ნეგო ქოლეცისტიტისა და ჰეპატიტების სამკურნალოდ - როგორ ვუშველოთ მისი დახმარებით ნაღვლის ბუშტს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნეგო ქოლეცისტიტისა და ჰეპატიტების სამკურნალოდ - როგორ ვუშველოთ მისი დახმარებით ნაღვლის ბუშტს?

ნეგოს პრეპარატები გამოიყენება ძირითადად ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს.

მათი გავლენით ძლიერდება ნაღვლის გამოყოფა, იცვლება ნაღვლის შემადგენლობა, მცირდება სისხლში ბილირუბინისა და ქოლესტერინის რაოდენობა, ამასთან იზრდება კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეცია.

ქოლეცისტიტისა და ჰეპატიტების დროს გამოიყენეთ შემდეგი ნახარში:

  • აიღეთ 10 გრ (3 სუფრის კოვზი) ნეგოს დაქუცმაცებული ყვავილი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭქა) ოთახის ტემპერატურის წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში, თან ხშირად ურიეთ. გადმოდგით, გააცივეთ, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 10-15 წთ-ით ადრე.
ნაღვლის ბუშტს ნეგო უშველის

რამდენიმე წლის წინ ძლიერ შემაწუხა ნაღვლის ბუშტმა. არც დღე და არც ღამე მოსვენება არ ვიცოდი.

საკმარისი იყო, რაიმე ცხიმიანი ან ცხარე შემეჭამა, რომ ტკივილი, გულისრევა და პირღებინება მაწამებდა.

ამან მაიძულა, ექიმისთვის მიმემართა. ექიმმა მირჩია, შემეცვალა კვების რეჟიმი, ხასიათი და მესვა ბალახების ნაყენი.

შემომთავაზა ნეგოს ყვავილის ნაყენი და მისი მომზადების წესიც მასწავლა. მინდა, ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ.

  • 1 ს. კ. გამხმარი ბალახი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩ. ჭ. მდუღარე წყალი. ჭურჭელი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და 5 წუთი გააჩერეთ. ამის შემდეგ გადმოდგით, შეფუთეთ და გაგრილებამდე დატოვეთ. გაგრილებული ნაყენი გაწურეთ ორმაგ დოლბანდში და მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში 3-4-ჯერ, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
იმავე ექიმმა მასწავლა ნაღვლის ბუშტის სამკურნალო კიდევ რამდენიმე ხალხური მეთოდი:

  • აიღეთ 0,5 კგ სტაფილო, ამდენივე ქიშმიში და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ 500 გ თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი.

 

  • ნაღვლის ბუშტის გამოსარეცხად: 1 ს. კ. უკვდავას დაასხით 1 ჩ. ჭ. მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ და მთლიანად დალიეთ. დააყოლეთ 100 გ ზეითუნის ზეთი. ამის შემდეგ დაწექით მარჯვენა გვერდზე, დაიდეთ სათბურა და ასე დარჩით საათ-ნახევრის განმავლობაში.