ხეჭრელის ქერქის სამკურნალო თვისებები - რაცეპტი, რომელიც ყაბზობას შველის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხეჭრელის ქერქის სამკურნალო თვისებები - რაცეპტი, რომელიც ყაბზობას შველის

მისი ქერქი გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება.

მასში არსებული ანტრაგლიკოზიდები აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას, ამიტომ ქერქი ხშირად იხმარება სპასტიკური კოლიტებისა, ატონიური შეკრულობის, ბუასილის დროს კუჭნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს და სხვა.

ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს ხეჭრელის თხევად და მშრალ ექსტრაქტებს. მართალია ხეჭრელის პრეპარატების მიღება არ არღვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, მაგრამ მისი ხანგრძლივი დროით მიღების შედეგად ორგანიზმი ეჩვევა მას და მისი მოქმედების ეფექტი მცირდება; ხეჭრელის პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენება ფეხმძიმე ქალებისათვის დაუშვებელია.

ხეჭრელის ქერქის ნახარშის მოსამზადებლად

  • 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში
  • ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 20 წუთის განმავლობაში.

  • სვამენ 1/2 ჭიქას დილას და საღამოს.

ყაბზობას ასე ვშველი

ცხოვრების არასწორი წესით, მჯდომარე სამსახურით და მშრალი კვებით ისე დავიავადე ნაწლავები, რომ 35 წლისას დახმარების გარეშე კუჭის მოქმედება მიჭირდა. სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფმა აღმოვაჩინე ხეჭრელის ჩაის რეცეპტი, რომელიც ასე მზადდება:

აიღეთ 50 გრამი ხეჭრელის დაქუცმაცებული ქერქი და დაასხით 50 მლ 30%-იანი სპირტი, დააყენეთ 5-6 დღე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20-40 წვეთი ჭამამდე დღეში ერთხელ. კუჭის მოქმედება ნაყენის მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ იწყება.

გასწავლით მეორე რეცეპტსაც:

აიღეთ 3 წილი ხეჭრელის ქერქი, 2 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 1 წილი ფარსმანდუკის ბალახი, 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა ძილის წინ. კარგია ქრონიკული კუჭშეკრულობის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს.

ამ ნაყენის დიდხანს მიღება არ შეიძლება ორსულთათვის, ამასთან, იგი, სხვა საშუალებათა მსგავსად, იწვევს შეჩვევას, ამიტომ 1 თვის შემდეგ, სასურველია, სხვა წამლით შეცვალოთ. გახსოვდეთ, ეს მხოლოდ დროებითი დახმარებაა, პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

ელზა რაზმაძე, რუსთავი