ანადგურებს თუ არა ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოებს ეთერზეთები? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანადგურებს თუ არა ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოებს ეთერზეთები?

მას ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და აქტიურად გამოიყენება არომათერპიაში, ასევე კანზე წასასმელად.

ეთერზეთების სასარგებლო თვისებებია:

• სტრესს ამცირებს

• ასევე - შფოთვას

• ანთებას ებრძვის

• ანტიმიკრობული თვისებები აქვს

• ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოებს ანადგურებს

თუმცა, მას კოვიდ19-ის გამომწვევი ვირუსის განდაგურება არ შეუძლია და არ არსებობს ამჟამინდელი კვლევა, რომ მისი გამოყენება კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია.

ამის მიუხედავად, ეთერზეთები სხვა პათოგენებს შესანიშნავად ებრძვის.

როგორ კლავს ეთერზეთი ბაქტერიას?

მას ბუნებრივად აქვს ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული ეფექტი, რაც პათოგენთან ბრძოლაში ეხმარება.

თითოეული ეთერზეთი განსხვავებული ნივთიერებებისგან შედგება. მის ანტიმიკრობულ თვისებებს კი ფენოლები ან ალდეჰიდები განაპირობებენ.

ალდეჰიდები ფართო სპექტრის მქონე სადენზიფექციო ნაერთებია, რომლებიც სოკოებს, ბაქტერიებსა და ვირუსებს ანადგურებს.

ფენოლები კი არის ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ანტიბაქტერიული თვისებები აქვს.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეთერზეთებს შეუძლიათ, შეაფერხონ გარკვეული ტიპის ბაქტერიები, ისინიც კი, რომელებიც ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი გახდა.

ჩაის ხის ზეთი, ლიმონის ბალახის ეთერზეთი, ევკალიპტის ზეთი - კვლევები მათი ანტიბაქტერიული თვისებების შესახებ ბევრს გვეუბნება.

ჩაის ხის ეთერზეთი

ის ასევე ცნობილია, როგორც მელალეუკას ზეთი. მას ჩაის ხის ფოთლებიდან ღებულობენ. ითვლება, რომ ჩაის ხის ეთერზეთს ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები აქვს.

ამის გამო მას ხშირად იყენებენ კანის პრობლემების სამკურნალოდ, ასევე - აკნეს, ფრჩხილის სოკოს და ქერტლის წინააღმდეგ საბრძოლველად.

სამეცნიერო კვლევის თანახმად, მას შეუძლია შემდეგი პათოგენების გადანადგურება :

• ეშერიხია კოლი (E-coli)

• ოქროსფერი სტაფილოკოკი

• ეპიდერმალური სტაფილოკოკი

• პნევმონიის სტრეპტოკოკი

• ენტეროკოკი

• კოხ-უიკსის ბაქტერია

• ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირი

აღნიშნულმა პათოგენებმა შეიძლება შემდეგი დაავადებები გამოიწვიოს:

• საკვებით მოწამვლა

• კანის ინფექციები

• პნევმონია

• კუჭის ვირუსული ინფექციები

• სისხლის ინფექცია (სეფსისი)

5%-იანი ჩაის ხის ეთერზეთის გამოყენება 4-8 კვირის განმავლობაში ვულგარული აკნეს მდგომარეობას აუმჯობესებს.

რეკომედებული დოზა კანზე გამოსაყენებლად არის 5-15%-იანი ეთერზეთი დღეში 1-2-ჯერ. შეგიძლიათ თბილ აბაზანას გაურიოთ რამდენიმე წვეთი, ან ინჰალაციისთვის გამოიყენოთ.

ძალიან კარგია ჩაის ხის ზეთის სადენზიფექციო საშუალებად გამოყენება.

სპრეის ბოთლში 3 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი, 1 ჭიქა თეთრი ძმარი და 1 ჭიქა წყალი ჩაასხით. გამოიყენეთ ზედაპირების დასამუშავებლად.

ევკალიპტის ეთერზეთი

ეს ზეთი გამოიყენება:

• ანთების საწინააღმდეგოდ

• ასთმის სიმპტომების შესამცირებლად

• სტრესის მოსახსნელად

• ქერტლის დროს

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ის შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი ზოგიერთი ინფექციური დაავადების დროს.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ეთერზეთი ძლიერ ტოქსიკურია, ამიტომ მისი მიღება დაუშვებელია.

შეგიძლიათ, ის დაუმატოთ თბილ წყალს აბაზანისთვის, ან მისი ინჰალაცია გამოიყენოთ.

ლიმონის ეთერზეთი

Bacillus cereus - არის ბაქტერია, რომელიც საკვებისმიერ ტოქსიკურ ინფექციებს იწვევს. ასევე, Bacillus subtilis არის ერთ-ერთი ტიპის ბაქტერია, რომლის განადგურებაც შეუძლია ლიმონის ბალახის ეთერზეთს.

ამ თვისების გამო ის შეიძლება გამოყენებული იყოს ანტიმიკრობული პრეპარატების შესაქმენლად, სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ.

ეთერზეთების ბევრი სასარგებლო თვისებების მიუხედავად, სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) არ აკონტროლებს ბაზარზე არსებულ პროდუქტებს.

ამიტომ აუცილებელია, კარგად აარჩიოთ ისინი, ასევე გამოყენებამდე გაარკვიეთ, ხომ არ ხართ ალერგიული კონკრეტული ეთერზეთის მიმართ.

მან შეიძლება სიწითლე, გამონაყარი ან ქავილი გამოიწვიოს.

ამიტომ ყოველთვის კანზე წასმამდე თბილ წყალში გააზავეთ.