როგორ დავიმშვიდოთ ნერვები და დავძლიოთ სტრესი - ხალხური რეცეპტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიმშვიდოთ ნერვები და დავძლიოთ სტრესი - ხალხური რეცეპტები

განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის ფონზე, უამრავი ნეგატიური ინფორმაცია იწვევს ნერვული სისტემის დაზიანებას.

ადამიანები შფოთვას, დეპრესიას,უძილობასა და სტრესს განიცდიან.

მრავალი დამამშვიდებელი პრეპარატი არსებობს, ბევრი მათგანი მცენარეულიცაა, თუმცა მათზე უკეთ პრობლემას თქვენ მიერ დამზადებული, ხალხური საშუალებები გაუმკლავდებიან.

საუკეთესო დამამშვიდებელი ეფექტი აქვს: პიტნას, კატაბალახას ფესვებს, ძიძოს ღეროებს, კუნელისა და ასკილის ყვავილების ჩაის.

თითოეული მცენარე აიღეთ თანაბარი რაოდენობით (1/2 ს.კ. თითოეული) და დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი.

გააჩერეთ ცოტა ხანს (შეგრილებამდე), გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამამდე 5-10 წუთით ადრე.

კალენდულას ჩაი

1 ს.კ. კალენდულას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, როცა გაგრილდება, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა, დღეში 2-3-ჯერ. მას ძალიან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

ჭარხლის წვენი

ჭარხლის წვენს შეურიეთ თაფლი 1:1 თანაფარდობით.

ეს ნარევი შესანიშნავად გაუმკლავდება სტრესს და დაგამშვიდებთ.

მიიღეთ ნახევარი ჩ/ჭ, დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 10 დღეს მოიცავს.

კუნელის ჩაი

დაგჭირდებათ გამხმარი კუნელის ნაყოფი.

1 ს/კ კუნელს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი, მერე გადაწურეთ და მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი ნაყენი დილით, შუადღეს, საღამოს და უშუალოდ ძილის წინ. ის დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას.

შესანიშნავად ებრძვის თავბრუსხვევას, ქოშინს, ჰიპეტრონიასაც უხდება.

კოჭა

150 გრამ კოჭას დაასხით 0.8 ლიტრი არაყი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და სიბნელეში გააჩერეთ 2 კვირა.

პერიოდულად შეანჯღრიეთ. გადაწურეთ და მიიღეთ წყალთან ერთად 1 ჩ/კ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.