ყურძენი ყველაზე ძვირფასი კენკრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურძენი ყველაზე ძვირფასი კენკრა

ფინიკიელებს კი დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე ყურძენი ჩვენს ერამდე ჯერ კიდევ 600 წლიდან ჩაჰქონდათ. ყურძენი ქართველებისთვის საკრალური რამაა, ამის დასტურად მხოლოდ ის ფრაზაც კმარა: „ვაზო, შვილივით ნაზარდო“.

ყურძენს მაცოცხლებელ მზეს ადარებენ: მზის ფერი დაჰკრავს, დედამიწის ძალა აქვს და თბილი ნიავი ახლავს, რომელიც ირგვლივ მყოფებს სიხარულსა და ბედნიერებას ჰგვრის.

ყურძნის ალკოჰოლური პროდუქცია ღვინო და არაყი

ყურძენი მოიხმარება როგორც ნატურალური, ისე გადამუშავებული სახით. მისი ძირითადი პროდუქტია ღვინო, ყურძნის გამოწურვის შედეგად დარჩენილი ჭაჭიდან კი სპირტს ღებულობენ.

ღვინოს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ამზადებდნენ. ყურძნის 8000-ზე მეტი სახეობა არსებობს. უძველეს დროში ადამიანები ყურძნის წვენს ღმერთების სასმელად მიიჩნევდნენ. ძველ საბერძნეთში ღვინის ღმერთიც კი არსებობდა, მას დიონისე ერქვა.

საქართველოში, როგორც ვაზის ქვეყანაში, ვაზის პირველი ჯიში 8000 წლის წინ გამოჩნდა. საქართველოს გაქრისტიანებამდე ღვინოს რიტუალური დანიშნულება ჰქონდა. მევენახეობის მფარველ ღვთაებად „აგუნა“ ითვლებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღვინო მართლმადიდებლობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

საქართველოში ვაზის უნიკალური 500 ჯიშიდან 430 დარჩა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ ქართული ღვინო მჭიდროდ დაუკავშირა ევროპულს.

ყურძნის უალკოჰოლო პროდუქცია

ყურძნის უალკოჰოლო პროდუქციიდან აღსანიშნავია მისი შესქელებული წვენი ანუ ბადაგი, რომლისგანაც მზადდება თათარა, ჩურჩხელა, ტყლაპი, მურაბა, ჟელე, მარმელადი და სხვა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამომშრალ ყურძენს – ქიშმიშს, რომელიც კვების პროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის ერთ-ერთი აქტიური და ბავშვებისთვის საყვარელი კომპონენტია. ხარისხიანად დამზადებული ქიშმიშის პროდუქცია შენახვის დიდი უნარიანობით ხასიათდება, ტრანსპორტის ამტანია და როგორც ტკბილეულის ნედლეულს, წარმატებით იყენებენ საშაქარლამო წარმოებაში.

ყურძნის პროდუქტები გამოირჩევიან შაქრის მაღალი შემცველობით.

ყურძნის კვებითი თვისებები და ღირებულება

ყურძნის წვენი შეიცავს შაქარს, ბოჭკოვანას, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, ვიტამინ B-ს, პექტინს, მინერალებს, ფერმენტებს.

ერთი ჭიქა ყურძნის წვენის ყოველდღიური მიღება ორგანიზმს ავსებს B ვიტამინით, რომელიც ორგანიზმს ეხმარება სტრესების მოხსნაში, დეპრესიის დაძლევაში.

ყურძნის წვენი აძლიერებს ფრჩხილებს, თმას.

იგი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიტამინ ჩ-ს, შესაბამისად, იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისაგან.

100 გ ყურძენი შეიცავს:

1. წყალს - 80.2 გ

2. ცილას - 0.6 გ

3. ცხიმს - 0,2 გ

4. ნახშირწყლებს - 16.8 გ

5. მონო და დისაქარიდებს - 15გ

6. ბოჭკოვანას - 0.6 გ

7. პექტინს - 0.6 გ

8. ორგანულ მჟავებს - 0.84 გ

9. კალიუმს - 255 მგ

10. კალციუმს - 30 მგ

11. მაგნიუმს - 17 მგ

12. ნატრიუმს - 26 მგ

13. ფოსფორს - 22 მგ

14. რკინას - 600 მგ

15. კობალტს - 2 მგ

16. მანგანუმს - 90 მგ

17. სპილენძს - 80 მგ

18. მოლიბდენს - 3 მგ

19. ფთორს - 12 მგ

20. თუთიას - 91 მგ

21. ვიტამინ A-ს (კაროტინი), 3 მკგ.

22. ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა), 6 მგ

23. ვიტამინ B1-ს (თიამინი), 0.05 მგ

24. ვიტამინ B2-ს (რიბოფლავინი), 0.02 მგ

25. ვიტამინი B9-ს (ფოლიუმის მჟავა), 4 მგ

26. ვიტამინ PP-ს (ნიაცინს), 0.3 მგ

ყურძნის სარგებელი

ყურძნის სამკურნალო თვისებებზე უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს, ძველი ბერძნები მისი დახმარებით გაციებასა და უამრავ სხვა დაავადებას უმკლავდებოდნენ. ამაში ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად არის, თანამედროვე მედიცინაც აქტიურად იყენებს ყურძნის სამკურნალო თვისებებს. სპეციალური სამკურნალო მიმართულებაა ამპელოთერაპი.

რამდენადაც ყურძენი ვიტამინების, ამინომჟავების, მიკროელემეტების, უჯრედისის, პექტინების, ფერმენტებისა და ეთერზეთების საცავია, შესაბამისად, საკმაოდ შთამბეჭდავია იმ სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი, რომლითაც მდიდარია ეს ხილი:

  • ყურძენს შეუძლია ქოლესტერინის განეიტრალება, ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნის ალბათობას;
  • აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას;
  • არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს;
  • აღკვეთს ყაბზობას;
  • გააჩნია შარდმდენი ეფექტი;
  • დადებით გავლენას ახდენს ნერვული სისტემის მუშაობაზე;
  • აქვეითებს დაღლილობას, ხელს უწყობს ძალების აღდგენას და შრომისუნარიანობის გაზრდას;
  • აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს, შესაბამისად, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს;
  • ანტიოქსიდანტური ეფექტის წყალობით, ავლენს გამოხატულ აღმდგენ და ანტისიმსივნურ, ორგანიზმის გამაახლაგაზრდავებელ ეფექტს;
  • წმენდს და ასუფთავებს ორგანიზმს, გამოჰყავს ორგანიზმიდან მძიმე ლითონები და რადიაქტიური ნივთიერებებიც კი;
  • ორგანიზმს ამარაგებს B ჯგუფის ვიტამინებით, რაც აუმჯობესებს სისხლწარმომქმნელ ფუნქციას;
  • აწესრიგებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს;
  • ორგანიზმს ასთმასთან, ღვიძლისა და სოკოვან დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება;
  • აუმჯობესებს სახის ფერსა და კანის მდგომარეობას;
  • მასში დიდი ოდენობით ფოსფორის, კალციუმისა და რიბოფლავინის შემცველობის გამო დადებითად მოქმედებს თმების, ფრჩხილების, კბილებისა და ძვლების შენებაზე;
  • ასტიმულირებს გულის მუშაობას დიდი რაოდენობით კალიუმის შემცველობით.

ყურძნის მავნებლობა

ჩამოთვლილი მრავლობითი სასარგებლო თვისებების მიუხედავად, ყურძნის მიღებას გარკვეული უკუჩვენებებიც გააჩნია.

ყურძნის მიღება არ შეიძლება:

  • კუჭისა და თორმეტჯგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას, აგრეთვე დიარეის დროს;
  • ის დაუშვებელია შაქრიანი დიაბეტის და გაცხიმოვნების, არტერიული ჰიპერტენზიის, ღვიძლის ციროზის, კარიესის, სტომატიტის მქონეთათვის;
  • ყურძნის მიღება სასურველია სხვა პროდუქტებისგან დამოუკიდებლად, რამდენადაც ის აპროვოცირებს ნაწლავებში დუღილის პროცესებს, იწვევს ნაწლავის გაღიზიანებას და მეტეორიზმს;
  • არ ჭამოთ საღამოს, 4-5 საათის შემდეგ – ამ დროს ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება ქვეითდება და საჭმლის მომნელებელ სისტემას ხილის, კონკრეტულად კი ყურძნის გადამუშავება უჭირს. სრულფასოვანი გადამუშავების გარეშე დარჩენილი ხილი, ერთი მხრივ, სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მატებას, მეორე მხრივ კი, ნაწლავებში დუღილის პროცესების გააქტიურებას იწვევს;
  • ყურძნის ჭამის შემდეგ რეკომენდებულია საგულდაგულოდ გამოივლოთ პირის ღრუში წყალი, რათა მასში არსებულმა შაქარმა ნეგატიურად არ იმოქმედოს კბილის ემალზე. არ არის საჭირო კბილის გახეხვა სპეციალური საწმენდი პასტით, რამდენადაც ყურძენში არსებული მჟავები დროებით არბილებენ კბილის ემალს და თუ მას მაშინვე გავიხეხავთ, ჯაგრისი ემალს მექანიკურად დააზიანებს. ასე რომ, საკმარისია პირის ღრუს გამოვლება ოთახის ტემპერატურის წყლით;
  • სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭირო თავად ჯიშებთანათაც, მაგალითად, წითელი ჯიშის ყურძნის დიდი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული მასში მაღალი კონცენტრაციით მეთანოლის შემცველობის, მწვანე ჯიშების კი - გამოხატული საფაღარათო ეფექტის გამო;
  • ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილმა პირებმა თავი უნდა შეიკაონ დიდი რაოდენობით შავი ჯიშის ყურძნისგან;

ასე რომ, ყურძნის დიდი რაოდენობით მიღების შემდგომ მოსალოდნელია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დისპეფსიური მოვლენები, კარიესი, ალერგია, სისხლში გლუკოზის დონის მატება, მადის გაძლიერება, გაცხიმოვნება და ჭარბი წონის სწრაფი დაგროვება.

ყურძნის წვენი

ის განსაკუთრებით ეფექტიანია შაკიკის მკურნალობისას. წვენის დალევა რეკომენდებულია უზმოზე.

თუმცა, ყურძნის ყოველი ჯიშისგან მიღებულ წვენს განსაკუთრებული გამოყენების წესები აქვს.

  • მწვანე ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული წვენი იმუნიტეტს აძლიერებს, მხნეობითა და ენერგიით გვავსებს, მუქი ფერის ჯიშისგან დამზადებულ წვენს კი ანტისიმსივნური მოქმედება აქვს, ახდენს ტვინის სტიმულაციას და ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას;
  • წითელი ყურძნის წვენს გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები, იცავს ორგანიზმს მიკროორგანიზმების, ბაქტერიების, ვირუსებისა და პარაზიტებისგან. ამ ჯიშის წვენები ეფექტიანია ჰერპეს ინფექციის მკურნალობისას.

ვგულისხმობთ ნატურალულ წვენს, დამზადებულს სუფთა ყურძნისგან და არანაირი კონსერვანტები, სტაბილიზატორები და დანამატები, რომლითაც ასე მდიდარია სუპერმარკეტების თაროებზე მდგარი წვენები.

ყურძნის კურკა - წიპწა

ყურძნის კურკას წიპწას უწოდებენ, რომელიც უხვად შეიცავს ტანინებსა და ცხიმებს. იგი ვიტამინების ნამდვილი საცავია, შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს, ლინოლინის მჟავას და E ვიტამინს.

მასში ცხიმების შემცველობა იმდენად მაღალია, რომ წიპწისგან ზეთი მზადდება, რომელიც კოსმეტიკური და პარფიუმერული წარმოებისთვის მეტად ღირებული კომპონენტია.

დაფქული წიპწა ყავის დასამზადებლად გამოიყენება. ვაზის ვეგეტატიური ნაწილების გამოყენებაც შეიძლება მრეწვლობაში. ასე, მაგალითად: ვაზის გასხვლის შედეგად მიღებული ანასხლავი რქები, სათანადო გადამუშავების შემდეგ, საწერი ქაღალდის დასამზადებლად და პირუტყვის გამოსაკვებად გამოიყენება.

ყურძნის კურკებში დიდი რაოდენობით E ვიტამინია, ასევე ბევრია ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები - კალციუმი და კალიუმი. აღსანიშნავია, რომ ყურძნის წიპწას შეუძლია წონის კორექციაც, დაბერების პროცესის შეფერხება, ნივთიერებათა ცვლის პროცესების სტიმულაცია, გააჩნია შარდმდენი და გამწმენდი ეფექტი.

ვაზის ტირილი - ვაზის ცრემლები ჩვენს ცრემლებს არ ჰგავს!

ეს ვაზის ზრდის ერთ-ერთი ფაზაა, რომლის დროს ვაზის რქის გადანაჭრელი ადგილიდან იწყება გამჭვირვალე სითხის - ვაზის ცრემლის ჭარბად გამოყოფა. ყოველივე გამოწვეულია იმით, რომ ვაზის ფესვთა სისტემამ შემწოვი ფუნქცია აამოქმედა - ფესვური წნევით სითხე გადადის ჭურჭელბოჭკოვან კონებში და იღვრება სხვლის დროს მიყენებული ჭრილობის ადგილზე.

ვაზის ტირილის დაწყება დამოკიდებულია ნიადაგის ტემპერატურასა და ტენიანობაზე. ქართულ ჯიშებს ტირილის ფაზა ეწყებათ მაშინ, როცა ნიადაგის 40-60 სმ სიღრმეზე ტემპერატურა 7-9°გრადუსს აღწევს. ეს ფაზა, კლიმატური პირობების გამო, იწყება მარტის ბოლოს და მთავრდება აპრილის შუა რიცხვებში. ტირილის ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 9-50 დღემდე. წვენის გამონადენი ერთ ძირ ვაზზე საშუალოდ შეადგენს 1,5-3 ლიტრს.

წვენთა მოძრაობა წყდება კვირტის გაშლის შემდეგ, როცა ახალგაზრდა ფოთლები დაიწყებენ წყლის აორთქლებას. ტენის სიმცირის გამო შეიძლება ვაზის ტირილი შემცირდეს, ან გვალვის პირობებში საერთოდაც არ ჩატარდეს.

ვაზის წვენი - ცრემლი წარმოადგენს თითქმის სუფთა წყალს. ერთ ლიტრ წვენში არის მხოლოდ 1-2 გრ. მშრალი ნივთიერება, რომელთა შორის აღსანიშნავია ორგანული ნაერთები (შაქრები, აზოტი) და მინერალური ნივთიერებები (კალიუმი, კალციუმი, ფოსფორის მჟავა). ასე რომ, ვაზის ცრემლები ჩვენს ცრემლებს არ ჰგავს!