთ

ის ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე. მას ურჩევენ თირკმლის დაავადებების, რევმატიზმისა და პოდაგრის დროსაც.

ნიახურში ბევრი ვიტამინი, ცილა, ამინმჟავა (კაროტინი, ასპარაგინი, ნიკოტინის მჟავა, თიროზინი, ეთერზეთები), მიკროელემენტი და მინერალია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულთათვის, რადგან აუმჯობესებს წყალმარილოვან ცვლას. ნიახური დადებითად მოქმედებს დიაბეტით დაავადებულებზეც.

ნიახურს აქვს ანტიალერგიული, ანტისეპტიკური და მატონიზებელი თვისებები, აუმჯობესებს მადას.

С ვიტამინის შემცველობის წყალობით აღადგენს სისხლის მიმოქცევას, ეფექტურია ჰიპერტონიის

დროს.

მასში არსებული რკინა, მაგნიუმი და კალციუმი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ორიოდე ღერი ნიახური А და С ვიტამინების დღიური ნორმის 15%-ს შეიცავს.

მამაკაცებისთვის ეს მცენარე შეუცვლელია, რადგან მასში არის ანდროსტერონი - მამაკაცის სასქესო ჰორმონი, რომელიც ამაღლებს პოტენციას. სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ნიახური ვიაგრის ბუნებრივი ანალოგია დათუ ვინმეს ასეთი ეფექტის მიღება სურს, სასურველია, ყოველდღე სვას მცენარის ახალგამოწურული წვენი.

ნიახური პროსტატიტის პროფილაქტიკის საშუალებაცაა. შარდმდენი თვისების წყალობით ის ამარცხებს შარდსასქესო სისტემისა და რეპროდუქციული ორგანოების ინფექციურ დაავადებებს. გარდა ამისა, შეიძლება გამოვიყენოთ თირკმელებისა და ღვიძლის სამკურნალოდაც.

ნიახურს მხოლოდ ტოქსინები კი არ გამოაქვს ორგანიზმიდან, არამედ ნივთიერებათა ცვლასაც აუმჯობესებს, რაც შესაძლოა წონის კორექციაში დაგვეხმაროს. ის დაბალკალორიულია და შეიცავს უჯრედისს, რომელიც შიმშილის გრძნობას აკონტროლებს. 100 გრამი მწვანილი მხოლოდ 16 კალორიას შეიცავს.

ნიახურის ყველაზე სასარგებლო ნაწილი ფესვია, რომელსაც ამატებენ ღვიძლისა და თირკმელების სამკურნალო პრეპარატებს და იყენებენ სასქესო ფუნქციის გასაძლიერებლად.

ნიახური ეფექტურია მტკივნეული მენსტრუაციის დროს. ამ შემთხვევაში იყენებენ ნიახურის თესლის (და არა ფესვის ან ფოთლების) ნაყენს, რადგან მასში არის ნივთიერება აპიოლი, რომელიც ასტიმულირებს ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიგნითა შრის) შეკუმშვას.

  • ნიახური უხდება თმას, ფრჩხილებს და კანს;
  • ამსუბუქებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს;
  • ხელს უწყობს ინფექციური დაავადების პრევენციას;
  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • კარგია ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების პროფილაქტიკისთვის;
  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
  • კურნავს თირკმელების და შარდსასქესო სისტემის დაავადებებს;
  • დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე;
  • ამცირებს ანთებით პროცესს და ტკივილს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა გასტრიტი და კუჭის წყლული, რადგან შეიცავს წყლულის საწინააღმდეგო U ვიტამინს;
  • გვეხმარება ცილების უკეთ ათვისებაში.

გარდა ამისა, ნიახურს უარყოფითი კალორიულობა აქვს, ანუ ორგანიზმი მისი მონელებისას გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე იღებს, ამიტომ დიეტური კვებისას ის ერთგული დამხმარეა.

ნიახური სასარგებლოა ბავშვებისთვისაც, განსაკუთრებით - გაზაფხულზე. საკვებში მისი დამატება საჭიროა ჰიპოვიტამინოზის აღმოსაფხვრელად.

წაიკითხეთ სრულად