ალუჩა და მარწყვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალუჩა და მარწყვი

მისი პირველი კულტურების კვალი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდანაა აღმოჩენილი ამიერკავკასიის რეგიონში. ალუჩის ნაყოფი თანაბრად უყვართ ბავშვებსაც და უფროსებსაც. ალუჩა არა მხოლოდ სასიამოვნო გემოთი, უამრავი სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა.

ალუჩა განსაკუთრებულად მცირე რაოდენობის შაქარს შეიცავს. სამაგიეროდ, მდიდარია ლიმონისა და ვაშლის ორგანული მჟავებით, A პროვიტამიინით, B ჯგუფის, PP და E ვიტამინებით, დიდი რაოდენობით ასკორბინმჟავა, პექტინით, ასევე მინერალებით: კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ნატრიუმით, რკინითა და ფოსფორით. ალუჩის კვებითი ღირებულებაა: ცხიმები – 0,1 გ, ცილები – 0,2 გ, უჯრედისი – 1,8 გ, ნახშირწყლები – 7,9 გ. პროდუქტის კალორიულობა 100 გრამ ნაყოფზე 34 კილოკალორიაა.

ალუჩის ნაყოფს უმი სახით ავიტამინოზებისა და ყაბზობის სამკურნალოდ იყენებენ, რადგან იგი კუჭ-ნაწლავის მოქმედების სტიმულირებას ახდენს. მედიცინაში გამოიყენება ალუჩის არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ ყვავილებიც. ტყემლისა და ალუჩის ყვავილების ნაყენი სასარგებლოა ღვიძლისა და თირკმელების დაავადებისას. იგი საუკეთესოა მამაკაცის სასქესო სისტემის მოშლილობის დროსაც.

ალუჩის ცოცხალი წვენი ჩინებულია გაციებების და გრიპოზული მოვლენების დროს, ოფლის მომდენი და ხველების საწინააღმდეგო საშუალების სახით. უჯრედისისა და პექტინების დიდი შემცველობის წყალობით, ის ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნას უწყობს ხელს, ანუ ჩვენს ორგანიზმში დაგროვებულ მავნე, რადიაციულ გამოსხივებას სპობს. ალუჩის წვენი ჩინებული მატონიზებელი საშუალებაა, შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას, მკურნალობს ჰიპოვიტამინოზებს (ვიტამინების ნაკლებობა) და მუცლის ღრუს დაავადებებს. კალიუმის მაღალი შემცველობა ალუჩას გულის დაავადებებისთვის საოცრად სასარგებლო პროდუქტად აქცევს – ეს მინერალი თავიდან გვაცილებს არითმიას და ამკვრივებს გულის კუნთს. ალუჩა სასარგებლოდ მოქმედებს ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, გააჩნია დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედება. თუ წნევა აგეწიათ და თავი აგტკივდათ, მიირთვით დაახლოებით 200 გრამი ალუჩა და 40-50 წუთში თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება.

A და C ვიტამინები უძლიერესი ანტიოქსიდანტებია – ისინი ანელებენ დაბერების პროცესს, ორგანიზმს იცავენ გარე ნეგატიური ფაქტორებისგან, აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას.

ალუჩის კურკისგან ხარისხიანი ზეთი მიიღება, რომელიც თავისი თვისებებით ნუშის ზეთს წააგავს. იგი გლიკოზიდ ამიგდალინს შეიცავს, ფერმენტ ემულსინისა და წყლის წყალობით ბენზოალდეჰიდად, გლუკოზად და სინილის მჟავად იქცევა. ალუჩის კურკის ზეთი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და პარფიუმერიაში, ასევე სამედიცინო საპნის წარმოებაში. ალუჩის კურკის ნაჭუჭებით აქტივირებულ ნახშირს ამზადებენ, რომელიც საკვები პროდუქტების მრეწველობაში გამწმენდ საშუალებად გამოიყენება (მაგალითად, არაყი, შაქარი).

სასარგებლოა ალუჩისა და ტყემლის ნახარშები და კომპოტებიც: ისინი აძლიერებს მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. განსაკუთრებით კი ფასობს გასტრიტებისა და მომატებული მჟავიანობისას. ალუჩისა და ტყემლისგან მზადდება გემრიელი მურაბები, საწებლები, ხილფაფები.

ოფიციალური მედიცინა ალუჩისა და ტყემლის რაციონში ჩართვას განსაკუთრებით ურჩევს ორსულ და მეძუძურ ქალებს, ბავშვებს, ხნიერ ადამიანებს, რადგან იგი ორგანიზმის ვიტამინებით, მინერალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგების ფასდაუდებელი საშუალებაა.

ლუჩა გამოიყენება ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებებისას. შაქრის დაბალი შემცველობის წყალობით, მას ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროსაც იყენებენ. იგი სასარგებლოა პათოლოგიური სიმსუქნით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვებაშიც.

უკუჩვენებები

უმი სახით ალუჩის მიღება უკუნაჩვენებია ინდივიდუალური აუტანლობისას, ასევე მუცლის ღრუს იმ დაავადებების დროს, რომლებიც კუჭის წვენის მომატებულ გამომუშავებას უკავშირდება. ალუჩისა და ტყემლის მიღება ასევე არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც გასტროდუოდენური მიდამოს და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება აქვს.

დასახელებული პროდუქტის სამკურნალოდ გამოყენების შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, მიმართოთ სპეციალისტს.

მარწყვი

მარწყვი, გარდა იმისა, რომ ლამაზი და გემრიელია, ძალიან სასარგებლოც არის. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით ჩ, E და B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე დაკრეფილი ტყის კენკრა. საქართველოში ოდითგანვე აგროვებდნენ მარწყვის ფოთლებს და ყუნწებს, აშრობდნენ და ზამთარში სიცხიან ავადმყოფებს მათ ნაყენს ასმევდნენ.

მარწყვის კვებითი ღირებულება ასეთია: 100 გრამი შეიცავს 30 კალორიას, 0,7გ ცილას, 0,4გ ცხიმს და 6,3გ ნახშირწყალს. რაც შეეხება ქიმიურ შემადგენლობას, ტყის მარწყვის ნაყოფი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ქინის მჟავებს, შაქარს, ეთერზეთებს, რკინას, ც ვიტამინს, ფოთლებსა და ფესურებში არის მთრიმლავი ნივთიერებები. სამკურნალოდ უმთავრესად იყენებენ ტყის მარწყვის ნაყოფს, მაგრამ სასარგებლოა ფოთლებიც და ფესურებიც. უმი ნაყოფი კარგი დიეტური პროდუქტია, უხდება სისხლნაკლებობას, ავიტამინოზს, კარგია მძიმე დაავადების შემდგომ პერიოდში. გამხმარი ნაყოფის ცხელ ნაყენს დიდი ხანია იყენებენ ხალხურ მედიცინაში როგორც შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებას, აგრეთვე – ციებ-ცხელების, თირკმელებისა და ღვიძლის სხვადასხვა დაავადების დროს. ტყის მარწყვის ფოთლებისა და ფესურების ჩაი კარგი შარდმდენი, მთრიმლავი და ვიტამინური საშუალებაა. მარწყვი შესანიშნავად ავსებს ორგანიზმის ვიტამინებისა და მინერალების მარაგს. ეს გემრიელი და არომატული კენკრა შეიცავს ვიტამინებს (განსაკუთრებით დიდი რაოდენობით – C ვიტამინს), მიკროელემენტებს, რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, თუთიას, ფოსფორსა და ფოლიუმის მჟავას.

მარწყვს ძველთაგანვე მრავალ სამკურნალო თვისებას მიაწერენ. მაგალითად, მას უნარი შესწევს, გააუმჯობესოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, გამოიტანოს ორგანიზმიდან ჭარბი სითხე, უხდება მადას, წმენდს შინაგან ორგანოებს, აფერხებს დაბერებას, ეხმარება ორგანიზმს ნაწლავურ ინფექციებთან, გრიპის ვირუსთან ბრძოლაში, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ მარწყვის არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ ფოთლებსაც. მათი მეშვეობით მკურნალობენ ანემიას, ჰიპერტენზიას, ათეროსკლეროზს. მარწყვის ნიღაბი კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს.

მავნე თვისებები

მარწყვი ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის. პირველ რიგში, სიფრთხილე მოეთხოვებათ მგრძნობიარე და ალერგიულ ადამიანებს. მარწყვის თესლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს. ამ კენკრას უნდა ერიდონ ის ადამიანებიც, რომლებსაც კუჭის წყლული და გასტრიტი, ანდა სხვა ქრონიკული დაავადება აქვთ. მარწყვით მკურნალობამდე მათ ექიმთან უნდა გაიარონ კონსულტაცია. დიეტოლოგებმა გამოთვალეს: მარწყვის სასარგებლო თვისებებით მაქსიმალურად რომ ვისარგებლოთ, მისი მწიფობისას 10 კილოგრამის შეჭმა უნდა მოვასწროთ. 100 გრამი კენკრა ანეიტრალებს უარყოფით ემოციებს. საზოგადოდ, მარწყვი იცავს დეპრესიისგან, ამაღლებს განწყობილებას. მარწყვის კიდევ ერთი ღირსებაა ფიტონციდების მაღალი შემცველობა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს უწოდებენ, ვინაიდან ნებისმიერი ინფექციისა და ანთების დამარცხება შეუძლიათ. ვიტამინები მარწყვის ფოთლებში უფრო მეტია, ვიდრე ნაყოფში. მინერალები – რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი – ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ის შესანიშნავი ზოგადმომმაგრებელი საშუალებაა გაციების დროს და გამწმენდი ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებისას.

ფოთლების დაკრეფა მცენარის ყვავილობის პერიოდში ჯობს. ამ დროს მათში სასარგებლო ნივთიერებები ყველაზე მეტია. ფოთლებს სიბნელეში აშრობენ. ტყის მარწყვს ჭიების გამოძევების უნარიც შესწევს. ეფექტურია სოლიტერით, ასკარიდათი და მახვილათი ინვაზიის დროს. ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, აძლიერებს შეკუმშვების ამპლიტუდას, აფართოებს სისხლძარღვებს, დაბლა სწევს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების შემცველობას. სასარგებლოა ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროსაც. მარწყვი მალფუჭებადი და სათუთი ხილია, ამიტომაც მისი ყიდვისას გაითვალისწინეთ: ნაყოფი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, პრიალა, ხასხასა წითელი ფერის. სასურველია, გარეცხოთ უშუალოდ მოხმარების წინ, თანაც – სწრაფად გამდინარე წყალში, რადგან სინოტივეს ცუდად იტანს, წყლით იჟღინთება და სასარგებლო თვისებების ნაწილსაც კარგავს. მარწყვისგან ათასნაირი დესერტის მომზადება შეიძლება: ნაყინის, ნამცხვრის, ხილის სალათის, მურაბის, ჯემის, ჟელესი, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო კოქტეილების. გაყინვას მარწყვი ცუდად იტანს – გალღობისას მისი სტრუქტურა იცვლება.

მარწყვი ხშირად გვხვდება ხალხური მედიცინის რეცეპტებში. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

ნ თუ ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, ქოლეცისტიტი და კოლიტი გაწუხებთ, ქორფა მარწყვის ნაყენი თქვენთვის უებარი წამალია. 50 გ კენკრას დაასხით 200 მლ წყალი, 2 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ.

ნ თავის ტკივილის დროს მიირთვით რამდენიმე ცალი კენკრა – ტკივილი გაგივლით.

ნ გამხმარ მარწყვს ადუღებული წყალი დაასხით, გააცივეთ და დალიეთ. ფოთლების ნაყენი ანგინის დროს ყელში გამოივლეთ.

ნ უზმოზე 4-6 სუფრის კოვზი მარწყვის წვენის მიღება კარგია ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს.

ნ მარწყვის ფოთლების ჩაი სისხლის კარგი გამწმენდი, მისი წარმოქმნის ხელშემწყობი და ნერვების დამაწყნარებელი საშუალებაა. მას სამკურნალო ეფექტი აქვს ჰემოროის (ბუასილის), ელენთის, ღვიძლის, ქალური დაავადებების დროს. 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით მეოთხედი ჭიქა ადუღებული წყალი, 15 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ და დალიეთ.

ნ მარწყვის ახალგამოწურული წვენი შესანიშნავია ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. წაისვით სახეზე და 5 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. ალერგიულები გაფრთხილდით!