ახალი კვლევის თანახმად, სეზამინოლი ნერვულ უჯრედებს დაზიანებისგან იცავს - რატომ უნდა მივირთვათ სეზამი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი კვლევის თანახმად, სეზამინოლი ნერვულ უჯრედებს დაზიანებისგან იცავს - რატომ უნდა მივირთვათ სეზამი?

მეცნიერებისთვის ეს მცენარე აქტუალურია, დღემდე იკვლევენ მას.

შემადგენლობა

• ცხიმოვანი მჟავები

სეზამის მარცვლები შეიცავს ომეგა-3-ს, ომეგა - 6-ს და ომეგა -9-ს, აღნიშნული მჟავები უზრუნვეყოფს ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის ნორმალურ წარმართვას და უჯრედიდან მავნე ნაერთებს გამოდევნის.

• ვიტამინები და ცილები

მდიდარია მცენარეული ცილებით, A, B, B2 ვიტამინებს შეიცავს. მასში არის რკინა, ლეციტინი, კალციუმი (უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე რძის პროდუქტებში).

შესაბამისად, სეზამი სასარგებლოა ძვლოვანი სისტემისთვის. მის ზეთს ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს.

• ლიგნინი და ფიტოსტეროლები

ლიგნინი (ეს ნივთიერება ძლიერი ანტიოქსიდანტია, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციებისადმი, სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

ლიგნინი და ფიტოსტეროლები, რომელიც მცენარეული ნაერთებია,ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას. ფიტოსტეროლები, ასევე იმუნურ სისტემას აძლიერებს.

ანტიბაქტერიული მოქმედების შედეგად სეზამი ებრძვის სტაფილოკოკურ ინფექციებს, ასევე - ყელის სტრეპტოკოკულ ინფექციებს, კანის  სოკოვან ინფექციებს.

მისი ზეთი იდეალურია პირის ღრუს ჰიგიენისთვის.

დილით გამოივლეთ პირის ღრუში და ბაქტერიებისგან გათავისუფლდებით.

სეზამის თესლის ზეთი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო ტრადიციული მედიკამენტების ეფექტურობას ზრდის.

ახალი კვლევა

სეზამი შეიცავს სეზამინოლს, რომელიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტია.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით, აღმოჩნდა, რომ სეზამინოლი ნერვულ უჯრედებს იცავს დაზიანებისგან.

შესაძლოა ეს ანტიოქსიდანტი გამოიყენონ პარკინსოსნის დაავადების პრევენციისთვის, ასევე მისი პროგრესირების შესაჩერებლად.

მსოფლიოში ალაცაიმერის შემდეგ, ყველაზე გავრცელებული ნეიროდეგენერაციული დაავადება სწორედ პარკინსონია.

ამ ეტაპზე, დაავადების პრევენციული მედიცინა არ არსებობს. პარკინსონის დაავადების დროს ჰორმონ დოფამინის რაოდენობა მცირდება, რაც იწვევს პარკინსონის შესაბამის სიმპტომებს.

ცხოველები, რომლებიც 36 დღის განმავლობაში იყენებდნენ სეზამინოლის შემცველ დიეტას, დოფამინის მაღალი დონე ჰქონდათ და უკეთესი მოტორული შესაძლებლობები.

კვლევები იძლევა იმის საფუძველს, რომ სეზამინოლი, შესაძლოა, მომავალში პარკინსონის საპროფილაქტიკო საშუალებად გამოიყენონ.