ჭარხლის ფოთლები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

ჭარხლის ფოთლები

ჭარხლის ფოთლები
ახალგაზრდა ჭარხალს სხვაგვარად ჭარხლის ფოთლებს ვეძახით. მისი სეზონი ადრეული ზაფხულიდან იწყება. ეს ძირხვენა ძალიან სასარგებლოა. ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ დაასაბუთეს ექიმებმა, რომ მრავალი ბოსტნეულის ფოთლოვანი ნაწილი, ბიოლოგიური ფასეულობით, ბევრად აღემატება მათსავე ფესურებს, რომელთა გამოც ისინი მოჰყავთ. მაგალითად, ჭარხლის ფოთლებში c ვიტამინი რამდენჯერმე მეტია, ვიდრე ფესვებში. ჭარხალში არის უ ვიტამინიც, რომელიც ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის მოშუშებას, ამცირებს და ანელებს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზულ ცვლილებებს.

ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავებთან ერთად ჭარხლის ფოთლები და ფესვები შეიცავს b1, b2, p, pp ვიტამინებს და ბევრ სხვა ღირებულ
ნივთიერებას. ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რკინის, მაგნიუმის, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, კობალტის მარილები, რომლებიც ააქტიურებს სისხლწარმოქმნის პროცესს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

არადა, რა უდიერად ვექცევით ჭარხლის ფოთლებს! დავთესავთ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გამოვხშირავთ და ზედმეტ ამონაყარს ვყრით. ამ დროს უნდა შევაგროვოთ, დავარჩიოთ, დავრეცხოთ და საკვებად გამოვიყენოთ. ჭარხლის
ფოთლების კერძები ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ანემია აწუხებს. ჭარხალი შეიცავს ბეტაინსაც, რომელიც უჯრედების საშენი მასალაა და არეგულირებს ცხიმოვან ცვლას. ამასთან, სითბური დამუშავებისას ბეტაინი არ იშლება. ის არსებითად ეხმარება ბავშვის ორგანიზმს, მთლიანად აითვისოს სხვა საკვები ნივთიერებები, განსაკუთრებით – ცხიმები. მომავალი დედებისთვის ეს ნივთიერება იმითაა სასარგებლო, რომ ოპტიმალურ დონეზე ინარჩუნებს სისხლის წნევას, ხელს უშლის მის აწევას.

ბეტაინი ქოლინის წარმოქმნაშიც მონაწილეობს. ქოლინი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია მეხსიერების სრულფასოვანი ფუნქციობისთვის და, იმავდროულად, სასიკეთოდ მოქმედებს ღვიძლზე.

ჭარხლის ფოთლები შესანიშნავად ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას. უჯრედისის უხვი შემცველობის წყალობით ეს ძირხვენა შეკრულობის საწინააღმდეგო აღიარებული საშუალებაა.

ჭარხლის პექტინები კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს საკვების გადამუშავებისა და ათვისების პროცესზე, ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას.

1. მოხარშული ჭარხალი, პირველ რიგში, შესანიშნავი შარდმდენი და მოსადუნებელი საშუალებაა.

იგი ორგანიზმის ყველაზე კარგი გამწმენდია. ბოჭკოვანას, ორგანული ელემენტებისა და სხვა ნივთიერებების წყალობით, ჭარხალი შესანიშნავად არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აძლიერებს ნაწლავის პერსიტალტიკას, ანადგურებს ლპობის ბაქტერიებს.

2. აღნიშნული პროდუქტი შეუცვლელია ღვიძლის დაავადებებისა და ჭარბწონიანობის დროს.

ლიპოტროპული ნივთიერება – ბეტაინი, რომელიც ჭარხლის შემადგენლობაში შედის, აწესრიგებს უჯრედებში ცხიმების ცვლას, ხელს უშლის ღვიძლის ინფილტრაციას და შეუძლია სისხლის წნევის ამაღლება. მნიშვნელოვანია, რომ ბეტაინი თავის მოქმედებას ინარჩუნებს როგორც უმ, ასევე მოხარშულ ჭარხალსა და ჭარხლის ფრეშში.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ბეტაინი აჩერებს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას.

3. კურნავს ანემიას.

ჭარხლის მოხმარება ძალიან სასარგებლოა ჯანსაღი სისხლწარმოქმნისთვის. მის შემადგენლობაში შედის მიკროელემენტები, რომლებიც ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და დაბალი ჰემოგლობინის მკურნალობას.

4. ჭარხალი დაბალკალორიული პროდუქტია.

სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ჭარხლის დიეტების ეფექტურობა გასახდომად.

5. ჭარხალი ეხმარება ნაბახუსევზეც.


ჭარხალი ეხმარება ორგანიზმის გაჯანსაღებას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ეხმარება ორგანიზმს დეპრესიასთან ბრძოლაში და ნაბახუსევის სინდრომის გადალახვაში.

6. აღნიშნული ბოსტნეული სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლისთვისაც.

იოდის დიდი შეცველობის გამო ჭარხალი სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის იოდდეფიციტური დაავადებების დროს.

7. ჭარხალი აუცილებელი პროდუქტია ორსულთათვის!

ფოლიუმის მჟავა, რომელიც მის შემადგენლობაში შედის, ძალიან სასარგებლოა როგორც ჩასახვის, ასევე ორსულობის ადრეულ ვადებში. იგი ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული სისტემის ფორმირებას.

მართალია ჭარხალი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ კიდევ უფრო სასარგებლოა მისი წვენი! ჭარხლის წვენი საუკეთესო ენერგეტიკული სასმელია. იგი აღადგენს ძალებს და ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭარხლის წვენზე უკუჩვენება არ გაქვთ!


როგორ დავამზადოთ და მოვიხმაროთ სწორად ჭარხლის წვენი

ჭარხლის ნატურალური წვენი საკმაოდ კონცენტრირებული სასმელია. ის სხვა წვენებთან გაზავებული უნდა მიიღოთ. ამ მიზნით გამოდგება როგორც ვაშლის, ასევე მოცვის წვენი, თუმცა, იდეალურია მისი სტაფილოს წვენთან გაზავება. მოსამზადებლად ერთმანეთს უნდა შევურიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენი პროპორციით 1:10 და თანდათან, ყოველდღე გავზარდოთ ჭარხლის წვენის წილი. გაითვალისწინეთ, რომ ჭარხლის წვენი თავღია უნდა გაჩერდეს მაცივარში 2-3 საათი. ამით ზოგიერთი მავნე ფრაქცია ჟანგბადთან რეაქციაში შევა და ორგანიზმს ზიანს აღარ მოუტანს.

წვენის მიღება უნდა დავიწყოთ მცირე ულუფებით. დღეში ერთი სუფრის კოვზი საკმარისი იქნება. დოზას თანდათან გავზრდით დღეში 50 მლ-მდე.

წვენის მოსამზადებლად შეარჩიეთ საშუალო ზომის, მაგარი და ჯანსაღი ჭარხალი, რომელიც გარედან მუქი ნაცრისფერი უნდა იყოს, შიგნით კი ბორდოსფერი.

ჭარხალი შეუცვლელია კულინარიაში – იგი უამრავი ცხელი კერძის, წვნიანისა და სალათის შემადგენლობაში შედის.

ჭარხლის ფოთლებით უამრავი გემრიელი და სასარგებლო კერძის მომზადება შეიძლება.


ჭარხლის ფოთლების სალათა

დაგჭირდებათ:

  • 200გ ჭარხლის ფოთოლი;
  • 20გ კამა;
  • 60გ არაჟანი;
  • გემოვნებისამებრ – მარილი.

ჭარხლის ფოთლები დაარჩიეთ, დარეცხეთ და 2-3 წუთი ხარშეთ მარილწყალში. გააცივეთ, წვრილად დაკეპეთ, ჩაყარეთ თასში, შეაზავეთ არაჟნით და მოაყარეთ დაჭრილი კამა.


ჭარხლის ფოთლების ფხალი

დაგჭირდებათ:

  • 1 კგ ჭარხლის ფოთოლი;
  • 2 ჩ/ჭ ნიგოზი;
  • 2-3 თავი ხახვი;
  • 3-3 ძირი მწვანილი;
  • სუნელები, ძმარი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

დარეცხილი, დარჩეული ჭარხლის ფოთლები ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცოტაოდენი მდუღარე წყალი, თავზე დავახუროთ, შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ. როცა მოიხარშება, შევაგრილოთ და კარგად გავწუროთ.

დავნაყოთ ნიორი, ნიგოზი, წიწაკა, ქინძის თესლი, უცხო სუნელი, მარილი. ავურიოთ ერთმანეთში ცოტაოდენი ძმარი და ჭარხლის წვენი, დავამატოთ სუნელების ნაზავი, წვრილად დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური, მოვასხათ გაწურულ და დაკეპილ (ან გატარებულ) ჭარხლის ფოთოლს, კარგად ავურიოთ და მივიტანოთ სუფრასთან.

თუ ჭარხლის ფოთოლს ნორჩი ძირები აქვს, შეგიძლიათ ფოთლებთან ერთად მოხარშოთ.

ასე მომზადებული ჭარხალი ნიგვზის ნაცვლად შეგიძლიათ ზეთით შეაზავოთ – არანაკლებ გემრიელია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ეთერზეთი არის ექსტრაქტი, რომელიც მცენარეებს არომატულ სუნს ანიჭებს.
დღევანდელი ცხოვრება ადამიანს სტრესულ მდომარეობაში აგდებს.
სეზამის თესლი უამრავი სასარგებლო ნივთიერების საბადოა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში მოჰყავთ. გარეგნულად კომში ვაშლს მოგვაგონებს, მაგრამ უფრო მაგარია, გემო კი მომჟავო და ოდნავ მწკლარტე აქვს.
ყველაზე ძვირფას კენკრად წოდებულ ყურძენს კარგად იცნობდნენ უკვე ძველი ბერძნები.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად